Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით Spazio Napoli-მ წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

"ხვიჩა კვარაცხელია "ცისფრების" სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში საერთო კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შეცვლის ზეწოლის ფონზე ჩავიდა. ითვლებოდა რა თავიდან ასეთი როლისთვის შეუფერებლად, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩინებული თამაშით ტიფოზებისთვის თავის შეყვარება. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეუძლია დაიკვეხნოს. ამას
გარდა, აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და უმოკლეს პერიოდში ყველაფრის მოპოვების სურვილი გააჩნია. დრიბლინგის უნარებით მეტოქეთა მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, სისწრაფით კი მატჩის ორ ნაწილად გაყოფა ძალუძს. თუმცა, როგორც ყველას მის ასაკში, თავისი ზოგიერთი ხარვეზი ჯერ კიდევ აქვს. 77 ნომერს თავბრუდამხვევი დრიბლინგის გამო ბურთის ძალიან დიდხანს დაჭერისკენ მიდრეკილება აქვს. ამაზე გაამახვილა მკაცრად ყურადღება ლუჩანო სპალეტიმ "რეინჯერსთან" შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე".

მკითხველის კომენტარები / 47 /
ჩემი აზრით, სპალეტიმ არ უნდა აუკრძალოს ხვიჩას მისი ფეხბურთის თამაში. რასაკვირველია, მწვრთნელისგან შენიშვნები აუცილებელია, დარიგებები და სწავლებები, ხვიჩა იმდენად ნიჭიერია რაც გასათვალისწინებელია, აუცილებლად გაითვალისწინებს, მაგრამ თავისი სტილი არ უნდა შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსება იმ ათეულმილიონიან შენაძენს, ხვიჩას ნახევარსაქმეს რომ ვერ აკეთებენ.
კოკო
16 სექტემბერი 2022 16:22
0
მაჯედონიასთან ნახეთ კვარა რა იქნება
ზურა
16 სექტემბერი 2022 13:37
0
ქართველებს კეთილის მსურველი და კარგი მრჩეველი მტერი გვგონია. გუნდური ერთობლიობა უცხოა დღეის თაობისთვის.
ანდრი
16 სექტემბერი 2022 11:51
4
მაგალითად?
დავით
16 სექტემბერი 2022 16:41
0
შესაძლოა მწვრთნელის პოზიციიდან რაღაცაში მართალიც იყოს, მარა ასე საჯაროდ კრტიკა არა მგონია მართებული იყოს,თან გასვლაზე 3:0 ის შემდეგ და ნურც ის დაავიწყდება რომ ამ გამარჯვებებში კვარას ლომის წილი უდევს. ოსიმენის გამოკლებით ნაპოლი ისევ გუნდად დარჩა, აი ხვიჩას გამოკლებით კი ......
rigiti
16 სექტემბერი 2022 10:57
4
როგორ წარმოუდგენია სპალეტის ხვიჩა დრიბლინგისა და ფინტების გარეშე? კი ბატონო, ხან გამოუვა, ხან არა, მაგრამ როცა გამოსდის და თამაშს ამწვავებს და გოლებიც გააქვს, ხო უსწორდება მაშინ? რა უნდა აკეთოს აბა, ბურთი მიიღოს და პასები არიგოს მარტო აქეთ-იქით და დაცვაში დაეხმაროს? სწორედ მაშინ დაერხევა გუნდს. ხვიჩამ უფრო მეტადაც უნდა იაქტიუროს მოედანზე, მარტო ფლანგზე არა, გაიხსნას ხოლმე უფრო ხშირად, რა ვიცი, მიდგეს, მოდგეს, შეაწუხოს ხალხი ("ცისფერი მთები"), მაშინ კიდევ უფრო დააფასებს ლუჩიკო
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
16 სექტემბერი 2022 10:26
0
გარკვეული ხარვეზები აქვს, ეს არც არის გასაკვირი. 21 წლის არის ჯერ და რაც მთავარია ისეთი საფეხბურთო რეგიონიდან ჩვიდა იტალიაში სადაც რბილად რომ ვთქვათ უბრალოდ არ იციან რა არის თანამედროვე ფეხბურთი.
ეს ყველაფერი გამოსწორდება.
რაც მთავარია ხვიჩას აქვს ძალიან დიდი ნდობა მწვრთნელისგან. პირველივე სეზონში ძირითადში დაყენება თან ყველა თამაშში ეს უბრალდო არ ხდება
las
16 სექტემბერი 2022 10:10
2
ხვიჩამ ზელინსკის მიმართ კარგი ჟესტი გააკეთა - მოეფერა და დაამშვიდა გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების შემდეგ. ამ ვიდეოში და კომენტარებში ხვიჩას აქებენ.
https://www.youtube.com/watch?v=klMmGfGsYHk
ქ. გ.
16 სექტემბერი 2022 07:31
0
ხვიჩა უკვე მულტფილმშიც მთავარი გმირია
https://www.youtube.com/watch?v=j1i7v2YTGtM
ქ. გ.
16 სექტემბერი 2022 07:24
0
გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები! ზოგს ახლაც გაახსენდა, რომ სპალეტი არავითარი მაღალი დონის მწვრთნელი არ არის. ის უკრძალავს დრიბლინგს და ეუბნება თუ დარწმუნებული არ ხარ არ წახვიდეო, ბურთი არ დაკარგოო. ფეხბურთელს რისი გაკეთებაც კარგად შეუძლია, იმაში ხელი კი არ უნდა შეუშალო, პირიქით მეტი ჭკვიანური დარიგება უნდა მისცე ამ კომპონენტში. აფსუს რა კარგი იქნებოდა ანჩელოტისთან რომ იყოს. ან ძველ ფერგიუსონთან. ეს სპალეტი და მაურინიო სუფთა "ატრავაა " რა. ფეხბურთელს უნდა მისცე თავისუფლება.ეხლა დაიწყეთ ზიგიერთებმა სპალეტიზე მეტი იციიიი..და ა.შ
დავით 67
16 სექტემბერი 2022 03:33
10
რაკუვთან 35 დრიბლინგი გააკეთაო და შედეგი?სწორედ მაგაშია საქმე.რუბინს მხოლოდ ხვიჩა ჰყავდა ,ნამდვილი თავდამსხმელი და რაც შეეძლო,იბრძოლა,მაგრამ თამაში მაინც წააგეს.3 და ხანდახან 4 მცველი მას ედგა და გასაქანს არ აძლევდა.შედეგად 35 დრიბლინგი,წაგება და უამრავი დარტყმა ფეხებში,მერე ძალიან დიდხანს რომ გაჰყვა.დაუბალანსებელი იყო რუბინის შემადგენლობა და არც ხვიჩას გამოუვიდა რაიმე.დესპოტოვიჩი ადრევე დაიმტვრა იმ თამაშში და ის რომ ჰყოლოდა,მას მიეცემოდა დიდი სივრცეები,რომელსაც აუცილებლად გამოიყენებდა.თამაშს გუნდი იგებს და აუცილებელია,ყველამ თავისი საქმე გააკეთოს,გუნდური დისციპლინის ფარგლებში.როცა სიტუაცია მოითხოვს და დრიბლინგზე წახვალ,ერთია და როცა უკეთეს პოზიციაში პარტნიორი გეხსნება,შენ კი მაინც მოტყუებაზე გარბიხარ;-მეორე.სპალეტი ბალანსზე საუბრობს და ძალიან სწორადაც.ჩვენ რომ მასზე ჭკვიანები ვიყოთ,ფეხბურთში,ჩვენ დაგვნიშნავდნენ მწვრთნელებად,მილიონიანი ხელფასებით.
სოსო
16 სექტემბერი 2022 21:53
0
ვოოტ-ს რამდენს და 5-6 შედეგიან დრიბლინგს, რაც მას თავისუფლად შეუძლია , როგორც შევატყვე თქვენც იმ ხალხის სიაში ხართ ვინ ამტკიცებთ რომ ხვიჩას პასს არ აძლევენ.თუ ასეა ( რაც არაა ასე) ,მაშინ ამაზე გააკრიტიკეთ სპალეტი! ბურთი არ დაკარგოო რომ ეუბნება, ისე არ იკარგება ბურთი? მას უნდა მიეცეს თავისუფლება დრიბლინგისთვის უკან დაზღვევაზეც უნდა ჰყავდეს ვინმე. რუბინს არავინ ადრის ნაპოლის,მაგრამ არც რუსეთშია ადვილი თამაში. რიგით მე-6 ლიგაა. პოლონეთის რაკუვთა 35 დრიბლინგი გააკეთა.The Day Khvicha Kvaratskhelia Attempted 35 Dribbles in a Single Game!აი ეს ლინკი ნახეთ და ნაპოლისთან 5-6 დრიბლინგს ვერ გააკეთებს.?
დავით 67
16 სექტემბერი 2022 15:23
1
ყველა გამოხმაურება
დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა... უბრალოდ, ხვიჩას მიმართ მოთხოვნები გაიზარდა და ეს ბუნებრივია, თუ ნაპოლი მომატებას აპირებს, ეს პირველ რიგში სწორედ ხვიჩას ხარჯზე უნდა მოხდეს... მომატება კი აუცილებლად დასჭირდება, რადგან მადა ჭამაში მოუვიდათ და უკვე ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან, რაზეც სეზონის წინ ვერც იოცნებებდნენ...სპალეტი ძალიან კარგი და გამოცდილი მწვრთნელია, ამ ეტაპზე მასზე უკეთ არავინ იცის, როგორ გახსნას ხვიჩა მაქსიმალურად და არც ხვიჩა არის ბუნებით ისეთი, რომ ჯანსაღი კრიტიკა იუკადრისოს... კრიტიკა კი სავარაუდოდ მოიმატებს კიდევაც, რადგან ობიექტურად ყველაზე ნაკლებ შავ სამუDაოს გუნდDი ხვიჩა ასრულებს და ამის ფონზე ყველა მისი ბურთის ზედმეტად დაჭერა მტკივნეულად აღიქმება, მითუმეტეს, რომ იტალიურ გრანდებთან მსგავსი ფუფუნების საშუალება უკვე ნაკლებად იქნება, ვფიქრობ, სწორედ ასეთი თამაშებისთვის ამზადებს სპალეტი ხვიჩას, როცა თამასას უწევს და ეს სავსებით ლოგიკური და მისაღებია, ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივრებმა თავად ხვიჩაზე მტკივნეულად არ უნდა მივიღოთ მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები, - ეს ჩვენთვის ასოცირდება ქვეყნის სახედ და სიმბოლოდ, თორემ იტალიელებისთვის მაინც ერთი ზედმეტად ნიჭიერი ბიჭია, რომლისგანაც ყველა ასპექტში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ეცდებიან და ვგონებ, ვერც ამაში გავამტყუნებთ...
ვოოტ
16 სექტემბერი 2022 00:23
1

სიახლეები პოპულარული