Spazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ამასთან დაკავშირებით Spazio Napoli-მ წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

"ხვიჩა კვარაცხელია "ცისფრების" სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში საერთო კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შეცვლის ზეწოლის ფონზე ჩავიდა. ითვლებოდა რა თავიდან ასეთი როლისთვის შეუფერებლად, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ჩინებული თამაშით ტიფოზებისთვის თავის შეყვარება. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში გატანილი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით შეუძლია დაიკვეხნოს. ამას
გარდა, აბსოლუტური ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და უმოკლეს პერიოდში ყველაფრის მოპოვების სურვილი გააჩნია. დრიბლინგის უნარებით მეტოქეთა მცველებისთვის არაპროგნოზირებადია, სისწრაფით კი მატჩის ორ ნაწილად გაყოფა ძალუძს. თუმცა, როგორც ყველას მის ასაკში, თავისი ზოგიერთი ხარვეზი ჯერ კიდევ აქვს. 77 ნომერს თავბრუდამხვევი დრიბლინგის გამო ბურთის ძალიან დიდხანს დაჭერისკენ მიდრეკილება აქვს. ამაზე გაამახვილა მკაცრად ყურადღება ლუჩანო სპალეტიმ "რეინჯერსთან" შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე".

მკითხველის კომენტარები / 47 /
დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა... უბრალოდ, ხვიჩას მიმართ მოთხოვნები გაიზარდა და ეს ბუნებრივია, თუ ნაპოლი მომატებას აპირებს, ეს პირველ რიგში სწორედ ხვიჩას ხარჯზე უნდა მოხდეს... მომატება კი აუცილებლად დასჭირდება, რადგან მადა ჭამაში მოუვიდათ და უკვე ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან, რაზეც სეზონის წინ ვერც იოცნებებდნენ...სპალეტი ძალიან კარგი და გამოცდილი მწვრთნელია, ამ ეტაპზე მასზე უკეთ არავინ იცის, როგორ გახსნას ხვიჩა მაქსიმალურად და არც ხვიჩა არის ბუნებით ისეთი, რომ ჯანსაღი კრიტიკა იუკადრისოს... კრიტიკა კი სავარაუდოდ მოიმატებს კიდევაც, რადგან ობიექტურად ყველაზე ნაკლებ შავ სამუDაოს გუნდDი ხვიჩა ასრულებს და ამის ფონზე ყველა მისი ბურთის ზედმეტად დაჭერა მტკივნეულად აღიქმება, მითუმეტეს, რომ იტალიურ გრანდებთან მსგავსი ფუფუნების საშუალება უკვე ნაკლებად იქნება, ვფიქრობ, სწორედ ასეთი თამაშებისთვის ამზადებს სპალეტი ხვიჩას, როცა თამასას უწევს და ეს სავსებით ლოგიკური და მისაღებია, ყოველ შემთხვევაში, გულშემატკივრებმა თავად ხვიჩაზე მტკივნეულად არ უნდა მივიღოთ მის მიმართ გამოთქმული შენიშვნები, - ეს ჩვენთვის ასოცირდება ქვეყნის სახედ და სიმბოლოდ, თორემ იტალიელებისთვის მაინც ერთი ზედმეტად ნიჭიერი ბიჭია, რომლისგანაც ყველა ასპექტში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ეცდებიან და ვგონებ, ვერც ამაში გავამტყუნებთ...
ვოოტ
16 სექტემბერი 2022 00:23
1
ესენი ვერ არიან...კვარაცხელია რითაც გამოირჩევა სწორედ დრიბლინგი და ტექნიკაა...და ბურთი თუ არ დაიჭირე, ისე დრიბლინგს როგორ განახორციელებ...მაგ დრიბლინგებით იყო სწორედ ლივერპულის დაცვა რომ ჩამოშალა...ეგ თუ არ უნდოდათ, მაშინ კვარაცხელიას რას ყიდულობდნენ...თან ვერავინ იტყვის, რომ კვარაცხელია პასებს არ იძლევა...თავდამსხმელებიდან ორი საგოლე პ ასი მის გარდა სხვას არა აქვს.
ქუთაისი
15 სექტემბერი 2022 21:13
2
მე რა თქმა უნდა იმ სიგიჟეს არ ვეთანხმები რაც უვიცმა ფანებმა, ნაპოლის გვერდს მოუწყვეს, მარა რბილად, რომ ვთქვათ ცოტა უმადურობასთან გვაქვს საქმე, ბიჭმა ლივერპულთან გუნდურობის პიკი აჩვენა, სამი გოლი გაუკეთა პარტნიორებს და რა სინდისით აყვედრიან არა გუნდურობას. აქაც ხვიჩას, რომ მეორე პენალტი არ გამოემუშავებინა შეიძლება 0-0 მორჩენილიყო.
ეეე
15 სექტემბერი 2022 21:29
0
გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები! ზოგს ახლაც გაახსენდა, რომ სპალეტი არავითარი მაღალი დონის მწვრთნელი არ არის. ის უკრძალავს დრიბლინგს და ეუბნება თუ დარწმუნებული არ ხარ არ წახვიდეო, ბურთი არ დაკარგოო. ფეხბურთელს რისი გაკეთებაც კარგად შეუძლია, იმაში ხელი კი არ უნდა შეუშალო, პირიქით მეტი ჭკვიანური დარიგება უნდა მისცე ამ კომპონენტში. აფსუს რა კარგი იქნებოდა ანჩელოტისთან რომ იყოს. ან ძველ ფერგიუსონთან. ეს სპალეტი და მაურინიო სუფთა "ატრავაა " რა. ფეხბურთელს უნდა მისცე თავისუფლება.ეხლა დაიწყეთ ზიგიერთებმა სპალეტიზე მეტი იციიიი..და ა.შ
დავით 67
16 სექტემბერი 2022 03:33
10
და რამდენ ეფექტურ დრიბლინგს მოელით ხვიჩასგან თავისუფლების მიცემის შემთხვევაში?!... სერია ა-ში და ლიგაზე უფრო მეტი დრიბლინგისთვის ეყოფა ძალები, ვინემ რუბინ-ში ჰყოფნიდა?!... ხვიჩას დრიბლინგს მაშინ მოაქვს შედეგი, როცა პასს მოძრაობაში აძლევენ და ნაპოლის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მაგის ცდა, შესაძლოა, მთელი თამაში მოუწიოს... ხვიჩა უნდა მოერგოს სპალეტის სტილს და არა პირიქით. ამ ეტაპზე ასეა და თუ ხვიჩაზე იქნება მთელი გუნდი გადასაწყობი, სპალეტის არც ეგ მომენტი გამოეპარება, იმიტომ რომ მართლა ჭკვიანი მწვრთნელია და შეუძლია ფეხბურთელისთვის სწორი რჩევების მიცემა - ბევრი ქართველი და კორეელი გახსოვთ, რომ გუნდში მისვლისთანავე ძირითადის შეუცვლელი მოთამაშეები გამხდარიყვნენ ტოპლიგაში?!... სპალეტის ტაქტიკამ აიბროქსზე სამი უპასუხო გოლი მოიტანა და თანაც ოსიმენისა და ლოსანოს არყოფნაში, ვისაც ეს უნდა ეკეთებინა, მეტი რა ქნას მაგ კაცმა, ამ შედეგისთვის უხდიან ფულს,,, ჰოდა, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და ჩვენ კიდევ გვინდა, რომ ფული იტალიელებმა იხადონ და თავისი ბელაჩაო-ს მაგივრად ჩვენ აქედან შალახო შევუკვეთოთ... კარგია, მარა სადაა?!...
ვოოტ
16 სექტემბერი 2022 11:54
0
ვოოტ-ს რამდენს და 5-6 შედეგიან დრიბლინგს, რაც მას თავისუფლად შეუძლია , როგორც შევატყვე თქვენც იმ ხალხის სიაში ხართ ვინ ამტკიცებთ რომ ხვიჩას პასს არ აძლევენ.თუ ასეა ( რაც არაა ასე) ,მაშინ ამაზე გააკრიტიკეთ სპალეტი! ბურთი არ დაკარგოო რომ ეუბნება, ისე არ იკარგება ბურთი? მას უნდა მიეცეს თავისუფლება დრიბლინგისთვის უკან დაზღვევაზეც უნდა ჰყავდეს ვინმე. რუბინს არავინ ადრის ნაპოლის,მაგრამ არც რუსეთშია ადვილი თამაში. რიგით მე-6 ლიგაა. პოლონეთის რაკუვთა 35 დრიბლინგი გააკეთა.The Day Khvicha Kvaratskhelia Attempted 35 Dribbles in a Single Game!აი ეს ლინკი ნახეთ და ნაპოლისთან 5-6 დრიბლინგს ვერ გააკეთებს.?
დავით 67
16 სექტემბერი 2022 15:23
1
ყველა გამოხმაურება
ე ბიჯო დასვით მილანთან სკამზე ხვიჩა და ნახეთ რა ჩიტსაც დაიჭერთ.
რრრ
15 სექტემბერი 2022 22:25
1
აბა რაა ! აბა რაა ! ჯობია დასვას მილანთან და ნაკრებში გაიბრწყინოს 23 ში მაკედონიასთან
გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2022 22:40
0
არაფერი არ უნდა შეცვალოს ხვიჩამ ყველაფერს იდეალურად ასრულებს და გუნდში საუკეთესოა!!! პირიქით აგრესიული უნდა გახდეს და ბურთი უფრო უნდა მოითხოვოს.ის პენალი რომ მოიპოვა უნდა აეღო და თვითონვე გაეტანა. ტვინი შეჭამეს რა აცადეთ ამ ფენომენს და თამაშით დატკბით.
ლომი
15 სექტემბერი 2022 21:39
5
100% ვეთანხმევი ამ კომენტარს, არ დაუჯერო ხვიჩა. პირიქით მეტი მოითხოვე, კუთხურებიც ურტყი და ჯარიმებიც და პენლებიც. სპალეტი მაგატია, მარა შენ თავს არ უღალატო, რაც მაგრად იცი ის აკეთე! უბრალოდ შეეცადე ისე ქნა, რომ იმათ ეგონოთ იმათ მითითებებს ასრულებ და გუნდშიც ნურავის ნუ გაფაიმტერებ. მეტი არაფერი, მიდი მიაწექი, აზრზე არ არიან, რომ შენ გამო იგება გუნდი. ნურც გაიგე ენ, მთავარია ჩვენ ვიცით
კაპიტან გარდენბურგი
15 სექტემბერი 2022 21:46
5
ზუსტად ეგრე! მაგის ფრჩხილად არ ღირს მთელი ნაპოლი! პენალტი როგორ არ დაარტყმევინეს ამ! ინსინიე არა კვახი! ვინ არი საერთოდ? რა ინსინიეს შემცვლელი? ინსინიე 90- 2000 ების იტალიაში მაქსიმუმ მასაჯიატი ყოფილიყო
რეზო
15 სექტემბერი 2022 21:47
8
ე ბიჯო დასვით მილანთან სკამზე ხვიჩა და ნახეთ რა ჩიტსაც დაიჭერთ.
რრრ
15 სექტემბერი 2022 23:03
2
ას პროცენტიანია ხარ რაც ნაპოლიმ თამაშები მოიგო ძირითადად ხვიჩას დამსახურებაა
გიორგი
16 სექტემბერი 2022 00:28
2
ეს უკვე ძალიან ნამეტანია. ეს ყველაფერი სპალეტის ბრალია, ამ გაზეთის სათაური მაქვს მხედველობაში. თუ ხარვეზებია აქვს ვარსკვლავი როგორღაა? ხარვეზებით ლივერთან სოფლის სკოლის ბიჭებივით დაიფრინა მავანი და სამი გოლი შექმნა? რეინჯერსთან მაგის პენალტით გატეხეს სახლში კერკეტი რეინჯერსი.სპალეტის რა უნდა, ერთი შეხებით ითამაშოს? რითი აფასებდნენ დაავიწყდათ თვითონ სპალეტიც? ამიტომაც ვიძახი ერთ სეზონზე მეტი ნაპოლი ვერ შეინარჩუნებს ხვიჩას. ბევრი მიზეზთა გამო და ერთ ერთი სპალეტის აკვიატებაც გახდება ეტყობა. მიდი ხვიჩა შეუბერე შემოგევლე, შენებურად იფრინე.
G.LA
15 სექტემბერი 2022 22:02
2
მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უჭირთ ახალ გუნდთან ადაპტაცია და ზოგს ლამის 1 წელი სჭირდება კვარა ჯერ ახალგაზრდაა სრულიად ახალ გარემოში მოხვდა ამის მიუხედავად მაგარი შედეგები აქვს მეტი რაღა გააკეთოს ამ ბბიჭმა? სწორედ მაგ თამაშით გააცნო ყველას თავი და ახლა რაღაცას პროფესორობენ! ისე არ მოუვიდეთ სეზონის ბოლოს სახვეწარი გაუხდეთ დარჩენაზე! ხვიჩას მაღალი რანგის კლუბში გადასვლა არ გაუჭირდება ვისაც მცირე ეჭვი მაინც ქონდა მათაც დაანახა უკვე თავის შესაძლებლობები! ასე რომ მოუფრთხილდნენ და დააფასონ სათანადოდ თუ არა და ზაფხულიც მალე დადგება!!!!
ნკ
15 სექტემბერი 2022 21:50
1
როდის ყოფილა ნაპოლი ასეთი მაგარი? სერია ა-ში პირველ ადგილზე, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველ ადგილზე და ლივერპულს ისე გადაუარეს, გეგონება ჭ კლასის გუნდს ეთამაშებოდნენ. ყველა თამაშში კვარაცხელია იყო გადამწყვეტი მომენტების შემქნელი: ან გოლებს იტანდა ან გოლებს ატანინებდა. მე არ მახსენდება მესი, რონალდუ, ზიდანი, რონალდუ, რონალდინიოს მერე ასეთი მაგარი ფეხბურთელი
ვახტანგი
15 სექტემბერი 2022 21:38
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული