კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
პოლიტანო დაღუპავთ ერთ დღეს ლიგაზეც და მილანთან აშკარად გაუმართლა პენალისტი ორჯელ ეგრე არ უნდა ურტყამდეს.ხვიჩამ კი აქაც გადაწყვიტა თამაშის ბედი რომ არა ხვიჩას მოპოვებული პენალტი დარწმუნებული ვარ წააგებდა ნაპოლი სპალეტიმ ვერ გაბედა ადრე გაყვანა გაუხსნიდა მილანი ფრთებს.ასევე გარდამტეხი იყო ორი ყვითელი ბარათის აკიდება თან რა მცველისთვის გაწიტლების შეეშინდათ მილანს თითქოს არაფერი მაგრამ ასეთი წრვილმანებისგან შედგება ფეხბურთი
ზვიადი
19 სექტემბერი 2022 03:51
1
პენალტის გარდა ხვიჩა იყო ნული, ეგრე თუ გააგრძელა საშუალო დონის ელმასივით გახდება
lex
19 სექტემბერი 2022 10:09
38
3 ყვითელი აჰკიდა ბილანს და პენალტიც უფეშქაშა პოლიტანოს. მეტი რაღა უნდა ექნა გასვლაზე? დანარჩენს ტორინოსთან იზამს 1 ოქტომბერს.
აბო
19 სექტემბერი 2022 01:20
0
კვარაცხელია:კიდე ავკიდე პენალი
სპალეტი: გაგიჭირდებოდა
:))))
ხუმრობა იქეთ იყოს რო ძირითად მცველს აკიდა ყვითელი და გამოაცხო პენალი,ფაქტიურად გადაწყვიტა თამაშის ბედი! ყოჩაღ ჩვენს ბრილიანტ ბიჭს,ვულოცავ კიდევ ერთ წარმატებულ თამაშს!!! წარმატებები,უფალი გფარავდეს
ქართველი გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2022 00:55
0
სპალეტის ტვლიპინა დდშვცი მეეე... ეგ დაუნახავი და მარიო რუისაც ზედ კიდე ;((((
mirosan
19 სექტემბერი 2022 01:28
22
დისლაიქერები დამწკრივდით კიდე....
mirosan
19 სექტემბერი 2022 14:57
0
მაგრად ითამაშა ხვიჩამ ყველაფრის გათვალისწინებით და სამწუხაროა, მაგრამ უკვე აშკარად შესამჩნევია პასებს არ აძლევენ საჭირო დროს. ტენიან ბურთს და უყურებენ სეირს. თან ბიჭმა ამდენი პენალტი მოიპოვა და გოლის გატანის შემდეგ, ჩახუტებას არავინ გთხოვთ, მაგრამ თითი მაინც გაიშვირეთ ხვიჩასკენ, პატარა ბიჭია მეტ მოტივაციას მისცემ და გუნდსაც და თითოეულს გამოგადგებათ.
Franken
19 სექტემბერი 2022 02:10
4
საინტერესოა ახლა რას იტყვის კოსტაკურტა, რომელმა გამოთიშა კალაბრიამ ხვიჩა თუ ხვიჩამ კალაბრია? ბრავო ხვიჩა. გელოდებით იმედებით, მაკედონიაზე ნაწყენები ვართ.
G.LA
19 სექტემბერი 2022 01:03
0
მაკედონია -- "ჩემ ბედს შე....ცი , ჩემ ბეეედს..." :)))))))))))))))
მიროსან
19 სექტემბერი 2022 01:26
7
გულით სიმეონეს ულოცავს(( თავისი აღნიშვნით ლივერპულთან ყველას დაანახა 85-15 კვარას გოლი რომ იყო!! რუბინშიც ყავდა დაუნახაცები ცარიელ კარში რო შეაგდებინებდა და სხვაგან გარბოდნენ გეგონება თვითონ გააკეთეს გოლიო!! პოლიტანოს ეშლება!! რა თამაშების გმირად ავლენს კი პენალს გატანა უნდა მაგრამ... სანსირო 0-0 და მეორე ეშელონით გამაგრებულ მცველს აკიდე აბაა!? კვარა ბელისიმო!!!
მირო
19 სექტემბერი 2022 01:17
1
მაგარი ბიჭი ხარ ხვიჩა, მოვა დრო და შეგეხვეწებიან შენ დაარტყი პენალტიო!
ზაზა გ.
19 სექტემბერი 2022 01:42
0
უთხრეს დრიბლინგი ნაკლები პასი მეტი...ამის მიუხედავად 2 კაცს ყვითელი აჰკიდა, პენალტი გააკეთა და სხვას გაატანინა ,ამაზე მეტი ალტრუიზმი უკვე აღარ შეიძლება მეტი რა ჰქნას :)
საბა
19 სექტემბერი 2022 01:01
1
კალაბრიას ყვითელი როგორ აკიდა დააფიქსირეთ ? კალაბრიას ჯერ ეგონა იქცეოდა ძირს ეცემოდა ხვიჩა, ეგონა წავაქციეო უკვეო მორჩა მოთავდა საქმეო. ... მაგრამ წკაპ მერე უცებ ამჩნევს რომ წაიქცა კი არა გაიქცა გარბის ბურთიანად ხვიჩა, და არიქა მომეჭრა თავიო წააქცია სასწრაფოდ აშკარად უკვე. და მიიღო ყვითელი კიდეც. უტყდებათ დონეებს საქართველოდან ახალი ჩამოსული რომ ათოხლებს ასეთ რამეებს პირველ თამაშში თან
sprinter
19 სექტემბერი 2022 02:21
1
მაგრად ითამაშა ხვიჩამ. მაგარი მეკარე ყავთ ნაპოლის.წელს სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებეს ნაპოლი.
გიო
19 სექტემბერი 2022 02:43
8

სიახლეები პოპულარული