ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე თავის ტელეგრამ-არხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ივარაუდა, რომ ამას მოსკოვის "ლოკომოტივის" 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილიც გააკეთებს:
"რაც მოხდა, აქ კითხვები არ არის (ნორმალური ადამიანებისთვის), მაგრამ არის კითხვა იმასთან დაკავშირებით - როგორ.
ის, რომ "დინამოს" მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავს, მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.
რაც საზონოვმა გააკეთა - აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო. ამის უფლება ჰქონდა. რუსეთისაზე უარი თქვა.
მაგრამ არის კითხვა იმის თაობაზე, ეს ყველაფერი როგორ გაკეთდა. ნუთუ არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დაერეკა? თუ თავად საბას არა, მის აგენტს. რა არის ამაში დასაძრახი? სრულიად უადგილო რეპუტაციული დანაკარგი...
P.S. შემდეგი, ჩემი მონაცემებით - მარადიშვილი..."