ჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანისა" და "პარტენოპეის" შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

"ჰგავს თუ არა "კვარა" მარადონას? - არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.

"ნაპოლის" ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი,
შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ" - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება

alt"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 24 /
მართალია ეს კაცი! კვარა კოჩის ნურავის ნუ ადარებთ!
კვარა მარადონას ნამდვილად არა გავს - უფრო დედ-მამას გავს!
დაიმახსოვრეთ ყველამ: გავა წლები და ვინმე რომელიმე პერსპექტიულ ფეხბურთელზე იტყვის - "კვარას გავსო".
შეგახსენებთ: 70 წლების დასაწყისში ერთ დღეს გპი-ში ხმა გავრცელდა დინამომ დღეს უნდა ათამაშოს ფშმ-დან აიყვანილი ბიჭი, რომელიც სლავა მეტრეველის სტილში თამაშობს და მის შემცვლელად მოიაზრებაო - ლექციები თითქმის ჩაიშალა - სტუდენტები ლექტორებთან ერთად "ბურევესტნიკს" მივაწყდით და ვნახეთ ვოვა გუცაევი - რომელმაც თვითონ შექმნა თავისი-უნიკალური, შესადარებელი თამაშის სტილი.
პლეხანოვზე გაზრდილი
17 სექტემბერი 2022 12:46
0
როგორ გუშინდელი სადილივით მახსოვს ის დღე. სლავამ "აკურთხა" ვოვა გუცაევი ლოკომოტივზე და დაიწყო გუცაევის ბენეფისი. რამდენი სიხარული გვაჩუქა ამ ლეგენდამ იმ დროის სხვა დინამოელებთან ერთად.
ზაალი
17 სექტემბერი 2022 15:01
0
რა თქმა უნდა , რატომ უნდა ჰგავდეს ხვიჩა მარადონას, თუ კი ყიფიანი არ ჰგავდა და თავისი სტილი ჰქონდა, მესხი თუ არ იყო მარადონა ჩვაზემ გუცაევი, ამით რა ხალხს უყვარდათ ნაკლებად თუ ტალანტი არ ჰქონდათ თვალშისაცემი? ხვიჩა კვარაცხელი დარჩება ხვიჩა კვარაცხელიად და თავის კვალს დატოვებს არა მარტო ქართულ ფეხბურთში, ეს შედარებები რა ჯანდაბაა, რეპლიკები აგერ ბაზრობებზე იყიდება თუ ვინმეს სურს
საბა
17 სექტემბერი 2022 15:01
0
მეც ვერ ვხედავ მსგავსებას მარადონასთან. ხვიჩას ხან ვის ადარებენ ხან ვის. ინსინიეს შეცვლისო? მერე თქვეს 2-3 ჯერ სჯობიაო ინსინიესო. მარადონა და პელე სხვა განზომილებაა, ალბათ იმიტომაც რომ ორივე მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ დამატებით თავიაანთი სიდიადისა. მათ შემდეგ ყველაზე მკვეთრად მესიმ და კრისტიანომ გაიბრწყინეს. მათ თავიაანთი ეპოქა შექმნეს ფეხბურთში. ახლა მოდის ახალი ერა, სადაც იქნებიან ჰაალანდი, მბაპა და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭი არ დააკლებს შრომას ამ ეპოქაში მოიხსენებოდეს დიდადათ. ამიტომ მე არც არასოდეს არ ვადრი ხვიჩას, მან თავისი უნდა შექმნას ამ ახალ დროში. წარმატება ჩვენ მარგალიტს. ❤️
G.LA.
17 სექტემბერი 2022 14:51
1
ნუ ათქმევინებთ ყველას გოიმიაო, თავიდანვე პროტესტი უნდა გამოთქმულიყო მარადონასთან შედარებაზე. ხვიჩას თავის ხელწერა აქვს და ისიც ეყოფა, არავითარი ქაჯური კლიჩკები
სტალინი
17 სექტემბერი 2022 22:44
0
აბა ჰე ვეცეთ და ვაგინოთ ჩიროს. ფეხბურთის აზრზე არ ხარო ვწეროთ. :-)
ჯონდო
17 სექტემბერი 2022 14:03
3
მართალს ამბობს ეს კაცი, არაფრით არ გავს მარადონას, სულ სხვა სტილს თამაშობს. ის, რომ ხვიჩა მაგარია, არ ნიშნავს, რომ მარადონა ეძახო. მარადონასთან შედარებით რაღაცნაირად უაზრო ტვირთს ჰკიდებთ ადამიანს - აგერ მესიმ გადააბრუნა ლამის ფეხბურთი და ერთმნიშვნელოვნად მაინც ვერ იტყვი, მარადონაზე დიდიაო. ამას, როგორც მინიმუმ, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჭირდება. ნეაპოლისთვისაც მარადონა სულ სხვა მოვლენაა და ლოგიკურიცაა, რომ ვიღაცეებს აღიზიანებთ კიდეც მის სახელთან შეხება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სხვა შერქმეული სახელი - კვარავაჯო, ბევრად კარგია ხვიჩასთვისაც და სულ სხვა რამეზე მიანიშნებს. ვერც კარავაჯოს ჩრდილში ვერ მოექცევა ვერასოდეს იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ მხატვარი არაა და ფეხბურთელია :)
დათა თუთაშხია
17 სექტემბერი 2022 18:36
1
შურიანი ადამიანები ყველგან არიან, მათ შორის- იტალიაშიც.
მარიამი
17 სექტემბერი 2022 22:35
6
მარადონა დიდი იყო! ლეგენდა და შეუჩერებელი. კვარა ეხლა იწყებს და რა იქნება არ ვიცით. ღმერთმა ხელი მოუმართოს და შეეწიოს. მაგრამ უნდა გამოეთქვა მასაც და ყველაა რომ არ შეიძლება კვარადონა .... ეს უკვე სასაცილოა და მეტი არაფერ. კვარა არც გავს და არც მარადონას სტილს თამაშობს და საერთოდ საერთოს რას ხედავთ? დრიბლინგს? ნახეთ მარადონას ფრიბლინგები და მიხვდებით ვინ იყო, ასე მგ ონია არც კი გინახავთ და არც იცით რას ამბობთ. ასე რომ უბრალოდ კ ვ ა რ ა!!!! ასე ჯობს
ქართველი
18 სექტემბერი 2022 00:44
0
საოცარი ხალხია,კვარაცხელიები.ჯერ იყო ძროხის ჯიში გამოიყვანეს,წველაში რომ სჯობდნენ სხვებს და ტყეში გაშვებულებს,არავისი ეშინოდათ,ახლა კი ფეხბურთელი გამოზარდეს,ფეხბურთის მხეცებიც კი,შიშნარევი ცნობისმოყვარეობით რომ უტრიალებენ შორიახლოს.
სოსო
17 სექტემბერი 2022 13:19
3
მსგავსება არის კაკასთან და კრუიფთან მოძრაობებით ბევრი წერს ამ მსგაბსებებების შესახებ. ასევე ბესტს შეადარა მსოფლიო ჩემპიონმა ტარდელიმ ასევე გავს მოძრაობებით მომენტებში .მარადონა ცაცია იყი სტილით ქინქლაძე გავს მარადონას ასევე გეორგ ჰაჯი .კვარადონა ეს ზოგადად გამოხატულებაა სიყვარულით და აეწყო სიტყვები დაარქვეს და ადამიანს უხარია ხალს უხარია საქართველოს უხარია და იძახოს ეხლა ჩირომ არაო და
Gg
17 სექტემბერი 2022 16:51
0
მართალს ამბობს და არც საწყენია ეს,მარადონას სულ სხვა სათამაშო მანერა ქონდა და კვარას სულ სხვა სათამაშო მანერა აქვს, ეს 2-ფეხბურთელი როგორ უნდა შეადარო ერთმანთს თუ ფეხბურთი გესმის თუ შედარებაა კვარაცხელია ვისაც გახსოვთ ბრაზილიელ კაკას გავს ძალიან, ვინმემ არ თქვას ახლა რო კაკა ცუდი ფეხბურთელი იყოო,კვარას კი კაკაზე მაგარი ფეხბურთი ეთამაშოს მე ამას ვუსურვებდი.
qomagi
17 სექტემბერი 2022 14:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული