მატჩის დღე! "მილანი" - "ნაპოლი", დე კეტელაარი VS ხვიჩა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან. დატვირთულ საკლუბო ფეხბურთში მცირე შესვენება იწყება. პაუზამდე ჩემპიონატებში უკანასკნელი ტური შედგება.

დღეს, 18 სექმტემბერს (22:45 სთ) იტალიის სერია "ა"-ს თანალიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-7 ტურის მატჩში "მილანს" ესტუმრება. ეს შინაურ ასპარეზზე ქართველი გარემარბისთვის პირველი ყველაზე მძლავრი მეტოქეა. გუნდებს (ისევე, როგორც "ატალანტას") თანაბარი, 14-14 ქულა აქვთ. რადგანაც პირველი ეტაპის ერთგვარი შეჯამებაა, ნეაპოლელთა განვლილ მატჩებს შეგახსენებთ - სტუმრად "ვერონასთან" (5:2) გამარჯვება, საკუთარ მოედანზე "მონცას" (4:0) ძლევა, ზედიზედ 2 ფრე ("ფიორენტინასთან" სტუმრად 0:0 და შინ "ლეჩესთან" 1:1),
"ლაციოსთან" გასვლაზე (2:1) და შემდეგ "სტადიო მარადონაზე" "სპეციასთან" (1:0) მოგება.

კვარაცხელიამ ახალ კლუბში ძალიან თამამად, შედეგიანად, ხარისხიანად და ბევრი ლამაზი ეპიზოდით დაიწყო. ხვიჩა ყველა შეხვედრაში შესამჩნევია. ჩვენებურმა სადებიუტო მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა, "ლაციოსთან" კი გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. შიდა ასპარეზზე 4 გოლსა და 1 შედეგიანი პასს "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი დაუმატა, მისი გუნდი კი 6 ქულით იქაც შეუჩერებელია.

Sportall.Ge

მოქმედ ჩემპიონ "მილანს" გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი უკვე დიდი ხანია უქმობს. ორიჯი, რებიჩი, კრუნიჩი და ფლორენციც ვერ ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. გერმანელ დემესა და "შარლერუადან" შეძენილ ფრანგ ზეგადკას მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ.

მილანელთა წინა ხაზზე ახლა ოლივიე ჟირუ ბრწყინავს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად უკვე 4 გოლი დაუგროვდა. სტეფანო პიოლის გუნდში 21 წლის ბელგიელის, შარლ დე კეტელაარის თამაში (გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ შეიძინეს) ერთი სიამოვნებაა.

21 წლის წამყვანი ძალა ნეაპოლელებსაც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ლევან მჭედლიძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომელსაც შეუძლია "მილანის" კარი აიღოს. მილანელთა რიგებში კი კახა კალაძემ 194 შეხვედრა გამართა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კარიერის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყოფილ კლუბს "ჯენოას" მაისურით დაუპირისპირდა.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი სამი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:1) დასრულდა, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 2-ჯერ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს ბოლოს ნეაპოლში შეხვდნენ, სადაც 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ ზემოხსენებულმა ჟირუმ გაიტანა, მილანურ დაპირისპირებებში კი ზელინსკიმ გადამწყვეტი გოლები ჯერ პოლიტანოს, შემდეგ კი ელმასს გაატანინა.

ასე რომ, მშვენიერი შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ. ქართველ ფეხბურთელს უშუალო დაპირისპირება 25 წლის დავიდე კალაბრიასთან მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ჯერ "ტორინოს" უმასპინძლებს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - "აიაქსს", ხოლო სერია "ა"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

altSpazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

მკითხველის კომენტარები / 42 /
ჰაი
რომანი
18 სექტემბერი 2022 23:26
0
არავის ლანძღვას და შევარდნებს არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, არ იმას ვიზიარებ, რომ ვინმე აიგნორებს ხვიჩას, მარა ვერც იმას გავიზიარებ, რომ ხვიჩა აიგნორებს ვინმეს, ლივერპულთან სამი გოლი შექმნა და მადლობაც არ უთქმია სპალეტის(საჯაროდ), რაც შეეხება ზოგიერთი ჩვენი ფანის უაზრო საქციელს უნდა გაიგოს, რომ ნახევრად ველურები და უნახავები ვართ და სხვანაირად არ შეგვიძლია, ასე რომ ჩვენი კომენტარები დაიკიდოს და ხვიჩა გამოიყენოს სათანადოთ, თორემ სხვა გამოიყენებს.
გეგის
18 სექტემბერი 2022 18:30
1
მადლობა არ უთქვია სპალეტის?შენა და ძირს რომ დაეშვა არა?მოიცადეთ ხალხო აცადეთ ამ ბიჭს აცადეეეთ ვახ.რა მადლობა რის მადლობა ჯერ მთელი სეზონი და ამდენი |თამაშია წინ კარგი რა მართლა რაა სერიოზულად როგორ ამბობ ამას ან საერთოდ როგორ ამბობ გაჩერდი მაინც შე კაი კაცო რა.მოკლედ აქ აზრი არ აქვს ვინმესთან რამის მტკიცებას,შეეშვით ამ ბიჭს და ზედმეტ წნეხს ნუ უქმნით.ხვიჩას კი გამარჯვება და ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო,ჩვენს ოქროს ბიჭს.
გეგი
18 სექტემბერი 2022 20:40
0
ეს ნახეთ. მოგეწონებათ.
https://www.youtube.com/watch?v=5J8DLPwzy5E
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 18:26
0
მილანში დაესწრება იტალიური ფეხბურთის ბომონდი და იქ უნდა შეარცხვინოს ხვიჩამ მილანი. ისე 3 ძირითადის უბრალოდ მოთამაშე კი არა, ლიდერი აკლია მილანს და არ მგონია თამაში გაუადვილდეს. გარკვეული მიზეზის გამო ხვიჩა და კამპანია ვალდებულია მოიგოს!
ლაშა
18 სექტემბერი 2022 14:28
1
ნაფოლი ამ ტამაშს არ ცაგებს,და ვინც კომენტარებში ცერს გარხვევენო ცდებიან,მოსალოდნელია იკიტ არ გარხვიოს ნაფოლმა,დხეს ეს ორი გუნდია ცლიერი სერია A ში.და რო არ ელიან ცაგებას მილანისგან აი მაშინ არის ხველაფერი მოსალოდნელი
Москва
18 სექტემბერი 2022 13:21
2
მილანი დღეს უძლიერესი გუნდია იტალიაში,მართალია ზოგი ვერ იჯერებს ჯერ კიდე მილანის სიძლიერეს, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროდ ძალიან მეეჭვება დღეს ნაპოლის შანსების. ეს არაა ლივერპული, რომელიც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს, მილანი დაუბრუნდა თავის ტრადიციულ უსახურ და კონკრეტულ ფეხბურთს, რომელიც მხოლოდ შედეგზეა გათვლილი. ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ ის მილანი, რომელიც ხშირად ლიგის ფორმატში, შესაძლოა ვერ ვარგობდა,მაგრამ კონკრეტულ მატჩებში თავისზე ტექნიკურად ერთი თავით მაღლა მდგომ გუნდებს შანსს არ უტოვებდა. დღევანდელი მილანი თითქმის დაუბრუნდა ამ ნიშას, ჯერჯერობით შემადგენლობა არ აძლევთ საშუალებას ჩემპიონთა თასისთვის იბრძოლონ, ამიტომ ჩემპიონატში ავლენენ ბოლომდე თავის თავს. წარმატებები ხვიჩას და ყოველთვის ქართული ხასიათისთვის მისაღები თამაშის მიმდევარ ნაპოლის, იმედია. დღეს ფეხბურთი გაიმარჯვებს ანტიფეხბურთზე.
უვიცი
18 სექტემბერი 2022 12:40
6
ანტი ფეხბურთის მიმდევარი პიოლი კი არა სპალეტია, წაიკითხე მისი უაზრო კრიტიკა ხვიჩაზე და თავად მიხვდები.
რრრ
18 სექტემბერი 2022 13:30
3
ხვიჩამ დღეს არ უნდა იდრიბლინგოს კარში არ უნდა დაარტყას, გოლი არ უნდა გაიტანოს და სპალეტი ბედნიერი იქნება.
რრრ
18 სექტემბერი 2022 12:37
5
ხვდები მაინც რა სწერ?რატომ უნდა იყოს სპალეტი მაგით ბედნიერი?ხალხო აზრზე მოდით,ასეთი კომენტარებით საქმეს უფუჭებთ თვითონ ხვიჩას.სპალეტის რომ ლანძღავთ და მათ გუნდელებსაც რომ ვითომ პასს არ აძლევენო.გინდათ მართლა მოიძულონ გუნდში ეს ბიჭი ასეთი აჟიოტაჟის გამო?ცალკე ნაპოლის საიტზე რა ხდება ეგ უნდა ნახოთ,ლანძღავენ სპალეტის და ეს კაცი იტყვის მერე ისედაც მლანძღავენო და მართლა აღარ მისცემს გასაქანს ხვიჩას და ასევე მიბაძავენ მისი თანაგუნდელებიც.ნუ ისვრით ამ უაზრო შეურაწმყოფელ კომენტარებს,მითუმეტეს რომ სპალეტი მართლა არ იმსახურებს ამას.ნუ უფუჭებთ ამ ბიჯს საქმეს და არაა საჭირო ეს კომენტარები მართლა თუ კარგი გინდათ კვარასთვის.
გეგი
18 სექტემბერი 2022 14:18
1
ვაცადოთ ახლა ამ ბიჭს.ნუ ხართ ხოლმე ასე აჟიტირებულები,იმისთვისაც ვიყოთ მზად რომ თამაში არ წაუვიდეს ნუ დავტვირთავთ დამატებითი წნეხით თუ მართლა კარგი გვინდა მისთვს.წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭს და |თუ მოხდა და თამაში არ წაუვიდა არაუშავს,არ გამოვა დღეს გამოუვა ხვალ.
გეგი
18 სექტემბერი 2022 12:13
1
ხვიჩას სახელით უკვე დაიწყეს ჯიგრებმა ფულის კეთება ფუ რა ხალხი ხართ სად გაიზარდეთ რა ძუძუ წოვეთ ასეთი???? სეტანტაზე სულ გადიოდა ნაპოლის თამაში ეხლა უკვე სხვა პაკეტში ჩააგდეთ ნაპოლის თამაშები ხო? ვაბშე აღარ ვუყურებ ტელევიზორში ისედაც თქვენ რო გისმენთ თავი სამძიმარზე მგონია ისე ჩუმად ღუღუნებთ ბავშვს დაეძინება! ფული მონები ხართ სეტანტავ დიდიან პატარიანად!
რონი
18 სექტემბერი 2022 12:01
1
სეტანტაზე გადის ისევ ჩვეულებრივ არ შეუცვლიათ არაფერი. უბრალოდ აჭარას ორი არხი გაუქმდა და მაგის მაგივრად სეტანტა სპორტ 3 დაემატა. დღეს პროგრამაში როგორც უწერიათ სეტანტა სპორტ 1 ზე იქნება მილანი ნაპოლი
აკო
18 სექტემბერი 2022 14:39
0
მე პირადად უცხოურ საიტებზე ვუყურებ ხოლმე მშვენივრად.ამათ ფულს არ გავაკეტებინებ უნამუსოდ იქცევიან ძალიან.
გეგი
18 სექტემბერი 2022 12:11
2
Ukraine U-17 - Georgia U-17 (https://www.youtube.com/watch?v=7t_KlsncETQ&ab_channel=АматорскийспортУкраины)
ლაშა
18 სექტემბერი 2022 10:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული