"რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩაზე თავდასხმა სცადეს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა II Matino-მ დღეს ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩის დასრულების შემდეგ გლაზგოელთა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიური კლუბის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო წერს, რომ ჩვენებური და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც ეს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, საქმეში სტიუარდები ჩაერივნენ, რომლებმაც უსაფრთხოების დერეფანი გააკეთეს და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია.

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას
4 ოქტომბერს "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
Წაგებას უნდა შეეგუოთ რეინჯეროვიჩებო,სხვა გზა არაგაქვთ,
Ნინო
15 სექტემბერი 2022 12:51
1
ზუსტად ეგეთი...... არიან ზოგიერთი "ქართველი" @ ძალიან ცუდი რაღაცა ხდება ნაპოლის ფეისბუკ გვერდზე @ 10-15 "ქართველი პაწრიოწი" შესეულია იმ გვერდს და რას აკეთებენ--ხვიჩას კი არ ლანძღავენ ლანძღავენ სპალეტის ფეხბურთელებს იქვე მყოფ ნაპოლის ფანებს @ და უწერენ თქვენ საერთოდ არაფრის მაქნისები არ ხართ ხვიჩას გათრევთ მთელ გუნდსო ხვიჩა რომ არ გყავდეთ წელს სერია ა დან გავარდებითო და ეგეთებს @ საუკეთესო მოთამაშედ პოლიტანო რომ დაასახელეს ცალკე იმას ლანძღავენ და რას არ ეძახიან @ უწერენ -- შენ კვარას 1% ფასი არ ხარო @ ანუ იმ ვირთხებმა ტაქტიკა შეცვალეს და ხვიჩას ლანძღვიდან გადავიდნენ ნეაპოლელების(ფეხბურთელების მწვრთნელების და ფანების) ლანძღვაზე და უნდათ რომ მთელ ნეაპოლს შეაზიზღონ ხვიჩაც და მთელი საქართველოც @ და უკვე დაწერა ზოგმა იტალიელმა ფანმა ძალიან უსიამოვნო პასუხი ჩვენთვის @ სასწრაფოდ უნდა იმ ....ბს მიხედვა თორემ რაღაცა ძალიან ცუდი აქვთ ჩაფიქრებული და აუცილებლად აასრულებენ @ აქ ალბათ ფედერაცია ან სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ და გამოავლინონ ის ...."პაწრიოწები"@@
zura222
15 სექტემბერი 2022 12:47
7
შეიძლება, ასეთი რამოდენიმე ვირგლა მართლაც გამოგვერიოს,რომ ნაპოლის გულშემატკივრები გალანძღოს და ა.შ. მაგრამ დარწმუნებული ხართ,რომ ეს სპეციალურად არ ხდება,არაკეთილ მოსურნეების მიერ??? ომის ერთ-ერთი სახეობაა ეს 21-ე საუკუნეში.ამიტომ არ გამოვრიცხოთ ესეც.
Დავით იბერიელი
15 სექტემბერი 2022 18:50
1
პაწრიოწი რას ნიშნავს შენი აზრით? რუსულში ზოგჯერ ტ გამოითქმის როგორც წ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე ტ ისმის როგორც ტ. თუ არ იცი მაგდენი, იმაზე იხუმრე რაც იცი. რუსულის კარგიცმ..ნ თუ გაგიხარდება, მაგრამ სულელურად ჟღერს.
odala
15 სექტემბერი 2022 18:28
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული