Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით Spazio Napoli-მ წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

"ხვიჩა კვარაცხელია "ცისფრების" სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში საერთო კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შეცვლის ზეწოლის ფონზე ჩავიდა. ითვლებოდა რა თავიდან ასეთი როლისთვის შეუფერებლად, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩინებული თამაშით ტიფოზებისთვის თავის შეყვარება. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეუძლია დაიკვეხნოს. ამას
გარდა, აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და უმოკლეს პერიოდში ყველაფრის მოპოვების სურვილი გააჩნია. დრიბლინგის უნარებით მეტოქეთა მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, სისწრაფით კი მატჩის ორ ნაწილად გაყოფა ძალუძს. თუმცა, როგორც ყველას მის ასაკში, თავისი ზოგიერთი ხარვეზი ჯერ კიდევ აქვს. 77 ნომერს თავბრუდამხვევი დრიბლინგის გამო ბურთის ძალიან დიდხანს დაჭერისკენ მიდრეკილება აქვს. ამაზე გაამახვილა მკაცრად ყურადღება ლუჩანო სპალეტიმ "რეინჯერსთან" შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე".

მკითხველის კომენტარები / 47 /
გულწრფელად მგონია რომ ხვიჩას კრიტიკა აუცილებელია,რადგან არეგონოს რო ვსო უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია,მაგრამ სპალეტიმ აშკარად გადააჭარბა. მე არმინახავს პრესკონფერენციის ვიდეო კადრები და მხოლოდ წერილობით ვნახე მაგრამ არმესმის რაუნდოდა. პასებს აგვიანებდა გუშინ? კარგითრა. ხვიჩას პლიუსი ისარის რომ გამწცავფბაზე მიდის და კაცს ატყუებს. ტიკიტაკას კაცი არარი ეგ ბიჭი და თუარუნდათ მართლა დასვან სკამზე მილანთან და კაიჩიტს დაიჭერენ. რაუნდათ ამბიჭისგან ყველა რო თავისი კუთხიდან ცდილობს რო შეავიწროვოს და ზურგში დანა ჩაარტყას
ქართველი
16 სექტემბერი 2022 00:00
7
მგონი ქართველებს პარანოია გვაქვს. დღეს რამდენიმე კომენტარი წავიკითხე, ხვიჩა მაკედონიასთან არ უნდა ათამაშონო, გამიზნულად დაამტვრევენ, რომ მერე ნაპოლიში ელმასს ჰქონდეს მეტი სათამაშო დროო.
სულ გაგიჟდა ეს ხალხი.
ამ ბიჭის გამო მთელს ერს მოლანდებები დაგვეწყო და შეთქმულების თეორიებზე გვეფიქრება.
!!
15 სექტემბერი 2022 23:58
2
არა და მართლ აგაგავგიჟა ამ ბიჭმა. ხვიჩასზე აუგის მთქმელს ვერ ვიტან. უზომოდ მ იყვარს ეს ბიჭი და ასეა მთელი საქართველო.
gio
16 სექტემბერი 2022 10:18
1
ელმასი კი არა 23 ნომერი რომ ყავთ ძერბინი ის მგონი ელმასზე მაგარია (ლივერპულთან რა მაგრა ჩაერთო) ხიდა ხვიჩას კონკურენტი ეგ უფროა ! იტალიასთან არ უნდა ითამაშოს ჩვენმა ნაკრებმა თორემ იტალიელები ძერბინის გამო გამო დაამტვრევენ ხვიაჩას DDDD
zura222
16 სექტემბერი 2022 03:26
2
ყველა გამოხმაურება
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს საუბრები გამოწვეულია იმით რომ სულ რაღაც 10მლნ. იყიდეს მათი აზრით ფარჩაკი ჩემპიონატიდან იმედისმომცემი ფეხბურთელი. სამხრეთ ამერიკელი, გაურკვეველი ევროპელი ფეხბურთელები, რომლებსაც ათეულობით მილიონად ყიდულობენ უთამაშებლადაც კი პიარდებიან.ყველას ერთ თაროზე არგებენ და რაფერც ჟოზემ თქვა, გუგლიდანაც კი იღებენ სქემებს.სქემებზე მორგება თანამედროვე ტრენერების ბიბლიაა. მაგრამ ასეთი გუნდების დიდი შედეგები ჯერ არ გვინახავს. ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელების გარეშე, სპალეტების მოსაწონი ფეხბურთი შეიძლბა გუნდებმა ითამაშონ, მაგრამ დიდ გუნდებად ვერ დარჩებიან.ერთი სიტყვით: ხვიჩა არ აღმოჩენილა დღეს,მან თავისი კლასი საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში დაამტკიცა და ნაპოლი თავის ტრენერიან-ფეხბურთელებიანად ბედნიერები უნდა იყვნენ იმით, რომ სიტუაციისდა გამო მათთან ამ დონის ფეხბურთელი აღმოჩნდა. ხვიჩას კი რასაც ვუსურვებდი, მაინც გულისყურით მიუდგეს ზოგადად იტალიელების ტაქტიკურ ხედვებს, რათა მისი ფენომენალური საფეხბურთო უნარების სრულყოფილი დემონსტრირება განახორციელოს თანამედროვე ულტრაპრაგმატულ ფუტბოლში.
ამატაკი
15 სექტემბერი 2022 23:50
2
ძალიან ვირცხვენთ თავს ქართველები ჩვენი პროვინციალოზმით სამწუხაეოდ.
მე ყველაზე მართალი ვარ
15 სექტემბერი 2022 23:11
17
ე ბიჯო დასვით მილანთან სკამზე ხვიჩა და ნახეთ რა ჩიტსაც დაიჭერთ.
რრრ
15 სექტემბერი 2022 23:03
2
ას პროცენტიანია ხარ რაც ნაპოლიმ თამაშები მოიგო ძირითადად ხვიჩას დამსახურებაა
გიორგი
16 სექტემბერი 2022 00:28
2
აი ესაა დღევანდელი ფეხბურთი--ფეხბურთელისგან ითხოვენ რომ იყოს რობოტი და ერთი მანქანის ჭანჭიკი @ ყველა მწვრთნელის მოთხოვნაა--არავითარი ფინტი არავითარი არაორდინალური ქმედება ! ფეხბურთელმა რობოტივით უნდა ირბინოს წინ და უკან და ბურთს რომ მიიღებს ეგრევე უნდა მოიშოროს ! მხოლოდ სუპერვარსკვლავებს ვერ უბედავენ მწვრთნელები რობოტულ ჩარჩოში მოქცევას(მესის რონალდუს და კიდევ 2-3ს)ლობანოვსკის უწერია თავის მოგონებებში-1986 წლის მუნდიალზე საბჭოთა ნაკრებმა უნგრეთს რომ მოუგო 6-0 უნგრელების მწვრთნელმა თქვა რუსები რობოტებივით თამაშობდნენო და ეს იმხელა შეურაწყოფად მიიღეს საბჭოელმა მწვრთნელკებმა ფეხბურთელებმა და ფუნქციონერებმა რომ ლამის დიპლომატიურ სკანდალამდე მივიდა საქმე ! და ეხლა რომ უთხრა ფეხბურთელს რობოტივით თამაშობო 99% (და მწვრთნელების 100%)ამას მაგარ კომპლიმენტად მიიღებენ ! უფრო მეტსაც ვიტყვი--ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც იყვნენ გარინჩა მესხი გუცაევი დღეს საშუალო დონის დუბლებშიც არ ათამაშებდნენ ! ესაა დღევანდელი ფეხბურთი და სამწუხაროდ მოგვიწევს შევეგუოთ ამას ჩვენც ხვიჩაც ჩაკვეც და სხვებიც @@
zura222
15 სექტემბერი 2022 22:48
4
ნაპოლის მთავარო მწვრთნელო, ბატონო სპალეტი! გასაგებია თქვენი ხედვები და ისიც, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად თქვენ ხართ ამ მომენტისთვის გუნდის შიდა სამზარეულოში ჩახედული, მაგრამ ისე არ გააკეთო, რომ "საკრიტეკებელი" ხვიჩა (რამდენად დამსახურებულად არ ვიცი) რაღაც პერიოდის შემდეგ სხვაგან აღმოჩნდეს და სანანებელი გაგიხდეს. არავინ ერევა თქვენს კომპეტენციასა თუ სამწვრთნელო სიდიადეში, მაგრამ იქნებ უფრო მეტად სარგებლიანი გამოსავალი გამონახოთ ჩვენი ბიჭისთვის და ზოგადად, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, გულშემატკივრებისთვის. თქვენი, ძალიან დიპლომატიურად კეთილის მსურველი რიგითი ქართველი გულშემატკივარი.
ლევანი
15 სექტემბერი 2022 22:27
2
ასე ადვილად ვერ აღმოჩდება სხვაგან რასაც ეხლა უყურებენ ევროპული გრანდები ხვიჩა უკვე ეხლა ღირს 100 მილიონი და ნაღდად ასეთ ფასს დაადებს ნაპოლი მაგალითად რეალმა რომ მოინდომოს დეკემბრის ფანჯარაში ხვიჩას ყიდვა ოსიმენს დაადეს 100 მილიონი ფასი და პლიუს რონალდუს უმატებდნენ თავისი ხელფასით ! ანუ სადღაც 150 მილიონი გამოდიოდა და ხვიჩა(უკვე ეხლა რომ თამაშობს ოსიმენზე იკეთესად) არ ღირს 100 მილიონი ? და კიდევ რომ მოუმატებს ზაფხულუსთვის კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება
zura222
15 სექტემბერი 2022 23:18
5
კარგი ჩემო ძმაო გავითვალისწინებო.
მე-9 ბლოკის თაობა
15 სექტემბერი 2022 23:11
5
ე ბიჯო დასვით მილანთან სკამზე ხვიჩა და ნახეთ რა ჩიტსაც დაიჭერთ.
რრრ
15 სექტემბერი 2022 22:25
1
აბა რაა ! აბა რაა ! ჯობია დასვას მილანთან და ნაკრებში გაიბრწყინოს 23 ში მაკედონიასთან
გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2022 22:40
0
რა ვერ გაიგეთ ხალხო?! "საწყალი სპალეტი,როგორი არშემდგარი ფეხბურთელებით აღწევს წარმატებას". კომპლექსიანი მწვრთნელია.
გიორგი
15 სექტემბერი 2022 22:23
5
კრიტიკა ჯანსაღი კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში რაის კრიტიკაა საჭირო. ხვიჩამ რაც ითამაშა ყველა თამაშში არც პასები დაუგვიანია, პირიქით თავის გამოჩენის საშუალებას აძლევდა ყველას და არც უკან ჩამოსვლას თაკილობდა, კაი ჩამშლელივით ართმევდა ბურთს ვისაც მისწვდა. რომ უნდა იმუშაოს თავის თავზე და განავითაროს და ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო ეგ ხვიჩასთვის კი არა ყველასთვის ყველა სფეროში ეგრეა :)
Franken
15 სექტემბერი 2022 22:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული