ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ჩვენებურის კარგ თამაშზე ამჯერად Bobo TV-ის ეთერში "რეალის", "მილანისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ისაუბრა.
მისი თქმით, ხვიჩას თამაშებზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა, როდესაც სერია A-ში ასპარეზობდა:
"ნაპოლიმ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თუმცა "მილანს" წაგება არ დაუმსახურებია. "კვარა" და ლობოტკა ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდნენ, "ბარსელონაში", "ბაიერნსა" თუ "მანჩესტერ იუნაიტედში". ხვიჩას ძალიან ძლიერი ფეხები აქვს. მსგავსი გავლენა
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.
როგორ იქცა "აუტსაიდერობისთვის განწირული" ხვიჩას "ნაპოლი" ლიდერად?