"სპალეტიმ ხვიჩას კარგი გაკვეთილი ჩაუტარა" - "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი კვარას აკრიტიკებს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Marte Sport Show-ს ეთერში "ნაპოლი", მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკა

ფედელეს თქმით, ლუჩანო სპალეტიმ ქართველს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა.

ნეაპოლელებს "სან სიროზე" ნამდვილად დიდი გამოცდა ელის, ვნახოთ შეწყდება თუ არა "ლურჯების" კარგი სვლა, პირადად მე ვერ ვხედავ დიდ სხვაობას გასული წლების "ნაპოლისა" და სპალეტის გუნდს შორის, შარშან ამ დროს მათ 8 თამაში ჰქონდათ მოგებული, წელს კი 2 ფრე ითამაშეს და ერთ შემთხვევაში ბოლო წუთებზე გაჭირვებით გაიმარჯვეს. სპალეტის გუნდები ყოველთვის კარგად იწყებენ
შემდეგ კი ჩერდებიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ლუჩანომ ნამდვილად კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, ქართველი ბოლო მატჩში 4 ქულით შევაფასე, მისი ტალანტი ეჭვებს არ იწვევს, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ ითამაშოს გუნდურად და არა მარტო, ხშირ შემთხვევაში საგოლე პასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შორეული დარტყმა, ხვიჩამ ასეთი რაღაცები უნდა გაითავისოს, თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება კვირას, 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

alt"კვარა" ან "კვარადონა, მაგიური შემტევი - ESPN-ი ხვიჩას შესახებ წერს

altჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

მკითხველის კომენტარები / 17 /
კრიტიკაც უნდა მიიღოს, სასუოლოსთან პასი რომ გაეკეტებინა და არ დაერტყა გოლი იქნებოდა
გია
15:12 18-09-2022
1
მე ვფიქრობ ეს ყველაფერი
მოდის ქართველი ჟურნალისტისგან,რომელიც ყოველი მატჩის შემდეგ ეკითხება კვარაცხელიაზე და ამასაც ამოუვიდა ყელში და მიახვედრა რომ თამაშს იგებს გუნდი და არა ცალკეული მოთამაშეები.
კახა ქ.
02:13 18-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული