მატჩის დღე! "მილანი" - "ნაპოლი", დე კეტელაარი VS ხვიჩა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები უკვე სანაკრებო მატჩებისთვის ემზადებიან. დატვირთულ საკლუბო ფეხბურთში მცირე შესვენება იწყება. პაუზამდე ჩემპიონატებში უკანასკნელი ტური შედგება.

დღეს, 18 სექმტემბერს (22:45 სთ) იტალიის სერია "ა"-ს თანალიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მე-7 ტურის მატჩში "მილანს" ესტუმრება. ეს შინაურ ასპარეზზე ქართველი გარემარბისთვის პირველი ყველაზე მძლავრი მეტოქეა. გუნდებს (ისევე, როგორც "ატალანტას") თანაბარი, 14-14 ქულა აქვთ. რადგანაც პირველი ეტაპის ერთგვარი შეჯამებაა, ნეაპოლელთა განვლილ მატჩებს შეგახსენებთ - სტუმრად "ვერონასთან" (5:2) გამარჯვება, საკუთარ მოედანზე "მონცას" (4:0) ძლევა, ზედიზედ 2 ფრე ("ფიორენტინასთან" სტუმრად 0:0 და შინ "ლეჩესთან" 1:1),
"ლაციოსთან" გასვლაზე (2:1) და შემდეგ "სტადიო მარადონაზე" "სპეციასთან" (1:0) მოგება.

კვარაცხელიამ ახალ კლუბში ძალიან თამამად, შედეგიანად, ხარისხიანად და ბევრი ლამაზი ეპიზოდით დაიწყო. ხვიჩა ყველა შეხვედრაში შესამჩნევია. ჩვენებურმა სადებიუტო მატჩში გაიტანა და სხვასაც გაატანინა, შემდეგ დუბლი მიითვალა, "ლაციოსთან" კი გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა. შიდა ასპარეზზე 4 გოლსა და 1 შედეგიანი პასს "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი დაუმატა, მისი გუნდი კი 6 ქულით იქაც შეუჩერებელია.

Sportall.Ge

მოქმედ ჩემპიონ "მილანს" გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი უკვე დიდი ხანია უქმობს. ორიჯი, რებიჩი, კრუნიჩი და ფლორენციც ვერ ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია. თავის მხრივ, ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. გერმანელ დემესა და "შარლერუადან" შეძენილ ფრანგ ზეგადკას მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშიათ.

მილანელთა წინა ხაზზე ახლა ოლივიე ჟირუ ბრწყინავს, რომელსაც ყველა ტურნირზე ერთად უკვე 4 გოლი დაუგროვდა. სტეფანო პიოლის გუნდში 21 წლის ბელგიელის, შარლ დე კეტელაარის თამაში (გასულ ზაფხულს 32 მილიონ ევროდ შეიძინეს) ერთი სიამოვნებაა.

21 წლის წამყვანი ძალა ნეაპოლელებსაც ჰყავთ. ხვიჩა კვარაცხელია ლევან მჭედლიძის შემდეგ კიდევ ერთი ქართველია, რომელსაც შეუძლია "მილანის" კარი აიღოს. მილანელთა რიგებში კი კახა კალაძემ 194 შეხვედრა გამართა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. კარიერის ბოლოს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ყოფილ კლუბს "ჯენოას" მაისურით დაუპირისპირდა.

ძალიან საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი სამი დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით (0:1) დასრულდა, "ნაპოლიმ" "სან სიროზე" 2-ჯერ გაიმარჯვა. ისინი ერთმანეთს ბოლოს ნეაპოლში შეხვდნენ, სადაც 3 ქულის მომტანი გოლი სწორედ ზემოხსენებულმა ჟირუმ გაიტანა, მილანურ დაპირისპირებებში კი ზელინსკიმ გადამწყვეტი გოლები ჯერ პოლიტანოს, შემდეგ კი ელმასს გაატანინა.

ასე რომ, მშვენიერი შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩის მოლოდინში ვართ. ქართველ ფეხბურთელს უშუალო დაპირისპირება 25 წლის დავიდე კალაბრიასთან მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ჯერ "ტორინოს" უმასპინძლებს, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე - "აიაქსს", ხოლო სერია "ა"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" ესტუმრება.

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

altSpazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

მკითხველის კომენტარები / 42 /
მილანს ვბალეიშიკობ ბავშობიდან მარა რო წააგოს არ მეწყინება კვარა77
italia
16 სექტემბერი 2022 17:40
1
მეც ლივეს ვგილშემატკივრობ. მაგრამ ახლა ნაპოლისკენ ვიყავი იგივე მიზეზით
ვანჩოპე
16 სექტემბერი 2022 22:14
1
აი სწორედ იქ დაგანახებთ ყველას, ვინაა კვარა.
16 სექტემბერი 2022 16:07
2
მოკლედ, როგორც მილანის გულშემატკივარს ძალიან არმინდა მილანმა წააგოს და თანაც სან-სიროზე, მაგრამ არ მინდა არც ნაპოლის წაგება ხვიჩას გამო, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი არის ფრე.
მილანი იგებს ერთით ნულს და ათანაბრებს კვარა. მილანი იგებს ორით ერთს და კვლავ ათანაბრებს კვარა. ამის შემდეგ კვარაცხელია გაიტანს მესამე გოლს და ცოტახანში შეცვლიან კვარას, ხოდა მილანი ათანაბრებს თამაშს.
ჰა, რას იტყვით, მისაღები ვარიანტია?
ბათუმელი ექსპერტი
16 სექტემბერი 2022 17:52
50
ნამდვილად ბათუმელი ექსპერტი ხარ ძმაო. მაგრამ არ ხარ მართალი. მე რაც ენა ავიდგი და ფ ასო ვისწავლე და ფეხბურთი ლივერპულს ვგულშემატკივრობ. მაგრამ კვარა ყველაფერს მირჩევნია და ამიტომ ცხოვრებაში პირველად წინააღმდეგ ვუგულშემატკივრე ლივერპულთან.
ვანჩოპე
16 სექტემბერი 2022 22:13
0
რა მილანი,რის ბარსელონა,რომელ გუნდშიც ქართველი თამაშობს იმ გუნდს ვგულშემატკივრობ
ბათუმელი ექსპერტი-ს
16 სექტემბერი 2022 21:10
0
ყველა გამოხმაურება
ეშმაკობს სპალეტი! არ უნდა რომ ხვიჩა ნამეტანი გაბლატავდეს, მაგალითად ოსიმენივით, ხვიჩას ჩარჩოში მოქცევას ცდილობს. არ დაუჯერო ხვიჩა, არ ჩახვიდე დაცვაში, ვერც იქ ივარგებ და შეტევაშიც აღარაფერი გამოგივა, მაქსიმუმ ერთი ტაიმი გაქაჩო, მერე ელმასით შეგცცლის და იმასაც არ აწყენინებს. სპალეტის ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა უნდა. მაქსიმალურად გამოგიყენოს და ყველა ათამაშოს. პირვყლ რიგში შედეგზე ფიქრობს და თავის თავზე. ვინ რამდენ ბურთს გაიტანს მაგას სულ ფეხებზე კიდია, აი შენ კი კჭირდება სტატისტიკისათვის. გუცაევს ან მესის დაცვაში რომ ერბინათ დარჩებოდნენ წიტაიშვილის დონეზე (დიდ პატივს ვცემ გიორგის). რა უნდა ბულბულს გალიაში? აკეთე ის რაც გეხერხება ხვიჩა. იფრინე მხოლოდ მეტოქის ნახევარზე და ბევრ შედევრს აჩუქებ მსოფლიოს. წარმატებები!!!
პს: მილამთან არ ჩახვიდე დაცვაში, უბრახუნე კარში რაც შეიძლება მეტი და გაიტანე. დააყენე ყველანი ფაქტის წინაშე რო საუკეთესო ხარ და სპალეთიც იძულებული იქნება რომ მოკეტოს!!!
აბო
16 სექტემბერი 2022 21:23
24
ხვიჩას "არაკეთილისმოსურნეს" კომენტარია ეს, სამწუხაროდ. ხვიჩა წარმატებული იქნება, თუ გუნდები სადაც ის ითამაშებს იქნებიან წარმატებულები! მთავარია თავად ხვიჩას ეს არ ეშლება!
დათო
17 სექტემბერი 2022 09:01
9
დღე ერთია და ხუთ უაზრო სტატიას დადებთ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ვიღაც მომღერლიდან დაწყებული და ემიგრანტი ბებოს სტატუსით დამთავრებული და ხმას არ იღებთ ჟურნალისტები იმ სამარხვინო ფაქტზე რაც ეროვნული ნაკრების ბილეთების რეალიზაციაზე ხდება. ესაა ყოვლად სამარცხვინო, ოცდამეერთე საუკუნეში რატომ ვერ უნდა შეძლოს ბათუმელმა და ქუთაისელმა გულშემატკივარმა შვილების წაყვანა და ხვიჩას თამაშის ნახვა? სამწუხაროდ როგორც ქართული პოლიტიკური ჟურნალისტიკა დაიმარხა უკან მიყვა სპორტული ჟურნალისტიკაც. ერთი სტატია ერთი ინტერვიუ ერთი კრიტიკულიკითხვა მაინც დაუსვით იმ პოლიტიკოსებს და მთავრობის წევრებს რომლებიც გამოჭიმულები იჯდებიან ლოჟაში. კითხეთ როგორ იყიდეს ბილეთები?
Semi
18 სექტემბერი 2022 10:14
2
საიტიტ გეყიდა მეგობარო გუშინ ვიყიდე 4 ბილეთი რიგი იყო თავიდან სადღაც რვაათას რაც ვიყავი საღამოს 11ზე მომიწია რიგმა ვიყიდე უბრალოდ 4 ერთად აღარ იყო ორ ორად ვიყიდე, რიგში დგომას ჯობია ყველამ იყიდა ჩემს ირგვლივ
Soso
18 სექტემბერი 2022 11:46
3
მე კი მგონია მოხეტიალე ფუნქციით თავდასზმაში უფრო ეფექტური იქნებოდა
ნოდარი
17 სექტემბერი 2022 12:55
3
აბოს ვეთანხმები. ჩემი აზრით, უნდა გაჭირვეულდეს კვარა და დაცვაში რეგულარულად არ უნდა დაიხარჯოს. ეს მის ეფექტიანობას შეტევაში საგრძნობლად დააზარალებს.
სხვათაშორის, თავის დროზე რომარიოს საყვედურობდნენ იგივეს - დაცვას არ ეხმარებაო. თუმცა ბრაზილიელი აპროტესტებდა, მე რომ ჩემი უშუალო მოვალეობა კარგად შევასრულო, დასვენებული ფეხები მჭირდებაო. არ ჩადიოდა დაცვაში, თუმცა იმდენ გოლს იტანდა რომ საბოლოოდ შეეშვნენ ))
მერე და მერე ეს წესად იქცა ბარსაში, შემტევებს დიდად არ სთხოვენ დაცვაში "პახაობას".
ამ ეტაპზე ხვიჩა დაცვაში თამაშით უბრალოდ გამოიფიტება. მერე და მერე კი ვნახოთ, რას როგორ მოერგება, როგორ გაძლიერდება ფიზიკურად და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები.
Korben Dallas
17 სექტემბერი 2022 11:12
6
მიხეილ მესხი კი,მაგის გამო გუნდიდან გაუშვეს.მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის თავდასხმელი იყო,მაგრამ დაცვაში პრინციპულად არ ჩამოსვლა მოუდეს მიზეზად და ამით, ყველამ წააგო.ორი თვეა ჯერ,რაც გუნდშია და მაგან რომ ჭირვეულობა დაიწყოს,ეგრევე გარიყავენ თანაგუნდელები.მესხსაც არ აძლევდნენ პასს,ზოგიერთი თანაგუნდელი,რადგან ის რომ ბურთს დაკარგავდა და უკან არ გაეკიდებოდა,სხვებს უწევდათ გაორმაგებული სირბილი.სწორედ ამ დაპირისპირებებმა აღარ მისცა იმ თაობის ვარსკვლავურ დინამოს,მეორედ გაჩემპიონების შესაძლებლობა.აგრს ანტეტოკუმპბოა თუ როგორც არის,მაგისი გვარი,მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია,მაგრამ მარტომ,ვერ გაამარჯვებინა ევროპირველობაზე, საბერძნეთს,რომელიც გუნდური თამაშით,ადრე უფრო კარგი გუნდი იყო.
სოსო
17 სექტემბერი 2022 13:32
2
ვაცადოთ ახლა ამ ბიჭს.ნუ ხართ ხოლმე ასე აჟიტირებულები,იმისთვისაც ვიყოთ მზად რომ თამაში არ წაუვიდეს ნუ დავტვირთავთ დამატებითი წნეხით თუ მართლა კარგი გვინდა მისთვს.წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ბიჭს და |თუ მოხდა და თამაში არ წაუვიდა არაუშავს,არ გამოვა დღეს გამოუვა ხვალ.
გეგი
18 სექტემბერი 2022 12:13
1
ხვიჩას სახელით უკვე დაიწყეს ჯიგრებმა ფულის კეთება ფუ რა ხალხი ხართ სად გაიზარდეთ რა ძუძუ წოვეთ ასეთი???? სეტანტაზე სულ გადიოდა ნაპოლის თამაში ეხლა უკვე სხვა პაკეტში ჩააგდეთ ნაპოლის თამაშები ხო? ვაბშე აღარ ვუყურებ ტელევიზორში ისედაც თქვენ რო გისმენთ თავი სამძიმარზე მგონია ისე ჩუმად ღუღუნებთ ბავშვს დაეძინება! ფული მონები ხართ სეტანტავ დიდიან პატარიანად!
რონი
18 სექტემბერი 2022 12:01
1
მე პირადად უცხოურ საიტებზე ვუყურებ ხოლმე მშვენივრად.ამათ ფულს არ გავაკეტებინებ უნამუსოდ იქცევიან ძალიან.
გეგი
18 სექტემბერი 2022 12:11
2
სეტანტაზე გადის ისევ ჩვეულებრივ არ შეუცვლიათ არაფერი. უბრალოდ აჭარას ორი არხი გაუქმდა და მაგის მაგივრად სეტანტა სპორტ 3 დაემატა. დღეს პროგრამაში როგორც უწერიათ სეტანტა სპორტ 1 ზე იქნება მილანი ნაპოლი
აკო
18 სექტემბერი 2022 14:39
0
Xvicha shvilo milantan ynda iprino tan erti mainc gaytano dasackisshive ro gons ver movidnen zogi mere iblataon vici shen es shegidzlia kvela
Zaza
17 სექტემბერი 2022 08:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული