მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.
"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.
ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.
შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.
პატარა ერებს ყოველთვის ჰგონიათ რომ ებრძვიან და ჩავგრავენ. მთავარია პარანოიაში არ გადაგვივიდეს ;)
ელმასის რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს დასამარცხებელი ჰყავს ჩრდ. მაკედონიელები, უფროსწორად დასამაკებელი! იტალიას კიდევ უნდა შევახსენოთ თუ ვინ ჩატოვა ქვეჯგუფში... ინტერესი გაიზრდება მეგობრებო ქართველებისადმი, ინტერესი!
აგერ საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ორმა ჟურნალისტმა (სახელს და გვარს არ დავასახელებ) სამეულშიც არ შეიყვნა ხვიჩა. კი ბატონო თავისუფალი ნებაა, ვისაც უნდა იმას დაასახელებენ მაგრამ ტეხავს უბრალოდ, რომ ჯიბრზე არის გაკეთებული და არა პროფესიონალურად. პატარა კაცის სინდრომის მიხედვით გაკეთებული არჩევანი ხვიჩას ვერაფერს დააკლებს, მაინც გულატკენია...
ვულოცავ და ძალიან მიხარია მამარდაშვილმა რომ გაიმარჯვა, თუმცა სამეულშიც რომ არ შეიყვან კვარაცხელიას და სპორტში გარკვეული გქვია ტეხავს ძაან :)