"სლოვანი" ერევანში დამარცხდა - კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
პიუნიკი - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 დაშიანი (35), 2:0 ოტუბანჯო (36)

მკითხველის კომენტარები / 21 /
საიტზე შემოდის ფეხბურთში ჩახედული ხალხი მე მართლა მაინტერესებს ფეხბურთელმა ერთი წელი ფორმა როგორ ვერ უნდა აღიდგინოს? რეალურად რომ შევაფასოდ ჩაკვეტაძე შარშან ზაფხულში დაბრუნდა და იმის შემდეგ გენტში 14 თამაში ათამაშა მწვრთნელმა მისცა შანსი მაგრამ ვერ ითამაშა და გაუშვეს ჰამბურგში იქაც მისცა მწვრთნელმა შანსი და სამწუხაროდ ვერც იქ ვერ ითამაშა ახლა ვუყურებ ამ სლოანში 15 თუ 16 თამაშია გოლი არ გაუტანია ერთი საგოლე გადაცემა აქვს ეგეც უბრალო პასით ამდენ მატჩში რაღა დროზეა საუბარი მე ვერ ვხდები რომ ამბობს ხალხი ვაცადოთ დრო სჭირდება რაღა დრო ერთ წელზე მეტი გავიდა სამწუხარო რეალობა ის არის რომ ჩაკვეტაძის დონე არის ეს!! მეტი მას არ შეუძლია ესაა რეალობა ჩემი აზრით ჩვენ გულშემატკივარს იმაზე მაღალი წარმოდგენა და მოლოდინები შეგვექმნა ამ ფეხბურთელზე და იმაზე გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელად ჩავთვალეთ ვიდრე იყო ის რეალურად ნებისმიერ ევროპელ ექსპერტს ან მწვრთნელს რომ კითხოთ რომ ლატვიასთან ანდორასთან და ყაზახეთან ფეხბურთელმა კარგად ითამაშა გოლები გაიტანა და ის 2-3 წელსში ტოპ ლიგაში ტოპ გუნდში გადავაოო სიცილით მოკვდება ლატვია ანდორა და ყაზახეთი არანაირად არ არის საზომი რომ განსაზღვრო ფეხბურთლის დონე გენტში 2018 წელს მის საუკეთესო სეზონში გაიტანა სულ 5 გოლი მთელ სეზონში და აქ ვარსკვალავად შევრაცხეთ მაგ ლოგიკით შარშან მიქაუტაძემ იგივე ლიგაში გაიტანა 15 გოლი გენტზე გაცილებით სუსტ გუნდში მაგ ლოგიკით მიქაუტაძე დღეს მეცში კიარა პსჟში უნდა იყოს თუ ბელგიაში 5 გოლის გამტან შემტევს ბარსელონას უკავშრებ ეგრევე რათქმაუნდა ტრამვა ცუდია მაგრამ არც ჩაკვეტაძის კლასი და საფეხბურთ დონე არ არის იმაზე მაღალი რასაც თამაშობს ახლა ეს არის მისი დონე მეტი არ შეუძლია მთელი სეზონია ასე თამაშობს ვიღაცას შეიძლება ეწყინოს მაგრამ მაგრამ თავის მოტყუება ის რომ თქვა რომ ფეხბურთელი რომელსაც გრანდებს უკავშირებდი და ვარსკვავი გეგონა რა ტრამვაც არ უნდა ქონოდა სლოანში ვერ ეთამაშა ჟილგირისთან და პიუნიკთან ვერაფერი გაეკეთებინა კლასი არასოდეს არ იკარგება და მართლა იმ დონეზე რომ იყოს რა დონისაც გონია ხალხს ტრამვის და იმ პრობლემების მიუხედავად ახლა უნდა დაფრინავდეს სლოანში მითუმეტეს ამ გუნდებთან.
ზურა
16 სექტემბერი 2022 03:01
13
რამდენი წელია,რაც ფეხბურთს უყურებ?ასე მგონია,ხანდახან,ორი-სამი წელია რაც უყურებ.ჩაკვე 19 წლისა გამოჩნდა ნაკრებში და ეგ რომ არ ყოფილიყო,ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში,საქართველოს ნაკრებს,ჯგუფში გამარჯვება არ ეწერა.ყველა თამაში მოიგეს,ერთის გარდა და ერთის გამოკლებით ყველა გოლი,ამ გიომ გაიტანა,ამ მისი პასით გავიდა და ან კიდევ მისი აკიდებული პენალტით და მანამდე,ჩვენი ნაკრები,იმ ნაკრებებთან ვერ იმარჯვებდა.მარტო იგებდა თამაშებს და შარშან რომ თამაშობდა კვარა,სულ ცოტა იმ დონის ფეხბურთს თამაშობდა.იუთუბიზე ბევრია მისი თამაშის ფრაგმენტები და კარგად დააკვირდი,რა დონის ფეხბურთს თამაშობდა.ვლადიმერ გუცაევის დონის ფეხბურთელი,ქართულ ფეხბურთს ბევრი არ ჰყოლია,არც მას აკლდა მტვრევა ნგრევა,მაგრამ მის დროს.,ჩაკვეს ტრავმა რომ მოუვიდა,ასეთ ტრავმის შემდეგ,ფეხბურთელები,ხეიბრებად რჩებოდნენ.თვითონ გუცაევს,საავადმყოფოებში,ჯამურად,სამ წელზე მეტი აქვს გატარებული და ამ საქმეში,.მართლაც პროფესორია.სწორედ ვლადიმერ გუცაევს აქვს ნათქვამი,რომ ასეთი ტიპის ტრავმის შემდეგ სრულ აღდგენას,იმდენივე დრო სჭირდება,რამდენიც ტრავმის გამო გაუცდა.აჩი არველაძესაც მსგავსი ტრავმა აქვს გადატანილი და კარიერაც საბოლოოდ მის გამო დაასრულა.ის და მისი ძმა შოთი ამბობენ,რომ ეს ტრავმა ბოლომდე არ რჩება და სულ მუდამ გაზრდილ ყურადღებას მოითხოვს,თამაშის წინ და შემდეგ,სხვადასხვა პროცედურებთან ერთად.როცა სახსარი და მყესი დაზიანებულია,ის ფეხს,ძველებურად მოძრაობის საშუალებას არ აძლევს და იძულებული ხარ,მოძრაობის განსხვავებული მანერა გამოიმუშაო.რა თქმა უნდა ბურთთან მოპყრობის ტექნიკაც შეიცვლება და ვინც ამას შესძლებს,ის არ დაკარგავს კლასს.ფენომენი რონალდო რომ რონალდო იყო,მანაც ამ სიტყვებით დაასრულა კარიერა.ვიცი როგორც უნდა გავაკეთო,მაგრამ სხეული აღარ მაძლევსო,ნებას.ჩაკვე 24 წლისაა და აქვს შანსი,ორგანიზმი გადააწყოს.რამდენად სრულყოფილად გახდება შესაძლებელი,მომავალი გვიჩვენებს,მაგრამ ბიჭი ცდილობს და ჩვენ ყველანაირად გვერდში უნდა ამოვუდგეთ.მით უფრო,რომ მოედნის ხედვა და თამაშის წაკითხვაც მშვენიერი აქვს.ფეხბურთს მხოლოდ ფეხით არ თამაშობენ და ტვინიც საჭიროა.გიოს ტვინი,წესრიგში აქვს და თუ დრიბლინგებს ძველებურად ვეღარ გაქაჩავს(წუხელ, ორჯერ,ძალიანაც მაგრად გაქაჩა),სიღრმიდან მაინც შესძლებს თამაშის წარმართვას.ჯერ ფიზიკურ ფორმას იბრუნებს,თანდათან მოძრაობის კიდევ უფრო დახვეწას დაიწყებს და იქნებ ძველებური თავდაჯერებაც დაიბრუნოს,დარტყმებში.
სოსო
16 სექტემბერი 2022 17:15
1
გურამ შენ ხარ ნაციონალი, ნაცების დროს ყველასთან ვაგებდით ყველაფერში. ახლა დავბრუნდევით მშობლიურ რუსულ სამყაროში და ყველაფერი დალაგდება, უყურეთ ტელევიზია სეზონს იქნებ რამეზე თვალი აგეხილოთ
ნიკოლოზ მჟავანაძე
16 სექტემბერი 2022 00:06
27
მაგ ეგრეთ წოდებული წარმატება დგას იმაზე, რომ თერთმეტი ფეხბურთელიდან ცხრა უცხოელია...და მიტომაა რომ მათი ნაკრები ვერ იღებს შევსებას...ჩვენთანაც ასე გინდათ?... კლუბების ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე ლეგიონერების ხარჯზე გასვლას ჯობია რომ ქართველები თამაშობდნენ მომავლის პერსპექტივით...წარმატება თორე მაგათმაც თასი არ აიღონ, ან თუნდაც მეოთხედფინალამდე მიაღწიონ.
ქუთაისი
15 სექტემბერი 2022 23:48
15
ისე არც სანაკრებო დონეზე გვაქვს სომხეთზე უკეთესი შედეგები, რომ იცოდე პირიქითაა. და ისე, რომ ვთქვათ დიახ საკლუბო ფეხბურთი უნდა იყოს პრიორიტეტული ჯერ და მერე სანაკრებო. კლუბის მოვალეობა არა არის ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდება
ზურა
16 სექტემბერი 2022 12:21
1
ეჰჰ ძველი ჩაკვე სომხებს მარტო მოუგებდა....
რეზ
15 სექტემბერი 2022 23:15
8
აჰა ომ გადატანილი და ახლაც ომში მყოფი ჩვენზე უფრო გაჭირვებული ქვეყნის კლუბები პიუნიკი იქნება თუ არარატ-არმენია, ყოველ წელს აღწევენ გარკვეულ წარმატებას. კარგად დაფიქრება გვმართებს თუ რა გვჭირს და რას ვერ ვაკეთებთ სწორად...
გურამი
15 სექტემბერი 2022 23:01
6
ყოველ წელს აღწევენ არა შაშლიკი
ბაჩი
16 სექტემბერი 2022 00:31
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული