როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.
პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
სად ხართ მდივანის ექსპერტებო ...
სად ხვიჩა და სად გაგნიძე…
იმიტომ ხვიჩა არის ჩვენი ყველაფერი
კობიაშვილმა კი, თუ არ ვცდები 1 არასრული სეზონი ითამაშა ალანიაში, მერე ტრავმა მიიღო, მიხვდა რომ მაგ ჭაობში კარგი არაფერი ელოდა და ფრაიბურგში გადავიდა.
ყველაზე ახლოს დიდ ფეხბურთთან დემეტრაძე იყო და მანაც საუკეთესო წლები უკრაინაში გაატარა.
ყაველაშვილის ხსენებაც კი სასაცილოა მაგ ფეხბურთელებთან. ისინი რუსეთ-უკრაინის დონეზე მაინც თამაშობდნენ.
ყაველაშვილი ისეთივე კარგი ფეხბურთელი იყო, როგორიც დღეს პოლიტიკოსია.
რუსეთი ჩვენი მტერია და მისი მიზანიც მტრულია ყველა სფეროში, მათ შორის ფეხბურთშიც.
რამდენი ტალანტი ჩამოთვალო რომელიც მათ დაგვიღუპეს, ასათიანის და ჯანოს დასახელებაც საკმარისია. ხვიჩასაც ეგ დღე ელოდა რომ არა ომი.
შეადარეთ როგორ თამაშობდა რუბინში, განსაკუთრებით ბოლოს სეზონში და ახლა იტალია და დასკვნები გამოიტანეთ.
იმიტომ ტალანტია და იხეირებს ამით რუსეთის ნაკრები. არ უნდა ჩაუგდო რუსს ხელში ქართული ტალანტი.
რუსების გეგმა ასეთია:
1) ჯერ ქართველი გულაშემატკივრები უნდა გადაკიდონ მოღალატედ გამოგვაცხადებინონ. ინტრიგები ხლართონ ინტერვიუებში ნათქვამი გადაუკეთონ ან ეგეთ სკანდალურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აიძულონ ა.შ.
რომ ხალხი გაგიჟდეს ეს რა ქნაო ეს რა თქვაო და მორჩა მოღალატე უძახონ. რომ ნაკრებიდან მოაკვეთინონ
2) მერე ეტყვიან - აი მორჩა, შენ იმათ აღარ უნდიხარ. იმათთვის მოღალატე ხარ. ნაკრებში აღარ გამოგიძახებენ. და მოდი, აი ჩვენ ნაკრებში ითამაშე სხვა შანსი მაინც არა გაქვს.
მორჩა ჩაიგდებენ ხელში და ათამაშებენ თავიანთ ნაკრებში.
---
ამიტომ ჩვენ ეხლა არ უნდა ჩავქოლოთ ეს, არ უნდა გამოვაცხადოთ მოღალატედ, მთავარია არ უნდა მივცეთ საბაბი რომ ეგ უთხრან აი მორჩა შენ მომავალი აღარ გაქ საქართველოში. არანაირად არ ჩავუგდოთ ხელში რუსს ქართული ტალანტი.
რაც არ უნდა მოღალატე იყოს ლუკა გაგნიძე, დროზე უნდა გამოიძახო საქართველოს ნაკრებში რომ მოისპოს შანსი ამის რუსეთის ნაკრებში თამაშის.
რუსმა ვერ უნდა აგახიოს ტალანტი.
თვითონ ლუკას კი ვურჩევდით რომ მაგალითი ჯანო ანანიძისგან და ხვიჩასგან აიღოს.
რადგან ჯერ მაგათთან ეცადნენ იგივეს ყველაფერს ზუსტად იგივე მეთოდებს.
ჯანოს ლანძღავდა ხალხი ხვიჩას ლანძღავდა ხალხი მაგრამ საქართველო ვერ დაათმობინეს და ვერაფერს ვერ მიაღწიეს.
მაგრამ ჩემი პოზიცია ვერაფერს შეცვლის, უბრალოდ მომავალი გაიმრუდა თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდოდა.