"სპალეტიმ ხვიჩას კარგი გაკვეთილი ჩაუტარა" - "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი კვარას აკრიტიკებს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Marte Sport Show-ს ეთერში "ნაპოლი", მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკა

ფედელეს თქმით, ლუჩანო სპალეტიმ ქართველს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა.

ნეაპოლელებს "სან სიროზე" ნამდვილად დიდი გამოცდა ელის, ვნახოთ შეწყდება თუ არა "ლურჯების" კარგი სვლა, პირადად მე ვერ ვხედავ დიდ სხვაობას გასული წლების "ნაპოლისა" და სპალეტის გუნდს შორის, შარშან ამ დროს მათ 8 თამაში ჰქონდათ მოგებული, წელს კი 2 ფრე ითამაშეს და ერთ შემთხვევაში ბოლო წუთებზე გაჭირვებით გაიმარჯვეს. სპალეტის გუნდები ყოველთვის კარგად იწყებენ
შემდეგ კი ჩერდებიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ლუჩანომ ნამდვილად კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, ქართველი ბოლო მატჩში 4 ქულით შევაფასე, მისი ტალანტი ეჭვებს არ იწვევს, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ ითამაშოს გუნდურად და არა მარტო, ხშირ შემთხვევაში საგოლე პასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შორეული დარტყმა, ხვიჩამ ასეთი რაღაცები უნდა გაითავისოს, თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება კვირას, 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

alt"კვარა" ან "კვარადონა, მაგიური შემტევი - ESPN-ი ხვიჩას შესახებ წერს

altჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჟირინოვსკი ადგა და კვარაზე კომენტარს აკეთებს თუ რახდება :)))
ძალიან ჰგავს
!!
17 სექტემბერი 2022 18:48
2
სპალეტიმ რაც თქვა ხვიჩას გასაფრთხილებლად თქვა დარწმუნებული ვარ მაგრამ შენ ვინ ჩემი დოდო ხარ რომ გამოხტები მას თუ ეთამაშებიან გუნდურად გამოუალ დროს რომ ტენიენ ბურთს ხვიჩა ხშირად ეძებს ბურთს ართმევებით რამდენი მომენტი შექმნა ალბას ნახევარზე მეტი რაც მის მიმართ გაკეთებული პასით
ზვიადი
17 სექტემბერი 2022 18:17
3
Bicho yvela tamashs vuyure da xvicha namdvilad ar tamashobs egoisturad, eseni sxvis tamashebs xoar uuyureben, aqet aqvs satqmeli pass ar adzleven da piriqit amas adanashauleben, spaletis geniosoba ar gaishvas chveulebrivi dodoa
Hhh
17 სექტემბერი 2022 20:32
0
მე ვფიქრობ ეს ყველაფერი
მოდის ქართველი ჟურნალისტისგან,რომელიც ყოველი მატჩის შემდეგ ეკითხება კვარაცხელიაზე და ამასაც ამოუვიდა ყელში და მიახვედრა რომ თამაშს იგებს გუნდი და არა ცალკეული მოთამაშეები.
კახა ქ.
18 სექტემბერი 2022 02:13
1
ყოველ თამაშზე წუთი არ გამომიტოვებია ოფლიანი ხელის გილებით ვუყურებ მატჩებს და ვერ ვხვდები რა ჩარჩოებში უნდათ მოაქციონ ხვიჩა მიდი უბერე ურტყი ატყუე ატყუე უტყი ფაქტია რომ შედეგს დებს და სხვისი ზედმეტი გამოხტომები აქ უადგილო და მატრაკვეცობაა ფენომენალურია რასაც ვუყურებ და იმხელა სიამოვნებას მანიჭებს თითქოს რაღაც ახალი ხდება ჩემს თავს ჯუგარი ხარ ყვიჩა
მიშა
17 სექტემბერი 2022 20:51
0
ამათ ლოგიკას რომ დაუჯეროთ 1981-ში, ცხონებულ ვიტალი დარასელიას მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე შეტევა კი არ უნდა ეცადა არამედ ბურთი უნდა შეენარჩუნებინა უკან უნდა წამოეღო და მშვიდათ მისულიყო დამატებით დრომდე და ის შედევრი არ უნდა შეექმნა.
ტტტ
18 სექტემბერი 2022 00:25
1
კარგი რა შენ, რომ რამე გესმოდეს პარმა იქ არ იქნებოდა სადაც არის.DDD
რრრ
17 სექტემბერი 2022 23:08
1
ენრიკო! ეგ პირი მოკუმე, ემანდ პროტეზი არ გადმოგივარდეს, რა?
შენღა გვაკლდი!
17 სექტემბერი 2022 21:12
1
შურიანებო, ჭიტაააა...
მზე
17 სექტემბერი 2022 22:44
1
ეს მზე ვინღაა ?? ამასთან ერთად უნდა უყურო კაცმა თამაშს და რამდები ნაპოლის გადაარჩენს იმდენი კეპაში უნდა სტკიცო გამეტებით ... მართლა სხვისი თამაში ხომ არ ნახა ?
bejo
17 სექტემბერი 2022 22:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული