მატჩის დღე! "მილანი" - "ნაპოლი", დე კეტელაარი VS ხვიჩა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან. დატვირთულ საკლუბო ფეხბურთში მცირე შესვენება იწყება. პაუზამდე ჩემპიონატებში უკანასკნელი ტური შედგება.

დღეს, 18 სექმტემბერს (22:45 სთ) იტალიის სერია "ა"-ს თანალიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-7 ტურის მატჩში "მილანს" ესტუმრება. ეს შინაურ ასპარეზზე ქართველი გარემარბისთვის პირველი ყველაზე მძლავრი მეტოქეა. გუნდებს (ისევე, როგორც "ატალანტას") თანაბარი, 14-14 ქულა აქვთ. რადგანაც პირველი ეტაპის ერთგვარი შეჯამებაა, ნეაპოლელთა განვლილ მატჩებს შეგახსენებთ - სტუმრად "ვერონასთან" (5:2) გამარჯვება, საკუთარ მოედანზე "მონცას" (4:0) ძლევა, ზედიზედ 2 ფრე ("ფიორენტინასთან" სტუმრად 0:0 და შინ "ლეჩესთან" 1:1),
"ლაციოსთან" გასვლაზე (2:1) და შემდეგ "სტადიო მარადონაზე" "სპეციასთან" (1:0) მოგება.

კვარაცხელიამ ახალ კლუბში ძალიან თამამად, შედეგიანად, ხარისხიანად და ბევრი ლამაზი ეპიზოდით დაიწყო. ხვიჩა ყველა შეხვედრაში შესამჩნევია. ჩვენებურმა სადებიუტო მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა, "ლაციოსთან" კი გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. შიდა ასპარეზზე 4 გოლსა და 1 შედეგიანი პასს "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი დაუმატა, მისი გუნდი კი 6 ქულით იქაც შეუჩერებელია.

Sportall.Ge

მოქმედ ჩემპიონ "მილანს" გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი უკვე დიდი ხანია უქმობს. ორიჯი, რებიჩი, კრუნიჩი და ფლორენციც ვერ ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. გერმანელ დემესა და "შარლერუადან" შეძენილ ფრანგ ზეგადკას მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ.

მილანელთა წინა ხაზზე ახლა ოლივიე ჟირუ ბრწყინავს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად უკვე 4 გოლი დაუგროვდა. სტეფანო პიოლის გუნდში 21 წლის ბელგიელის, შარლ დე კეტელაარის თამაში (გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ შეიძინეს) ერთი სიამოვნებაა.

21 წლის წამყვანი ძალა ნეაპოლელებსაც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ლევან მჭედლიძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომელსაც შეუძლია "მილანის" კარი აიღოს. მილანელთა რიგებში კი კახა კალაძემ 194 შეხვედრა გამართა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კარიერის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყოფილ კლუბს "ჯენოას" მაისურით დაუპირისპირდა.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი სამი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:1) დასრულდა, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 2-ჯერ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს ბოლოს ნეაპოლში შეხვდნენ, სადაც 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ ზემოხსენებულმა ჟირუმ გაიტანა, მილანურ დაპირისპირებებში კი ზელინსკიმ გადამწყვეტი გოლები ჯერ პოლიტანოს, შემდეგ კი ელმასს გაატანინა.

ასე რომ, მშვენიერი შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ. ქართველ ფეხბურთელს უშუალო დაპირისპირება 25 წლის დავიდე კალაბრიასთან მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ჯერ "ტორინოს" უმასპინძლებს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - "აიაქსს", ხოლო სერია "ა"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

altSpazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

მკითხველის კომენტარები / 42 /
აი სწორედ იქ დაგანახებთ ყველას, ვინაა კვარა.
16 სექტემბერი 2022 16:07
2
ეჰ ჟირუ, ინგლისში კი თამაშობ, მაგრამ ნაკრებში 0 ხარ!
ლაშა
16 სექტემბერი 2022 14:48
35
ეს სტატია იყო ჟირუის შესახებ, მაგრამ ადამიანმა სტატიას შეუცვალა სათაური და სხვა სტატია ჩაანაცვლა. აი ამიტომ აღმოვჩნდი ტყემალაძე
Ui თუ ვაი
18 სექტემბერი 2022 17:23
0
შენ მეგობარო არ მიწყინო,მაგრამ მემგონი ტყემალზე ზიხარ და ანანასს მიირთმევ.
ui
16 სექტემბერი 2022 21:03
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული