"ხვალ ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი " - ჩრდილომაკედონიური მედია ხვალინდელ შეხვედრაზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.

მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.

"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
21 წლისაა და ამ სეზონში 7 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. "ნაპოლის" მარცხენა ფრთაზე სწორედ ქართველი თამაშობს და ელმასი მისი შემცვლელის როლს ირგებს. ელიფის ხარისხი და პოტენციალი იმ მცირე წუთებს არ შეესაბამება, რასაც ლუჩანო სპალეტი აძლევს.

მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

alt"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ჩვენსავით შეთქმულების თეორიის მოყვარულები ყოფილან მაკედონლებიც. ჩვენ ვიძახით განზრახ არ დაამტვრიონ ხვიჩათქო და ეგენი იძახიან პროვოკაცია მოგვიწყვეს და ვარჯიშზე დაგვაგვიანდაო:))
პატარა ერებს ყოველთვის ჰგონიათ რომ ებრძვიან და ჩავგრავენ. მთავარია პარანოიაში არ გადაგვივიდეს ;)
Spain
23 სექტემბერი 2022 15:49
1
საქართველო არაა პატარა ერი ჯერ და პარანოია კი არა პ ------ სტივით მსჯელობ ეხლა შენ. ჯერ ერთი მაკედონიელებმა თვითონ დაანონსეს აგრესიულები ვიქნებითო და შეთქმულების თეორია არ უნდა მაგას როცა წინასწარ აპირებენ მოწინააღმდეგე ფეხბურთელის დამტვრევას მტრულად განწყობილი მეტოქე გუნდის წევრები ჩვეულებრივი ამბავია ეგ ფეხბურთში. მწვრთნელები იძულებით ცვლილებას აკეთებენ ხანდახან რომ გადაარჩინონ დამტვრევას საჭირო ფეხბურთელები
vendetta
24 სექტემბერი 2022 02:45
1
ერთი რამ არ მესმის: შარშან თუ ელმასი ინსინიესთან ერთად იყო ძირითადში, ახლა ხვიჩას ორი კაცის ადგილი უკავია თუ რა? სხვაში ეძებოს კონკურენტი, ამას არაფერი დაუშავონ (ტრავმას ვგულისხმობ), ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. თანაც რას დააგვიანეს ვარჯიშზე, მისცეს რა სალაპარაკო...
ძველი გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2022 10:56
1
სულ დაჩაგრული და გალახულის პოზიციიდან რატო ვიყურებით ვერ ვხვდები , აღარ მოგბეზრდათ? ჯერ რო მაკედონიიის გეშინია მაშინ გერმანიას რო შეხვდე ან ინგლის მაშინ რაღა უნდა დაგემართოს? ან სულ იმის შიში რო დაგვამტვრევენ, გაგვლახავენ, იმას გვიზენ ამას გვიზენ, აღარ მოგბეზრდათ ეს მშიშარა თაგუნიას როლში ყოფნაა??? ცოტა გამოფხიზლდით, მასე იმათმა იფიქრონ რო კვარცხელიას კონკურენტი ელმასია და კარგი იქნება თუ ქართველები მიამტვრევენ კოჭებს , ასე უფრო ნაკლები კონკურენტი ეყოლება ნაპოლიში და გზა გახსნილი ექნება ! ასე რო ვილაპარაკოთ ვერააა??? რაღა ჩმორის პოზიციიდან მსჯელობთ ? აღარ დაიღალეეეთ ეს 30 წელია კნავილი მესმის , !
Vasili
23 სექტემბერი 2022 09:51
4
აბ ბიჭებს არავისი შეეშინდებათ, რადგან ეს თაობა იყო, 21 წლამდელებს ვგულისხმობ, რომლებმაც ინგლისს მოუგო 3:2! გაისად ძალიან შორს წავლენ ღვთის წყალობით ევროპის ჩემპიონატზე ისე, როგორც არასდროს!
ლაშა
23 სექტემბერი 2022 12:01
0
რომ ვუყურებ სულ მეშინია ტრავმა არ მიაღებინონ
gio
23 სექტემბერი 2022 09:39
1
ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ხვიჩა გააფრთხილეთ. ხვალ ერთი ორი “ყასაბი” ელმასისთვის კარიერის გადასარჩენად და ქვეყნისთვის მთავარი ახალგაზრდა ვარსკვლავის განვითარებისთვის ხვიჩას დამტვრევას შეეცდება! თან ისე რომ ქართველი დიდი ხანი დარჩეს ლაზარეთში და მერე კიდე უფრო მეტი დრო ფორმის აღდგენას მოანდომოს. ფეხის მოტეხვას შეეცდებიან. მე თუ მიითხავ ხვიჩამ ხვალ ჯობია დაისვენოს.
Zaza
23 სექტემბერი 2022 00:35
10
სპალეტიმ გირჩია,თუ ლოურენტისმა, რომ გეთქვა: ხვიჩამ თბილისში დაისვენოსო?
"ობიექტური შემფასებელი"
24 სექტემბერი 2022 15:31
0
მართალს ამბობს ეს კაცი თუ ცოტა შორს წავალთ იმ ავბედით საღამომდე (როცა ფინალი მოგვიგეს) ზუსტად მაკედონია იყო კიტაიშვილი რო პირველ წუთებზევე დაგვიმტვრიეს და ჩემი აზრით შეგნებულადაც გააკეთეს კიტე ერთ ერთი საკვანძო ფიგურა ჩვენს ნაკრებში რომელიც დაცვას და თავდასხმას იდეალურად აკავშირებს
papuna
23 სექტემბერი 2022 10:44
1
ყველა გამოხმაურება
ჩრდ. მაკედონია უფრო დიდი ერია ვიდრე საქართველო, უფრო დიდი საფეხბურთო ერი განსაკუთრებით. ეგ მაგათ კი არ გაუმართლათ 2020 ში ვირუსის გამო და ცარიელი ტრიბუნების გამო ხვიჩას გარეშე რომ მოგვიგეს, ეგ ჩვენ გაგვიმართლა მაკედონიაში მათსავე სახლში 3-0 რევანშით რომ მოვიგეთ. და ეხლა ეგენი იმსახურებენ "რევანშს" საქართველოში. ელმასი ნაპოლის ძირითადში უნდა თამაშობდეს, ხვიჩა სკამზე უნდა იჯდეს. გორან პანდევმა კალაძეზე მეტი ლიგა მოიგო. ალექსანდრე მაკედონელი ჩრდ. მაკედონიელი იყო. და ა.შ. და ა.შ. ხვალ გაბრწყინდება მაკედონიის მზე და ოლიმპზე, ევერესტზე აღოღებულ მაკედონიელ ტილებს მიწას მოსწყვიტავს და ვარსკვლავებად ააკაშკაშებს!
Tsagarelis prognozi.
22 სექტემბერი 2022 22:09
9
ვერ გაიგო ამ ხალხმა სარკაზმი და რა გინდა რომ ქნა...
Tazo
23 სექტემბერი 2022 10:04
0
მოგზავნილი ხარ ?
ინკო
23 სექტემბერი 2022 04:48
5
ყველა გამოხმაურება
ელმასის თამაშის რა გითხრათ,მაგრამ მე უფრო მაშინებს ეგენი ისეთი უჯიშოები არიან ხვიჩას შეგნებულად ტრამვა არ აკადიონ : 2 კურდღელს მოკლავენ- ხვიჩას გაანეიტრალებენ ბინძურად და ელმასს "ნაპოლი"-ს ძირითად შემადგენლობაში გზას გაუხსნიან...ნეტა ვცდებოდე
ზურა
22 სექტემბერი 2022 21:25
4
ბოდიშით და არავის გადაუღუნონ!
ზ. ვ.
23 სექტემბერი 2022 00:46
0
არც შეადაროთ ხვიჩასთან ელმაზს კოჭიც ვერ მიუსხლტება.
Pepo
22 სექტემბერი 2022 21:01
0
ელმასმა კიარა, რატომ არ აქვეყნებთ ზოგიერთ კომენტარს ადმინებო?
ელმასის რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს დასამარცხებელი ჰყავს ჩრდ. მაკედონიელები, უფროსწორად დასამაკებელი! იტალიას კიდევ უნდა შევახსენოთ თუ ვინ ჩატოვა ქვეჯგუფში... ინტერესი გაიზრდება მეგობრებო ქართველებისადმი, ინტერესი!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 20:50
0
ნახეთ როგორ ამხნევებს მაკედონური პრესა ელმასს. კბილებით დაიცავენ ყველასთან, ჩვენსავით კი არ მოიქცევიან, ყველაზე საუკეთესო ვინც გვყავს მანდამაინც იმის განადგურებას რომ ვცდილობდით სულ რამდენიმე თვის წინ.
აგერ საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ორმა ჟურნალისტმა (სახელს და გვარს არ დავასახელებ) სამეულშიც არ შეიყვნა ხვიჩა. კი ბატონო თავისუფალი ნებაა, ვისაც უნდა იმას დაასახელებენ მაგრამ ტეხავს უბრალოდ, რომ ჯიბრზე არის გაკეთებული და არა პროფესიონალურად. პატარა კაცის სინდრომის მიხედვით გაკეთებული არჩევანი ხვიჩას ვერაფერს დააკლებს, მაინც გულატკენია...
ვულოცავ და ძალიან მიხარია მამარდაშვილმა რომ გაიმარჯვა, თუმცა სამეულშიც რომ არ შეიყვან კვარაცხელიას და სპორტში გარკვეული გქვია ტეხავს ძაან :)
Thomas
22 სექტემბერი 2022 20:45
1
კი სამეულში არ მოხვედრება იდოტობაა. მე საუკეთესოზე დავწერე. მე თუ მკითხავ წინა წელშიც საუკეთესო მგონია და ახლაც.
G.LA
23 სექტემბერი 2022 11:57
0
ვიცი რომ წინა სეზონის იყო და მამარდას ეკუთვნოდა გამარჯვება. მაგრამ შვედეთს რომ დუბლს შეუსრულებს იმ კაცს სამეულშიც რომ არ მოახვედრებ ეგ ტეხავს მხოლოდ:)
Thomas
23 სექტემბერი 2022 07:16
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული