"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკებაზე კომენტარი ნეაპოლის უნივერსიტეტის ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ გააკეთა, რომელიც გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარია.

"სპალეტის დამოკიდებულებით შოკირებული ვარ: როგორ შეიძლება "კვარას" ყოველ ჯერზე საჯაროდ გაკიცხვა? ის მართლაც ხანდახან ეგოისტურია, მას მეტი წნეხი აქვს, მაგრამ ამას გასახდელში ვერ ეტყვი? რა გინდა დაამტკიცო, რომ შენ ხარ ხელმძღვანელი? შენ ვერაფერსაც ვერ ამტკიცებ. ლუჩანო იმაზე აცხადებს პრეტენზიას, თუ რა უნდა ჰკითხონ ჟურნალისტებმა.

აღფრთოვანებული ვარ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისით, რომელსაც არაჩვეულებრივი მოთმინება აქვს. ექსტირპაციის ფორმები
მავნებლურია და ეს დამატებით ღიმილს იწვევს. ვიხსენებთ ისტორიას, როდესაც ტოტისა და იკარდის ეჩხუბა. მკურნალობას პროფილაქტიკა სჯობია. მე ვწუხვარ, თუ არასწორად გამიგეთ, იმედი მაქვს, სპალეტი "ნაპოლიში" კიდევ 10 წელი დარჩება. მისი უნარები ეჭვს არ იწვევს.

"მილანი" - "ნაპოლი"? მე არასოდეს გამიკეთებია პროგნოზი. ვარსკვლავურ "ნაპოლის", რომელიც "რეინჯერსთან" ვნახე, არ შეიძლება ვინმეს შიში ჰქონდეს, მაგრამ შედეგის გამოცნობა შეუძლებელია", - განაცხადა ტრომბეტიმ რადიო Napoli Centrale-ს გადაცემა un Calcio alla Radio-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
აი რა თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე და სპალეტიზე და 100000% მართალი თქვა!----იტალიელი ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო კი ლუჩანო სპალეტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კვარაცხელიამ პასები უფრო ხშირად უნდა გააკეთოს:

„პირადად მე მის თამაშს ამ დროისთვის 8 ქულა დავუწერდი და ვეტყოდი, რომ ასე გააგრძელოს. მოუსმინეთ სპალეტის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ის ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს? ეს იმის, ფონზე, რომ სხვები კვარაცხელიას მსგავსად ვერც კი თამაშობენ. თუ ჩვენ გვსურს საშინაო დავალების მოთამაშეები, რომლებიც ახალს არასდროს არაფერს იგონებენ, მაშინ ისინი არც არასდროს დაუშვებენ რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს შეცდომას. ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ვერასდროს ვერაფერს გადაწყვეტენ. თუ კვარაცხელია ყველა გადაწყვეტილებას სწორად მიიღებს, ყველა მატჩს 4:0-ს მარტო მოიგებს და იანვარში უკვე მადრიდის „რეალში“ წავიდოდა. მე ვფიქრობ, რომ მას შეცდომების დაშვების უფლება უნდა მივცეთ. პოლიტანოზე მეტად ეგოისტიც კი არ არის. იმედი მაქვს, რომ სპალეტის ეს განცხადება სერიოზულად არ გაუკეთებია, რადგან თუ ასეა, მაშინ ყველაფერი სხვაგვარადაა. დელიკატური და სახიფათო ასპექტია, შეიძლება ის დაიძაბოს. ის არის ტალანტი, რომელიც არ უნდა შევაჩეროთ“, - თქვა დელ ჯენიომ.
zura222
17 სექტემბერი 2022 11:17
0
ორი უკიდურესობა უტევს ხვიჩას, ერთი გადამეტებულზე, გადამეტებული ქება და მეორე კი ასევე, გადამეტებული არაფრისმთქმელი კრიტიკა. პირველს შემთხვევაში, მეც არ მომწონს ასე "ცაში აყვანილი ანგაჟირებული, ემოციების გამოხატვა". / სულელი უნდა იყო, რომ ხვიჩას მონდომება ფეხბურთისადმი, სწორი მიდგომა, არ დაინახო ადამიანმა, მაგრამ უკიდურესობაშიც არ უნდა გადავარდეთ გულშემატკივრები. პიარადად მე ძალიან მიყვარს ხვიჩა, ჯერ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მერე როგორც ფეხბურთელი! სანიოლს დავესესხები: ნამეტანი ქებაც არ ვარგაო, ჩემი შვილიც, რომ იყოსო არ მომეწონებოდაო, სწორეც არის! ამით ფეხბურთელს წნეხის ქვეშ ვაქცევთ და ვსტრესავთ, ხვიჩამ ისედაც იცის, რომ ქართველ ხალხს უყვარს (რამოდენიმეს გამოკლებით) და ამ სიყვარულს დაგვიფასებს თავისი კარგი თამაშით! მეტი რაღა გვინდა?
თემო
17 სექტემბერი 2022 10:53
0
1000000000%
თემოს
17 სექტემბერი 2022 11:39
1
"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონაბაჩლუნგი,იმიტომ რომ არ ქონდა სათამაშო ". პროფესორი ვაშაკიძე(ეროსი მანჯგალაძე) .ფილმიდან :" თოჯინები იცინიან ".კარგია რომ პროფესორ მასწავლებლობა ჩაერთო განხილვებში :)))
35
17 სექტემბერი 2022 10:20
3
სპალეტის დავაცადოთ
ჯერჯერობით
თენგო
17 სექტემბერი 2022 09:41
2
გეთანხმებით!!
ვაჩე!
17 სექტემბერი 2022 09:15
0
მართალი ხართ პრაფესორა.
321
17 სექტემბერი 2022 08:31
0
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას თამადობით ნაპოლის.სპალეტი აჩვენებს ევროპას რომ ქართველები მსოფლიოში ძლიერი და მაგრები არიან ამიტომ ხვიჩა მალე მიიღებს ოქროს ბურთს ის ჩაანაცვლებს ბევრ ლეგენდას.
ლევანი
17 სექტემბერი 2022 07:15
1
სპალეტი ცდილობს რომ ხვიჩაზე კონტროლი ჰქონდეს,რომ თავში არ აუვარდეს საწყისი წარმატება. ბევრს ახსოვს ალბათ დენილსონი თავისი ფინტებით და ასევე რობინიო, სასწაული დებიუტი ჰქონდა ორივეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაიკარგნენ, ამიტომ ცდილობს სპალეტი რომ ხვიჩა გუნდურ მოთამაშედ ჩამოაყალიბოს, თორემ არა მგონია რომელიმე მწვრთნელი იყოს ინდივიდუალიზმის წინააღმდეგი რომელიც მაქსიმლურ შედეგს იძლევა
მამუკა
17 სექტემბერი 2022 06:23
2
ეგეც მე ვარ? სპალეტიმ არ იცის ვის როგორ უნდა ელაპარაკოს. მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, ყველა ფეხბურთელს სხვანაირი მიდგომა სჭირდება. რაც ჩემპიონატი დაიწყო ხვიჩამ თითქმის ყველა გოლში მონაწილეობა მიიღო და თვითონაც გაიტანა. ეს კიდევ ხვიჩას აკრიტიკებს. დიახაც ზოგჯერ ერთი ფეხბურთელი იგებს თამაშს. 90ში მუნდიალზე მარადონამ მიათრია ფინალამდე არგენტინა. გემახსოვრებათ სტაჟიან გულშემატკივრებს მარადონას პასი კანიჯას ბრაზილიასთან. მეტი მომენტი გუნდს არ შეუქმნია. ასე რომ სპალეტი ზენიტის დონის მწვრთნელია!
დავით 67
17 სექტემბერი 2022 06:10
0
ეს მგონი ის პროფესორია ადრე რომ აკრიტიკებდა ხვიჩას. ახლა ყველა ვხვდებით რომ ნამეტანი მოსდის სპალეტის. რა უნდა ვითო? ასე როდისმე დაუწყია ნაპოლის ლიგაზე 2 თამაში ორივე დიდი ანგარიშით მოგება.
G.LA
17 სექტემბერი 2022 00:52
12
არა ეგ არ არი ის სხვა არი იმას სამარის მეტი არაფერი გამოასწორებს
es
17 სექტემბერი 2022 03:19
1
ის არაა ის ნა.... ევროპის "სახალხო პარტიის" წევრია და სპეციალურად აბულინგებს ხვიჩას @@
zura222
17 სექტემბერი 2022 02:47
5

სიახლეები პოპულარული