"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკებაზე კომენტარი ნეაპოლის უნივერსიტეტის ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ გააკეთა, რომელიც გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარია.

"სპალეტის დამოკიდებულებით შოკირებული ვარ: როგორ შეიძლება "კვარას" ყოველ ჯერზე საჯაროდ გაკიცხვა? ის მართლაც ხანდახან ეგოისტურია, მას მეტი წნეხი აქვს, მაგრამ ამას გასახდელში ვერ ეტყვი? რა გინდა დაამტკიცო, რომ შენ ხარ ხელმძღვანელი? შენ ვერაფერსაც ვერ ამტკიცებ. ლუჩანო იმაზე აცხადებს პრეტენზიას, თუ რა უნდა ჰკითხონ ჟურნალისტებმა.

აღფრთოვანებული ვარ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისით, რომელსაც არაჩვეულებრივი მოთმინება აქვს. ექსტირპაციის ფორმები
მავნებლურია და ეს დამატებით ღიმილს იწვევს. ვიხსენებთ ისტორიას, როდესაც ტოტისა და იკარდის ეჩხუბა. მკურნალობას პროფილაქტიკა სჯობია. მე ვწუხვარ, თუ არასწორად გამიგეთ, იმედი მაქვს, სპალეტი "ნაპოლიში" კიდევ 10 წელი დარჩება. მისი უნარები ეჭვს არ იწვევს.

"მილანი" - "ნაპოლი"? მე არასოდეს გამიკეთებია პროგნოზი. ვარსკვლავურ "ნაპოლის", რომელიც "რეინჯერსთან" ვნახე, არ შეიძლება ვინმეს შიში ჰქონდეს, მაგრამ შედეგის გამოცნობა შეუძლებელია", - განაცხადა ტრომბეტიმ რადიო Napoli Centrale-ს გადაცემა un Calcio alla Radio-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ზუსტად გაიმეორა ის რაც მე დავწერე სპალეტიზე.
გიორგი
17 სექტემბერი 2022 15:33
2
აჰა. ესეც მე ვარ? პროპრსორ კაცს და ნაპოლის თავადაკლულ კაცსაც კი არ მოეწონა იმ ფეხბრთელის საჯაროდ გაკიცხვა, რომელიც ბომბარდირია, თცის საუკეთესო ფეხბურთელი და ყველა თამაშში გარდატეხა შეაქვს. მამაძაღლობს სპალეტი და ჯობია სხვვები აკრიტიკოს, ხციჩას კიდევ ინდივიდუალურად აუხსნას თუ ტამე არ მოწონს. ხვიჩა არ ჩახვიდე დაცვაში!!!
აბო
17 სექტემბერი 2022 14:32
5
ბატონებო, არ შეიძლება ყველა აქებდეს ხვიშას და ვიფიქროთ, რომ ის მოედანზე შეუმცდარია. ჩვენ მისი დრიბლინგი მოგვწონს, მწვრთნელს კი გოლი უნდა და ვინ გაიტანს მისთვის სულ ერთია. ისიც კია, შეტევაზე გადასულ ხვიჩას 10 თვალი არ აქვს, რომ ყველა ფეხბურთელი ნახოს ვინ სად დგას და ვის უკეთესი შანსი აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
17 სექტემბერი 2022 21:11
4
ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთე, მაგრამ მინდა დავამატო. კრავი რომელიც თვის საუკეთესო ფეხბურთელს, ყველაზე მეტი გოლის გამტანს, თავისი ასისტებით, დრიბლინგებით, ორივე ფეხით დარტყმებით, მოპოვებული პენალტით ( რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა). არ შეიძლება რაღაც ინტერესი არ ჰქონდეს, რაც ჩვენთვის უცნობია. ის პენალტიც რატომ არ დაარტყმევინეს. ასეთ შემთხვევაშიც მრწვთნელი წყვიტავს თუ ვინ უნდა დაარტყას პენელტი. პოლიტანოს თავისით არ მიუღია გადაწყვეტილება. ყველაზე საინტერესოა თვითონ ხვიჩა რას ფიქრობს სპალეტიზე? საჯაროდ რა თქმა უნდა არ იტყვის, მაგრამ გული ეტკინებოდა ვფიქრობ. არ არის გამორიცხული ამან თამაშზეც იქონიოს გავლენა. სპალეტი მერე გაგაკრიტიკებ კი არა ,ყოველდღე შენს გინებაში ვიქნები. ახალგაზრდაზე ასეთი რამ მოქმედებს ქვეცნობიერადაც, რომ იყოს ხვიჩა 25 წელს ზემოთ კიდევ ჰო
დავით 67
17 სექტემბერი 2022 16:48
5
"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონაბაჩლუნგი,იმიტომ რომ არ ქონდა სათამაშო ". პროფესორი ვაშაკიძე(ეროსი მანჯგალაძე) .ფილმიდან :" თოჯინები იცინიან ".კარგია რომ პროფესორ მასწავლებლობა ჩაერთო განხილვებში :)))
35
17 სექტემბერი 2022 10:20
3
ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას თამადობით ნაპოლის.სპალეტი აჩვენებს ევროპას რომ ქართველები მსოფლიოში ძლიერი და მაგრები არიან ამიტომ ხვიჩა მალე მიიღებს ოქროს ბურთს ის ჩაანაცვლებს ბევრ ლეგენდას.
ლევანი
17 სექტემბერი 2022 07:15
1
ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ყველამ ვიცით, გუნდში ყოველთვის არაეთგვაროვანი ურთიერთობებია , კარგი მწვრთნელი არა მარტო ფეხბურთის კარგი მცოდნე კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, კარგი ფეხბურთელი კი არა მარტო ტექნიკური, სწრაფი და ტაქტიკურად განათლებული , შემსრულებელი და სხვა საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნულად და ფსიქიკურად ძლიერი უნდა იყოს , ძნელია როცა უცხო გუნდში გიწევს თავის დამკვიდრება, აქ ხვიჩამ თავი მოთმინებით და სიფრთხილით უნდა გამოიჩინოს , ენის არცოდნაც დიდი ბარიერია, იმედია ჩვენი"ოქროს ბიჭი" ყველაფერს დაძლევს , დიდი სპორტსმენი ხომ დიდი სულის ადამიანში იბადება, წარმატებები ხვიჩა ! შეცვალე ის რისი შეცვლაც შეგიძლია , შეეგუე იმას რასაც ვერ შეცვლი.
ბაბაია
17 სექტემბერი 2022 12:07
1
სპალეტის დავაცადოთ
ჯერჯერობით
თენგო
17 სექტემბერი 2022 09:41
2
გეთანხმებით!!
ვაჩე!
17 სექტემბერი 2022 09:15
0
მართალი ხართ პრაფესორა.
321
17 სექტემბერი 2022 08:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული