ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენები საქართველოს ელჩებად ითვლებიან. ისინი ამ პატარა ქვეყანას უფრო მეტად ცნობილ და საინტერესოს ხდიან, ერთ-ერთი მთავარი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეიძლება ითქვას. Pechefootball-ს ინსტაგრამზე 104 000-ზე მეტი გამომწერი ყავს, ამზადებენ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვიდეოებს და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ხვიჩასა და ქართულ კულტურაზე დაფუძნებული პატარა ისტორიული გაკვეთილი უცხოელებისთვის.
"ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს, რაც განპირობებულია უზარმაზარი საფეხბურთო პერსპექტივებიდან. ფართობით რომ შევადაროთ, საქართველო ამერიკის 0.7%-ია, მოსახლეობის მიხედვით 133-ე ადგილს იკავებს.
ამ ქვეყანას ულამაზესი პეიზაჟები აქვს (ლამაზ ადგილებს გულისხმობს), ასევე ითვლება როგორც ღვინის სამშობლო. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას გამო შეიცვალოს. 21 წლის ვინგერი იტალიურ კლუბში გადავიდა და უკვე 7 მატჩში მონაწილეობა 6 გატანილ გოლში მიიღო. 90 წუთში გატანილი გოლებით ის მე-3 ადგილს იკავებს.
თუმცა მასში საინტერესო მხოლოდ სტატისტიკა არ არის, "კვარას" ბურთის ორივე ფეხით კარგად დარტყმა შეუძლია, აქვს საუკეთესო მენტალიდები, მასში გაერთიანებულია ძალა, სისწრაფე და ნიჭი, რაც დრიბლინგის დროს ლავირების საშუალებას აძლევს. ამ სეზონში პენალტის ზონაში ბურთი თერთმეტჯერ შეიტანა (ატარებს), რითაც სერია A-ში მე-3 პოზიციაზეა. მიაღწევს მწვერვალს და გახდება ის, რითაც ცნობილია საქართველო".
იმიტომაც ამბობს აშშ-ის ტერიტორიის 0.7 % არის მარტოო. ამერიკის ჯორჯია გონია.
ინსტაგრამი ვისაც გაქვთ, მიწერეთ კომენტარებში, თორემ ამირიკის ნაწილად გვასაღებს ტიპი
ახლა ერთი შენიშვნა სტატიის ავტორს. ვიდეოს ავტორი ამბობს, კვარამ ბურთი 12-ჯერ შეიტანა საჯარომოშიო და აქ რატომ წერია 11-ჯერო?:-))