კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
3 ყვითელი აჰკიდა ბილანს და პენალტიც უფეშქაშა პოლიტანოს. მეტი რაღა უნდა ექნა გასვლაზე? დანარჩენს ტორინოსთან იზამს 1 ოქტომბერს.
აბო
19 სექტემბერი 2022 01:20
0
წარმატებები ხვიჩა! ისე, დღეს სპალეტის და პოლიტანოს სლოკინი შეაწუხებთ საქართველოდან ,,თბილ-თბილი'' მოკითხვების გამო. :)))) და კიდევ, მაკედონია: ჩემ ბედს ......., ჩემ ბედს, ჩემს. :))))))
რატი
19 სექტემბერი 2022 01:18
7
წნეხი დაწყებისთვის იქნებოდა, ხვიჩა კი დამწყები არ არის. მისი თამაშის ყურება გუშინ დაიწყე? თუ მისი მოქმედებებიდან არ ჩანს, რომ სტრესთან და წნეხთან გამკლავება კარგად შეუძლია (ახლო წარსულს თუ გავითვალისწინებთ).
რატი
19 სექტემბერი 2022 10:46
0
ჰოო ეკუთვნოდა მაგაში გეთანხმები მაგრამ მე პირადად მართლა არ მინდა რომ პენლები არტყას ჯერ,წნეხია ეს დამატებითი და მიეჩვიოს ცოტა ამას აკეთებს სპალეტი სწორედ.მიეჩვიოს ადაპტაცია გაიაროს და მერე პენალტსაც დაარტყმევინებს დარწმუნებული ვარ.იცის სპალეტიმ კვარამ რომ პენალტი ვერ გაიტანოს ეს იქნება ხვიჩასთვის მძიმე ამბავი და აცადეთ რაა ხვიჩასაც და სპალეტისაც,ასე სავარძლიდან საუბარი და წერა ადვილია,გადი აბა იმხელა სანსიროზე ამდენი ტიფოზის თვალწინ რომელსაც მაგ დროს გულზე არ ეხატები და დაარტყი პენალტი როგორია.
გეგი
19 სექტემბერი 2022 02:41
3
ყველა გამოხმაურება
გულით სიმეონეს ულოცავს(( თავისი აღნიშვნით ლივერპულთან ყველას დაანახა 85-15 კვარას გოლი რომ იყო!! რუბინშიც ყავდა დაუნახაცები ცარიელ კარში რო შეაგდებინებდა და სხვაგან გარბოდნენ გეგონება თვითონ გააკეთეს გოლიო!! პოლიტანოს ეშლება!! რა თამაშების გმირად ავლენს კი პენალს გატანა უნდა მაგრამ... სანსირო 0-0 და მეორე ეშელონით გამაგრებულ მცველს აკიდე აბაა!? კვარა ბელისიმო!!!
მირო
19 სექტემბერი 2022 01:17
1
უუჰ!ძალიან მაგარი თამაში იყო!ყოჩაღ ნაპოლი და ყოჩაღ ხვიჩა!ხვიჩას ალბათ ამდენი არასოდეს ურბენია,ძალიან დაიღალა და აჯობებდა უფრო ადრე შეეცვალა,მაგრამ ვერ გარისკა.მერე პოლიტანოც დაიმტვრა და სანამ გატოკების თავი კიდევ ჰქონდა,ხვიჩა მინდვრიდან არ გაიყვანა.სამ კაცს აჰკიდა გაფრთხილება,მეოთხესაც ეკუთვნოდა,მაგრამ მსაჯმა არ მისცა და პენალტიც მოუტანა,ნაპოლის.ასე რომ ბრავო.ყოველთვის არ გამოსდიოდა დრიბლინგი,თუმცა ასეთი დონის მცველებთან,ესეც მაქსიმუმზე მეტი იყო.რეინჯერსთან მატჩში ცოტა ადრე რომ შეეცვალა,დღეს კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.ძალიან,ძალიან დაიღალა.კარგია,რომ სანაკრებო შესვენება დაიწყო.პოლიტანო და ლოზანო გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.ისიც კარგია,რომ ელმასი დღესაც არ გამოიყვანა.იგი მაკედონიის ერთერთი ლიდერია და ფორმაში ვერაფრით იქნება.ეს რა თქმა უნდა ჩვენი მაკრებისათვის კარგია.ხვიჩა და ზურიკო კი,მშვენიერ ფორმაში ხვდებიან თამაშს.იმედია,ლუკა ლოჩოშვილიც საკუთარი თავის რწმენას არ დაკარგავს.პირველ ტაიმს ვერ ვუყურე,მეორე ტაიმში კი,აღარ გამოუყვანია,პენალტი აიკიდა და ბოლოს,კაცი გაექცაო.შეფასებაც დაბალი ეწერა და ალბათ მართლაც ვერ იყო ფორმაში.
სოსო
19 სექტემბერი 2022 01:12
1
ის ტლოპინა ახლაც იტყვის იქ “პატსებიას” გაკეთებას პასი მიეცა ჯობდაო?;) :დდ
მიშკა
19 სექტემბერი 2022 01:11
10
ეგ მემგონი შენი თავისთვის უფრო უნდა გეთქვა ვიდრე ჩემთვის,იმიტომ რომ სპალეტის ასწავლი შენ რა და როგორ უნდა გააკეთოს,ჯიგარო.
გეგი
19 სექტემბერი 2022 02:43
6
პაპზე მეტი კათოლიკე ნუ იქნები ჯიგარო....
გეგი-ს
19 სექტემბერი 2022 02:06
5
ყველა გამოხმაურება
ძალიან მაგარი მწვრთნელი, ძალიან მაგარი გუნდი, ძალიან მაგარი კვარა!
P.S. 43 წელია ნაპოლის მილანში, მილანისთვის არ მოუგია. ამაყები ვართ ქართველები, რომ ამ ისტორიულ გამარჯვებაში, კვარამ ლომის წილი შეიტანა.
TanoLife
19 სექტემბერი 2022 01:04
12
შესწორება:1979 წლის შემდეგ, (43 წელია)ნაპოლის ზედიზედ, სამი სტრაიკი (მოგება) არ გაუკეთებია სან-სიროზე. კიდევ ერთხელ მინდა მოგიხადოთ ბოდიში შეცდომის გაპარვის გამო.
TanoLife
19 სექტემბერი 2022 02:08
1
ბოდიში მინდა მოვიხადო შეცდომის დაშვების გამო.
TanoLife
19 სექტემბერი 2022 01:31
0
ყველა გამოხმაურება
საინტერესოა ახლა რას იტყვის კოსტაკურტა, რომელმა გამოთიშა კალაბრიამ ხვიჩა თუ ხვიჩამ კალაბრია? ბრავო ხვიჩა. გელოდებით იმედებით, მაკედონიაზე ნაწყენები ვართ.
G.LA
19 სექტემბერი 2022 01:03
0
მაკედონია -- "ჩემ ბედს შე....ცი , ჩემ ბეეედს..." :)))))))))))))))
მიროსან
19 სექტემბერი 2022 01:26
7
უთხრეს დრიბლინგი ნაკლები პასი მეტი...ამის მიუხედავად 2 კაცს ყვითელი აჰკიდა, პენალტი გააკეთა და სხვას გაატანინა ,ამაზე მეტი ალტრუიზმი უკვე აღარ შეიძლება მეტი რა ჰქნას :)
საბა
19 სექტემბერი 2022 01:01
1
კარგია მაგრამ ნახევარდაცვა არ უვარგათ პას ვერ აკეთებენ. მაგრა გაუმართლათ პენალტზე ნებისმიერი კარგი მეკარე მაგას მოხსნიდა. კვარამ უნდა დაარტყას პენალტები და ჯარიმებიც.
ლომი
19 სექტემბერი 2022 01:00
1
სასწაული მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა დღეს ხვიჩას! ყოჩაღ! ჩარჩოებში არ მოექცე,ესე იქცევი ლეგენდარულ ფეხბურთელად! მარგალ ირო მანგარ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 სექტემბერი 2022 00:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული