"შეჩერდით, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა!" - "კვარას" ბრწყინვალე გარღვევა "რეინჯერსთან" და გაბითურებული მეტოქეები, ვიდეო ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Twitter-ზე გვერდი Stop That Football-ი "რეინჯერსთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გარღვევის ვიდეოს ავრცელებს და წერს - "შეჩერდით, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა!".

ვიდეოს სოციალურ ქსელში უკვე 2 მილიონამდე ნახვა და უამრავი მოწონება აქვს...
მკითხველის კომენტარები / 9 /
მსაჯს წითელი უნდა მიეცა ! აშკარა საგოლე შეტევა ჩაშალა @
zura222
17 სექტემბერი 2022 02:53
1
"ვესტჰემ"-თან ლონდონურ მატჩში გუცაევმა პირველ ტაიმში მცველს ფინტი გაუკეთა გასაგიჟებელი.ხვიჩასავით ზურგსუკან მდგარ მცველს ელეგანტურად გადაუგდო თავზე და ისიც წააქცია გაბითურებულმა მცველმა.სხვათა შორის იმ წელს რეალს უნდოდა გუცაევის ყიდვა,მაგრამ საბჭოეთში ეს არ შეიძლებოდა.ბოშკოვმა, რეალის მწვრთ ნელმა მაშინ თქვა-გუცაევს ერთი ნაკლი აქვს-რეალში არ თამაშობსო.
ენძო
16 სექტემბერი 2022 15:32
1
მართლაც ლამაზი იყო, ქუსლით გადაუგდო თავზე. ის მარცხენა მცველი ფრენკ ლამპარდის მამა იყო, ისიც ფრენკ ლამპარდი
ძველი გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2022 23:26
0
ალბათ სპალეტის ასეთი გარღვევები არ მოსწონს და იმიტომ აკრიტიკებს? თავის ნახევრიდან საჯარიმოში 6-8 წამში შედიოდა. მნიშველობა არა აქვს ლივეპულის თუ რეინჯერსის მცველები არიან, ფაქტიურად 2 კაცი არ ყოფნის თუ სივრცე ნახა, მხოლოდ თუ წააქციეს და ამასაც ხან ვერ ახერხებენ. ჩვენი მარგალიტი ბიჭი.
G.LA
16 სექტემბერი 2022 15:29
4
ასეთი მომენტები არ ყოფილა!
ეხხხ!
16 სექტემბერი 2022 20:02
2
არ მგონია სპალეტის არ მოსწონდეს გარღვევბი და შემოქმედებითი უნარები , უბრალოდ ზოგადად ყველა თამაში რომ განიხილო ხვიჩას ჰქონდა მომეტები როდესაც დაარტყა კარში მაგრამ პასი უფრო ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ნაპოლმა ზუსტად მაგისთვის შეიძინა ხვიჩა რომ შექმნას საგოლე მომეტები და არა ცენტრფორვარდა ვისაც მხოლოდ გოლების რაოდენობით საზღვრავენ.უბრალოდ მართლა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლოა მასზე და მომენტებთან ერთად ცდილობს გოლების რაოდენობითაც გაამართლოს იმედები.
წარმატებები და წარმატებები ხვიჩას!!!!!!!!!!!!!!!!
MMMMMMM
16 სექტემბერი 2022 18:29
2
ულამაზესი ეპიზოდი იყო და რომ არ წაექციათ ან თავად გაიტანდა ან პასს მისცემდა მარჯვნივ.
ასეთი ლამაზი თამაშის გამო არის კვარა მუდმივი განხილვის საგანი, თორე რამდენი ფეხბურთელი არსებობს, ვინც უფრო მეტ გოლს იტანს მაგრამ პუბლიკისთვის უინტერესოა.
მახსოვს რუბინში დრეიერი რომ გადმოვიდა, ჰეთრიკი გაიტანა და აქ ზოგიერთებმა, ვისაც მარტო გოლი ჰგონია ფეხბურთი, დაწერეს მის ჩრდილში მოექცევა ხვიჩაო.
უყურონ ახლა სადაც არის დესპოტოვიჩი და დრეიერი და თუ ანიჭებს მაყურებელს ამდენ სიხარულს, რამდენსაც ხვიჩა.
Winter
16 სექტემბერი 2022 13:27
0
ცოტა წინ რომ წასულიყო ხვიჩა პენალტი დაინიშნებოდა...
ლაშა
16 სექტემბერი 2022 13:22
0
მიდიოდა და მერე გადაიფიქრა))))
ლაშას
16 სექტემბერი 2022 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული