თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.
შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.
"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.
„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)
ასეთი მონსტრი რომ გყავს და მხოლოდ ერთ ფლანგზე რომ ათამაშებ და კიდევ თანაგულდელები რომ არ ცდილობენ მასზე თამაშის აგებას რავი..
ვერც თვითონ იღებეს თამაშიდან სიამოვნებას და ვერც თვითონ.
აი ამით გავს მარადონას.
Es ukve metismetia, realurad titqmis yvela tamashis beds xvicha wyvets da es boghma tanagundelebi pass mashin adzleven 3 kaci fexze rom azis, an she oxero sawyal penalts rom gaitan aghnishvnis dros sheaqe mainc penaltis mompovebeli da tamashis realuri momgebi. Axla ar damiwyot spaleti geniosia da egetebi, tamashebs xvicha ighebs romelic shebochilia da romelsac pass ar adzleven... ager naxavt sanioltan rogori gaxsnili iqneba da aiklebs makedonias...