"არ გამიკვირდება, თუ მალე სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ" - კრისტიან ძაკარდოს ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიანო ძაკარდომ Corriere Della Serra-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართული ფეხბურთის წარმატების შესახებ ისაუბრა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, არ გამორიცხავს, რომ სერია A-ში ქართველი ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდოს

მას შემდეგ, რაც "პარმას" ფეხბურთელის რანგში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, საკუთარ თავში ფარული ნიჭი აღმოაჩინა და დღეს საფეხბურთო სამყაროში შუამავლის, აგენტის როლს ასრულებს. უფრო მეტ დროს ატარებს საქართველოში, ვიდრე იტალიაში. ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლის ოქრო გახდა, "აძურის" გულშემატკივრები სწორედ ძაკარდოს უნდა უმადლოდნენ.

"ხვიჩას ტრანსფერში
შუამავლის სახით, ჩემი წვლილი შევიტანე, რაც შეეხება დანარჩენს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მოთამაშის გარემოცვასთან კარგი ურთიერთობა დაამყარეს და ოპერატიულად იმოქმედეს.

"კვარას" რამდენიმე წელია ვიცნობ, მე ვიყავი პირველი, ვინც მას ევროპაში გადასვლა შევთავაზე, ზუსტად ვიცოდი, რომ თავიდანვე ხმაურიანად დაიწყებდა, ახლა კი ვთვლი, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მას აქვს დიდი ნიჭი, მაგრამ აქვს უნარი, საკუთარი თავისთვის ნათელი მომავალი შეიქმნას, ვგულისხმობ სწორ მენტალიტეტს, რაც ალბათ, ყველაზე მთავარია.

"ახლაც საქართველოში ვიმყოფები, ვნახე მათი ეროვნული ნაკრების თამაში, საერთოდ არ გამიკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ, ეს ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება" - განაცხადა ძაკარდომ.

მომზადებულია Corriere Della Serra-ს მიხედვით

alt"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე


მკითხველის კომენტარები / 13 /
2:0 შემდეგ მოედნის ცენტრში ბუდუს ფინტმა (ქართულად ხრიკმა)ერთბაშად გამახსენა მიშა მესხი, ვიტალი დარასელია და ვოვა გუცაევი, რომლებიც ხშირად აკეთებდნენ იგივეს! ეს ერთი და სხვა მრავალი ბუდუ!
ვაჟა მასწავლებელი
20:26 24-09-2022
0
გამორიცხულია, კვარაცხელიას ფაქტორის გამო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ყურადღება არ მიაქციონ.
საქართველოს ნაკრები უკვე ბ დივიზიონში დაწინაურდა, სადაც არიან შვედეთი, სერბეთი, ნორვეგია, ყოფილი იუგოსლავიის რამოდენიმე ქვეყანა, შოტლანდია, მომავალი წლიდან იქნება ინგლისი, უელსი...
ამ ნაკრებების მოთამაშეების აბსოლიტური უმრავლესობა ტოპ-5 ქვეყანაში თამაშობს. აგენტები და სკაუტები გაათმაგებულად დააკვირდებიან აწი ჩვენებს, უკვე თუ არ აკვირდებიან.
ზიბზიბაძემ ასე გააგრძელოს და ზამთარშივე წაიყვანენ
მომავალ ზაფხულში რამდენიმე ქართველი გვეყოლება უკვე კარგ ლიგებში
zaz197
20:17 24-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული