სიტყვიერი დაპირისპირება ხვიჩასა და კრუნიჩს შორის, ქართველი იტალიის დაპყრობას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდებმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხეს. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.

სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე
კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეგ პოლიტანო მეც არ მევასება ისე იქცევა თითქოს ის იყოს პირველი მოედანზე, არადა კვარას ტუიკამდეც ვერ წვდება, პენალტს კი საერთოდ გამართლებაზე არტყამს. დროა ხვიჩამ აიღოს ვთავის თავზე პენალთის დარტყმა. ისე რა იქნებოდა , ქართველის პირველი გაკეთებული პენალტი და გოლი სან-სიროზე ჰა,ჰა.
მალხაზ ჯობავა
17:40 19-09-2022
4
ჟირუ ჯიგარი ყოფილა! მისი მოქმედება ასე იშიფრება: - გაანებე ამ ქაჯებს თავი, თავისი გაჭირვებაც ეყოფათო!
არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მილანელები ცოტა ქედმაღლურად იქცეოდნენ მოედანზე და როცა უჭირდათ ეგრევე უხეშობდნენ, მსაჯმაც - მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე - ბევრჯერ "დახუჭა თვალი" მათ დარღვევებზე. ცოტა დაიცადეთ და "კვარა გასწავლით ჭკვას"!
ვაჟა მასწავლებელი
14:57 19-09-2022
2

სიახლეები პოპულარული