სიომინი: ხვიჩას ფასი შეიძლება 100 მილიონი გახდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა შეიძლება 100 მილიონ ევროს მიაღწიოს.

"ტალანტის მიხედვით ხვიჩა არშავინის თანაფარდია. ფეხბურთის ასეთი ოსტატების ჩამოთვლა ხელის თითებზეა შესაძლებელი. შეიძლება 100 მილიონი ევრო ღირდეს. მთავარია მისი პროგრესი უწყვეტი იყოს.

საჭიროა აგრეთვე გუნდის ლიდერის როლთან გამკლავებაც ისწავლოს. ამას ყველა ვერ ახერხებს. ერთია, როდესაც რამდენიმეჯერ გაიბრწყინე და ყველა გააკვირვე და სრულიად სხვა, როცა გულშემატკივრები შენგან მუდმივად მაღალი დონის თამაშს ელიან. მოლოდინის გამართლება აუცილებელია, რაც რთულია", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არშავინი ვინ ოხერია?
ერთი რუსი კომენტატორის სიტყვები გამახსენდა, - ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო...
ILIA
29 სექტემბერი 2022 23:54
1
რა არშავინი ხუმრობს? მაინც წაურუსა სიომინმა
ქართველი
29 სექტემბერი 2022 22:57
4
უკაცრავად, დისლაიქზე შეცდომით დავაჭირე. რუსი რუსია, ყორანივითაა.
გიორგი
30 სექტემბერი 2022 00:48
0
ერთი, ყიფიანი თამაშობდა ამხ. გავრილოვის სტილში და მეორე ხვიჩა არის ამხ. არშავინის დარი. მიუხედავათ იმისა, რომ სიომინი კარგი მწვრთნელი და კარგი კაცია, ერთი დიდი მინუსი მაინც აქვს - რუსია და მისი გემოვნება რუსულია, აზროვნება კი დერჟავული !
დ.დ.
29 სექტემბერი 2022 23:44
0
რუსი არ არის. "უმინუსოა"
30 სექტემბერი 2022 03:14
5
ჯერ ერთი ეს შედარება ჯერ ადრეა, ხვიჩა ჯერ 2 თვის გადასულია ნაპოლიში. მეორე ეს არასწორი შედარებაა. არშავინი ძალიან მიყვარს მაგრამ ამხელა მოვლენა არ ყოფილა რამხელაც ხვიჩა იმის მიუხედავად რომ კარგი ფეხბურთელია. ეს კომპლექსიანი რუსის შედარებაა ვერ ეგუებიან იმას როცა ქართველი ჯობია. ეს გავს იმას როცა ხვიჩა კოკორინს შეადარეს ხვიჩას გაუმართლაო თორე კოკორინი მაგაზე ნაკლები კი არ არისო. არშავინზე მარადონა და მესი არავის დაუძახია და "ოქროს ბურთის" მოგებაც არავის უწინასწარმეტყველებია. ზედა ზღვარი არა აქვსო ეგეც არავის უთქვია. სლუცკი რომ სლუცკია ეგეც მიხვდა და აღიარებს მაგას რომ ხვიჩას პოტენციალი ულიმიტოა. არშავინის შედარება ქინქლაძესთანაც არ შეიძლება იმის მიუხედავად რომ ქინქლაძეს დიდი შედეგებისთვის არ მიუღწევია. არ ვლაპარაკობ შევჩენკოზე. ლომის და ტურის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.
Bidzia.
30 სექტემბერი 2022 03:01
2
ღრუსები ტრადიციას აგრძელებენ. ერთხელ ისიც თქვეს (კომენტატორის გვარი დამავიწყდა), ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო :))
ბესო
30 სექტემბერი 2022 11:08
1
არშავინი რომ უნიჭიერესი იყო ეს სადავო რატო ეგეთი ტალანტი რუსებს არ ყოლიათ ბოლო 30 წელში შეიძლება ხვიჩა ზე მაგარიც იყო მაგრამ რაც ხვიჩას აქვს ის არა ქონდა არშავავინს ეს არი პროფესიალიზმი ფეხბურთისსადმი კვარა ფეხბურთით ცხოვროვს ამიტომ იქნება არშავინზე და ყველაზე მაგარი კვარა ახალ ისტორიას დაწერს თავისი თავმდაბლობით და შრომის მოყვარეობით
Soso
30 სექტემბერი 2022 02:18
9
ჩემი მეზობლის რუსი უბორშიცას მამიდა წიგნს გამოაქვეყნებს მალე სათაურით: "ფეხბურთის თამაში მე ვასწავლე ხვიჩას!"
ქ. გ.
30 სექტემბერი 2022 09:15
2
კვარა კაი ხანია მაგ ტვირთს რაც შევაგუეთ ასე რომ მაგ ტვირთს კარგად წიკულობს და არც წუწუნებს.... მთავარია დავითაშვილმა და ჩაკვეტაძემაც გააგრძელონ ზრდა და ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით ევრო სარბიელზე... ასევე ძალიან კარგი მცველია საზონოვი მისი რა თამაშებიც ვნახდ ნაკრებში და დინამოში ძალიან საიმედო მცველია და კიდე გაიზრდება ეგ ბავშვი. მარიდაშვილზეც იმედია საიმედო ამბები გვექნება მალე... კარებში ლომფხვი გვყავს სანერვიულო მანდაც არ გვაქვს... აზაროვი ლანდიღა დარჩა თუარ მიხედა თავს დაიკარგება....
რონი
29 სექტემბერი 2022 23:39
1
4 გოლი გაუტანა არშავინმა ლივერპულს! ცნობისთვის!
რომა
30 სექტემბერი 2022 00:14
13
ხვიჩა 2 თვის მისულია და უკვე გაარღვია. ინსინიესაც ვეღარ ადარებენ უკვე. სასაცილოა, ასე რომ სანამ დრო გაქვთ მოასწარით ხვიჩას არშავინებთან და ვიღაცეებთან შედარება თორე მერე მოკვდება ეგ ბაზარი მაგაზე ლაპარაკიც აღარ იქნება.
Ff
30 სექტემბერი 2022 03:13
1
1000% სიომინს.!
666=911
29 სექტემბერი 2022 22:51
17
კიპიანი იგრაეტ ვ სტილე გავრულოვა ა გავრილოვ ვ სტილე კრუიფა......ამათ რა შეცვლით
ტრეი
30 სექტემბერი 2022 10:24
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული