კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
ყოჩაღ ხვიჩას !
ერთს ვიტყვი კიდევ ...
პენალს , რომ მოიპოვებს ხვიჩა თავადვე უნდა დაარტყმეინონ .
უფრო მეტი ნდობა მასზე ძალიან იმოქმედებს .
დავიჯერო , პოლიტანოზე უკეთ ვეღარ დაარტყავდა ?
ბესო
19 სექტემბერი 2022 10:25
2
ბევრ შეცდომას უშვებს კვარა... გამოსასწორებელია და გამოსწორებადია! სადაც არ არის საჭირო ბურთის დიდხანს გაჩერება იქ პასი უნდა გააკეთოს. იმედია მალე დახვეწავს და გააძლიერებს თავის სუსტ მხარეებს.

რაც შეეცება თამაშს, მილანისთვის წასაგები თამაში არანაირად არიყო.. მწვრთნელმა წააგო ეს თამაში! კვარაცხელიამ აიძულა უაზრო შევცლები დესტის სახით, და კვარას მეურვეობა მთელი თამაშის მანძილზე, ნაპოლიმ ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გაცოცხლდა და ისარგებლა
მეტოქის შეცდომებით!
ზამბო ანგისა
19 სექტემბერი 2022 01:58
20
ზამბო შენც დაუშვი გუშინ შეცდომები აგრეთვე ზელინსკიმ, ზერბინმა და სხვებმა! გადაღლილი არიან ბიჭები, ვითუმეტეს ხვიჩა და იმიტომ უშვებედნენ შეცდომებს!
რობი
19 სექტემბერი 2022 10:11
0
ხვიჩას მოგებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშს. არ მომწონს ნაპოლის გუნდურობა. კვარაცხელიას პასს არ აძლევენ. იყო ბევრი ისეთი მომენტი როცა საჭირო იყო კვარაცხელიაზე პასის მიცემა მაგრამ არ მისცეს
მორიელი
19 სექტემბერი 2022 04:33
0
ჩვენი ოქროს ბიჭი!!!
gela
19 სექტემბერი 2022 11:13
0
კვარაცხელიას მთავარი თვისება არის ის რომ შეუძლია მატჩზე ზეგავლენა და შედეგის დადება.
აი ამით გავს მარადონას.
Las
19 სექტემბერი 2022 05:50
3
მოპოვებულ პენალტზე უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩასთვის ის გაქაჩვა - გამოქაჩვა იყო - უნდა აგრძნობინოს გარეულსაც, და უფრო მნიშვნელოვანია შინაურსაც, რომ თავს არ დააჩაგვრინებს. თამაშის კუთხით სპალეტის სქემაში თითქმის ბოლომდე ჩააჯდა. დრიბლინგები შეიძლება ბევრი აღარაა მაგრამ სარგებელი ბევრია მეტად. ის შიში რომ პირველი თამაშების მერე დაამუღამებდნენ მის თამაშს და გაუჭირდებოდა (ისე როგორც რუსეთში ბოლოს, როგორც ბულგარეთთან თბილისში) არ გამართლდა. ეს სპალეტის დამსახურებაცაა.
gogi
19 სექტემბერი 2022 08:57
2
მიუხედავად ცალკეული შეცდომებისა,რომელიც ყველას მოსდის,ხვიჩამ მისი საქმე გააკეთა და შედეგიც დადო. ბრავო!!!
ჯუჯი
19 სექტემბერი 2022 04:54
1
Super politanom, super fexit, superpenalti gaitana........

Es ukve metismetia, realurad titqmis yvela tamashis beds xvicha wyvets da es boghma tanagundelebi pass mashin adzleven 3 kaci fexze rom azis, an she oxero sawyal penalts rom gaitan aghnishvnis dros sheaqe mainc penaltis mompovebeli da tamashis realuri momgebi. Axla ar damiwyot spaleti geniosia da egetebi, tamashebs xvicha ighebs romelic shebochilia da romelsac pass ar adzleven... ager naxavt sanioltan rogori gaxsnili iqneba da aiklebs makedonias...
Midi kvara
19 სექტემბერი 2022 04:35
1
კვარას თამაში რომ დაუწუნეთ, იმათ გეკითხებით
კვარამ მოიგო თუ არა ეს თამაში?
რა შეჭამეთ გული კარში არ დაურტყია ,შეცდომები ქონდა,
ერთი პენალტი გამოიმუშავა და გადახარა მატჩის ბედი ნაპოლისკენ .
თქვენ დღევანდელი ფეხბურთის ენაზე ვერ საუბრობთ
თენგო
19 სექტემბერი 2022 15:05
0
კვარა საფუძველთა საფუძველია ნაპოლის წარმატებების!
ლაშა
19 სექტემბერი 2022 17:02
0
ესენი ნაცების დიალექტზე საუბრობენ.
ვაი მამაჯან!
19 სექტემბერი 2022 23:11
0
სიმეონეს ბიჭმა გოლი გაიტანა მარა კვარაცხელიას რომ არ გაეგდო კალაბრია და 2 მეტრიანი ვიკინგი კაიერი საინტერესოა გაიტანდა? ვინ გაატანინებდა ვინ გააბლატავებდა მაგდენს. აი მაგაშია ხვიჩას წვლილი ისეთ რაღაცეებს აკეთებს რომ გუნდი იგებს. ისეთი ოხერია ისეთ რაღაცეებს აკეთებს... მილანელები ამას წარმოიდგენდნენ ეხლა, ესეთი ოხერი თუ იქნებოდა არ ელოდნენ. აწიოკებს გეგმებს უშლის აზარალებს მოწინააღმდეგეს
sprinteri
19 სექტემბერი 2022 14:11
1

სიახლეები პოპულარული