მან თავისი მოსაზრება ქართველი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის ურთიერთობაზე გამოთქვა:
"სპალეტის ფორმაციის "ნაპოლიში" ჩემს თავს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას ვამსგავსებ... ის ძალიან ტექნიკური ბიჭია!
სპალეტის განცხადება პრესკონფერენციაზე ხვიჩაზე? - შესაძლოა, მწვრთნელმა ქართველს რამდენჯერმე რაღაც დავალება მისცა და მან ის დააიგნორა, რასაც საბოლოოდ, პრესკონფერენციაზე აღშფოთებული სპალეტის ნახვა მოჰყვა.
მწვრთნელს უნდა, რომ ხვიჩას დაეხმაროს და კიდევ უფრო განავითაროს, "კვარა" კი ამას ცუდად იგებს და სჯერა, რომ სპალეტის მისი შეცვლა უნდა", - ამბობს აბონდანსა.