სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ "სან სიროზე" მორიგი მშვენიერი მატჩი შემოგვთავაზა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრის მთავარ არბიტრს პირველ ტაიმში 2 მეტოქე გააფრთხილებინა, მეორე ნახევარში კი სერჟინიო დესტის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა და მსაჯს პენალტიც დაანიშნინა.
ჩვენი ხვიჩასადმი სუბიექტურობისდა გამო "პარტენოპეის" მორიგ გამარჯვებას და "კვარას" მორიგ მძიმე გამოცდის ჩაბარებას აღვნიშნავდით, რა დროსაც ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი გამოგვრჩა, 96-ე წუთზე კიმ ინ ჯემ ბრაჰიმ დიასის დარტყმული ფეხით დაბლოკა და "ნაპოლის" 3 ქულა აჩუქა. ვიდეოში დაინახავთ ლეგენდარულ პაოლო მალდინის, რომელიც სამხრეთკორეელი დამცველის ქმედებით გაოგნებულია...