"ბორდოში" გადასულმა საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა სავიზო საკითხი მოაგვარა და 17 სექტემბერს შეუძლია "დიჟონთან" ითამაშოს.
გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა თქვა, რომ ქართველმა თამაშის ნებართვა მიიღო, რაც კარგი ამბავია; ვარჯიშებზე ტექნიკური არსენალი ყველას დაანახა, სასარგებლო ფეხბურთელია, ახლა მთავარია მათი სქემა გაითავისოს, პარტნიორებს დაეხმაროს; ამას შეძლებს, რადგან გუნდური მოთამაშეა და სწრაფად ადაპტაცია სჭირდება.