ლეონიდ სლუცკი: "ტოტენჰემს" კვარაცხელია სურდა, მაგრამ თანხის გადახდაზე უარი თქვეს"

AutoSharing Option
"რუბინის" თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ, ქართველით არაერთი გრანდი დაინტერესდა, მათ შორის, ინგლისური კლუბებიც.

"რუბინში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, მის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა ყველა მათგანი მოგონილი არ ყოფილა, ზოგიერთი გრანდი ხვიჩას შეძენას მართლაც ცდილობდა, მოლაპარაკებები ფასის გამო ჭიანურდებოდა, კვარაცხელია იაფი ფეხბურთელი არ გახლავთ, თანხა, რომელსაც ვითხოვდით სრულად გამართლებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიური სტატისტიკა არ ჰქონია, ქართველი ძალიან ახალგაზრდაა.

ვფიქრობ, "ტოტენჰემმა" ჩვენს მიერ მოთხოვნილი საფასურის გადახდა უბრალოდ ვერ გარისკა, ასეთი
კლუბები დიდ თანხას იხდიან მოთამაშეებში, რომლებიც აუცილებლად ძირითად თერთმეტეულში მოიაზრებიან, ხვიჩასთან დაკავშირებით კი კითხვები არსებობდა" - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

altსლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

alt"კვარამ თამაში დაცვით ფუნქციებშიც გააუმჯობესა" - სიომინმა ნაკრებში ხვიჩას ასპარეზობა შეაფასა

alt"ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, მაგრამ ინსინიესგან განსხვავებით უფრო თამამია" - კორიერე დელო სპორტის რედაქტორი ხვიჩაზე საუბრობს



მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის სლუცკი? დღეს ერთს იტყვის, ხვალ სხვას, ზეგ კიდევ განსხვავებულს, ერთი სიტყვით ამ ხალხის სიმართლეს ვერ გაიგებ ეს ერთი, მეორეც ის რომ, რა დონის სპეციალისტთან გვაქვს საქმე? რა აქვს მოგებული? რომელი სახელოვანი ფეხბურთელი აღზარდა? საერთოდ რუსულ ფეხბურთს რა პროგრესი აქვს საერთაშორისო არენაზე? ხვიჩას ეტმასნებიან, ლამის არის მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, ხვიჩა ჩვენი აღზრდილიაო, კი წერენ ქართველიო მაგრამ თუ ქართული ფეხბურთის სკოლის აღზრდილია იმას აღარ ახსენებენ, ყელში ეჩხირებათ თუ რაიმე ქართული კარგია, ეს ავადმყოფობა თაობიდან თაობაზე გადადის, მასლაჩენკოს ლამის ინფარქტი მოუვიდა, დინამომ თასი რომ აიღო, ერთი სიტყვით ამ ხალხს შური ალაპარაკებთ სხვა არაფერი, რუსეთის ვარსკვლავი ძუბა თურქეთში ორი მატჩი ათამაშეს და მორჩა, პანღურს ამოარტყამენ მალე......ასე რო ხვიჩათი ამაყობენ ეხლა,სხვა მეტი საამაყო თავისი არავინ გააჩნიათ! ასე რომ ობიექტურ შეფასებას არც ველი ამ ხალხისგან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სლუცკის გამოთქმულ აზრს, გინდ სლუცკი იყოს გინდ ბიშოვეცი, გინდა ლოვჩევი და გინდაც კავაზაშვილი, ერთი ს........ია ყველა.
Ანზორი
02:45 03-10-2022
1
სალაჰი არ არის ტექნიკური?მაგრამ ფიზიკურად უნდა იყო მეტი მომზადებული აქა განსხვავება რაშიც დგევანდელ რეალობაში გაუჭირდება ხვიჩას რომ მოძლიერდება გაქაჩავს
ზვიადი
20:14 29-09-2022
4

სიახლეები პოპულარული