Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით Spazio Napoli-მ წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

"ხვიჩა კვარაცხელია "ცისფრების" სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში საერთო კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შეცვლის ზეწოლის ფონზე ჩავიდა. ითვლებოდა რა თავიდან ასეთი როლისთვის შეუფერებლად, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩინებული თამაშით ტიფოზებისთვის თავის შეყვარება. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეუძლია დაიკვეხნოს. ამას
გარდა, აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და უმოკლეს პერიოდში ყველაფრის მოპოვების სურვილი გააჩნია. დრიბლინგის უნარებით მეტოქეთა მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, სისწრაფით კი მატჩის ორ ნაწილად გაყოფა ძალუძს. თუმცა, როგორც ყველას მის ასაკში, თავისი ზოგიერთი ხარვეზი ჯერ კიდევ აქვს. 77 ნომერს თავბრუდამხვევი დრიბლინგის გამო ბურთის ძალიან დიდხანს დაჭერისკენ მიდრეკილება აქვს. ამაზე გაამახვილა მკაცრად ყურადღება ლუჩანო სპალეტიმ "რეინჯერსთან" შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე".

მკითხველის კომენტარები / 47 /
Vtqvi ukve da vimeoreb:jer varskvlavi ar aris!dzalian male iqneba mashin roca pasis ar micemaze ar gaakritikeben da penalties dros burts tviton miutanen xelit!!!es dro dzalian male mova da motminebaa sachiroo...
Givi
15 სექტემბერი 2022 22:11
1
Xvicha tavdasxmeli araa magram gundshi yvelaze produqtiulia, liverpultan tamashi xvicham gaaketa 3 golshi miigho monawileoba, reinjerstan vin gatexa navsi, mitumetes pasebs iset dros adzleven roca sxva gza ar aqvt, mxolod mashin amwvavebda roca naxevardacva mowyvetili iyo, mokled xvicha dzalian maghal doneze tamashobs kakas msgavsad utevs da ufro meti teqnikuri arsenali aqvs, es bichi zafxulamde gaixsneba gamocdilebasac miighebs da penaltebs aravis daartymevinebs... da ertic 10 milioni gadaixades da zedmetebic ar mouvidet torem zafxulshi rigi eyoleba mtxonelebis... spaleti nu miiwers titqos ragac gansakutrebuls uketebs xvichas radgan xvicha saniolis xelshi bevrad gaxsnili da produqtiulia, spaletim jobia gunshi tanasworobas mixedos faqtia tanagundelebi gansakutrebit wina xazi xvichas konkurentad tvlis, mati damokidebuleba rbilad rom vtqvat arasworia, spaleti arc anchelotia da arc delboske, moakeli napolis xvicha da wesier shetevas ver gaaketebs, liverpultan es kargad gamochnda ...
Jjj
15 სექტემბერი 2022 22:08
1
100%ით გეთანხმებით
ქართველი გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2022 22:30
0
ეს უკვე ძალიან ნამეტანია. ეს ყველაფერი სპალეტის ბრალია, ამ გაზეთის სათაური მაქვს მხედველობაში. თუ ხარვეზებია აქვს ვარსკვლავი როგორღაა? ხარვეზებით ლივერთან სოფლის სკოლის ბიჭებივით დაიფრინა მავანი და სამი გოლი შექმნა? რეინჯერსთან მაგის პენალტით გატეხეს სახლში კერკეტი რეინჯერსი.სპალეტის რა უნდა, ერთი შეხებით ითამაშოს? რითი აფასებდნენ დაავიწყდათ თვითონ სპალეტიც? ამიტომაც ვიძახი ერთ სეზონზე მეტი ნაპოლი ვერ შეინარჩუნებს ხვიჩას. ბევრი მიზეზთა გამო და ერთ ერთი სპალეტის აკვიატებაც გახდება ეტყობა. მიდი ხვიჩა შეუბერე შემოგევლე, შენებურად იფრინე.
G.LA
15 სექტემბერი 2022 22:02
2
მწვრთნელი რომ თავის ფეხბურთელს გააკრიტიკებს და რჩევებს მიცემს გასაგებია, მაგრამ ასე საჯარო პრესკონფერენციაზე რა საჭიროება იყო არ მესმის, მითუმეტეს ხვიჩა ქაჩავს და ენერგიას აძლევს ნაპოლის. მართლა ვარსკვლავივით კაშკაშებს და მწვრთნელს უნდა სტატისტიკურ პოლიტანოდ და ზელენსკიდ აქციოს? (ძაან კარგი ფეხბურთელებია და არაფერს არ ვერჩი) სამწუხაროა თუ სპალეტი ვერ ხვდება ხვიჩას უნარებს და კალიბრს და სამზუხაროა მაგრამ ისეთი მწვრთნელია ვისთვისაც ფეხბურთი მათემატიკაა და არა თავისუფლება და სილამაზე.
nika
15 სექტემბერი 2022 21:59
3
თუ არ მოსწონთ გაყიდონ! დადონ ფაქტები როდის დაუგვიანა ვინმეს პასი, თუ არა - -"იდი ნა ხუ-დოჟესტვენნი ი-ნსტიტუტ" სპალეტი ხარ თუ სპაგეტი!
ამას იმიტომ ახურებს, რომ ხელფასი არ უნდათ რომ მოუმატონ ალბათ.
პლეხანოვზე გაზრდილი
15 სექტემბერი 2022 21:54
11
არ შეიძლება ასე აღზევება ადამიანის! მას შეიძლება მართლაც დაიჯეროს, რომ ვარსკვლავია. ის ჯერ ძალიან ქვემოთ არის. დაანებეთ მის ქებადიდებას თავი! დაღუპავთ!
ქართველი
15 სექტემბერი 2022 21:52
25
ძალიან ქვემოთ?! მაინც სად?! სადღაც პლუტონთან თუ მარსთან? კვარაცხელიას მთავარი იარაღი არის ფეხბურთის უმთავრესი და ულამაზესი ელემენტი დრიბლინგი! ახლა ამას თავი დაანებოს და დაცვას დაეხმაროს ართმევაზე, რომელიც ასევე საუცხოოდ გამოსდის?! ეს იგივეა, რომ დ"არტანიანს შესთავაზო დაშნა დადე, მუშკეტი აიღე, შორიდან განგმირავ მტერს, რაღა დროს ხმალაობააო?! ასე თუ აიკვიატეს ხვიჩა და დრიბლინგი აუკრძალეს ქართველი კაცია და გამოუნახავს მაგათ ისეთ წამალს, რომ აქეთ შეეხვეწებიან!! იტალიელი ტიფოზები გვყავდნენ კარგად და ხვიჩას მალე უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს, ჯარიმასაც დაარტყამს და პენალტსაც!
არჩილ კ. ხოფერია
15 სექტემბერი 2022 22:56
2
მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უჭირთ ახალ გუნდთან ადაპტაცია და ზოგს ლამის 1 წელი სჭირდება კვარა ჯერ ახალგაზრდაა სრულიად ახალ გარემოში მოხვდა ამის მიუხედავად მაგარი შედეგები აქვს მეტი რაღა გააკეთოს ამ ბბიჭმა? სწორედ მაგ თამაშით გააცნო ყველას თავი და ახლა რაღაცას პროფესორობენ! ისე არ მოუვიდეთ სეზონის ბოლოს სახვეწარი გაუხდეთ დარჩენაზე! ხვიჩას მაღალი რანგის კლუბში გადასვლა არ გაუჭირდება ვისაც მცირე ეჭვი მაინც ქონდა მათაც დაანახა უკვე თავის შესაძლებლობები! ასე რომ მოუფრთხილდნენ და დააფასონ სათანადოდ თუ არა და ზაფხულიც მალე დადგება!!!!
ნკ
15 სექტემბერი 2022 21:50
1

სპალეტიმ იცის რასაც ამბობს ხვიჩა ზღვარზეა ახლა ან დარჩება ისეთი კარიერის ბოლომდე როგორიც არის ან გახდება ტოპ მოთამაშე ის ხედავს რომ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს ხვიჩას და უნდა დაიხვეწოს მხოლოდ შექებით ვერ მოუმატებს როგორ განიცდის სპალეტი ხვიჩას თითოეულ მოქმედებას რატომ იმიტომ რომ მისი გაზრდა დაწყებული აქვს ასე რომ სპალეტის ასეთი საუბარი უფრო ღრმად ჩასახედია
ზვიადი
15 სექტემბერი 2022 21:49
6
არაფერი არ უნდა შეცვალოს ხვიჩამ ყველაფერს იდეალურად ასრულებს და გუნდში საუკეთესოა!!! პირიქით აგრესიული უნდა გახდეს და ბურთი უფრო უნდა მოითხოვოს.ის პენალი რომ მოიპოვა უნდა აეღო და თვითონვე გაეტანა. ტვინი შეჭამეს რა აცადეთ ამ ფენომენს და თამაშით დატკბით.
ლომი
15 სექტემბერი 2022 21:39
5
ზუსტად ეგრე! მაგის ფრჩხილად არ ღირს მთელი ნაპოლი! პენალტი როგორ არ დაარტყმევინეს ამ! ინსინიე არა კვახი! ვინ არი საერთოდ? რა ინსინიეს შემცვლელი? ინსინიე 90- 2000 ების იტალიაში მაქსიმუმ მასაჯიატი ყოფილიყო
რეზო
15 სექტემბერი 2022 21:47
8
100% ვეთანხმევი ამ კომენტარს, არ დაუჯერო ხვიჩა. პირიქით მეტი მოითხოვე, კუთხურებიც ურტყი და ჯარიმებიც და პენლებიც. სპალეტი მაგატია, მარა შენ თავს არ უღალატო, რაც მაგრად იცი ის აკეთე! უბრალოდ შეეცადე ისე ქნა, რომ იმათ ეგონოთ იმათ მითითებებს ასრულებ და გუნდშიც ნურავის ნუ გაფაიმტერებ. მეტი არაფერი, მიდი მიაწექი, აზრზე არ არიან, რომ შენ გამო იგება გუნდი. ნურც გაიგე ენ, მთავარია ჩვენ ვიცით
კაპიტან გარდენბურგი
15 სექტემბერი 2022 21:46
5
როდის ყოფილა ნაპოლი ასეთი მაგარი? სერია ა-ში პირველ ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველ ადგილზე და ლივერპულს ისე გადაუარეს, გეგონება ჭ კლასის გუნდს ეთამაშებოდნენ. ყველა თამაშში კვარაცხელია იყო გადამწყვეტი მომენტების შემქნელი: ან გოლებს იტანდა ან გოლებს ატანინებდა. მე არ მახსენდება მესი, რონალდუ, ზიდანი, რონალდუ, რონალდინიოს მერე ასეთი მაგარი ფეხბურთელი
ვახტანგი
15 სექტემბერი 2022 21:38
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული