"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ტორინოსთან" გამარჯვებასა (3:1)  და ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ნეაპოლური კლუბის საიტი გამოეხმაურა:

"ნაპოლი" ცეცხლს ანგისასა და კვარაცხელიას საფირმო გოლებით ანთებს. შაბათ
დღეს "მარადონაზე" "ლაჟვარდოვნებმა" 40 წუთში შოუ მოაწყვეს. კვარაცხელიამ ჯადოსნურად თავისი ჩვეული პროგრესიით გაიბრწყინა, მეურვეებს დაუსხლტა, დრიბლინგისას თითქოს ბალახი "დაწვა" და განუმეორებელი გოლი დახატა. "ნაპოლიმ" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, სამშაბათს ამსტერდამში თამაშობს და გუნდის წარმატებები მხოლოდ იწყება".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ქართველის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპლეტიმ გააკეთა: "პირველ ტაიმში კვარაცხელიას იმიტომ დავუძახე, რომ მინდოდა უფრო მოედნის სიღრმეში
დაეწია, რათა ცენტრიდან შეტევის მეტი საშუალება ჰქონოდა. "კვარა" გასაოცარია, ბურთის დაფარვა, დრიბლინგი და თავისუფალი პარტნიორის მონახვა ეხერხება - ორჯერ ზილენსკის პასი გაუკეთა. ვარიანტებისას სათამაშო გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც სტრატოსფერულია".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ამ კაცს კარგი უნდადა თქვენ კიდე გაუწყალეთ საქმე.ავა არ ასწავლოს რა და როგორ.მაშინ მიუშვათ თავის ნებაზე და ირბნისის ზევით ქვევით.
კახა ქ.
02 ოქტომბერი 2022 15:07
1
აიაქსსაც დააჯდა სიკვდილის ბუზიიი!!!
Zaza
02 ოქტომბერი 2022 14:06
1
დონ სპალეტ ხვიჩას დაარტყმევინე თავისივე პენალტები და კოსმოსი გექნება ნაპოლში და იტალიაშიც
Zaza
02 ოქტომბერი 2022 10:53
1
Meore golisas tu daakvirdit angisa centridan garboda pirispir da mcveli mainc xvichas meurveobda,arafrit datova da ar gadavida angisaze,es ukve mandrajia kvarasi ukve magrad eshiniat mcvelebs...
Givi
02 ოქტომბერი 2022 09:21
0
ხვიჩა მიყვარხარ შვილივით, პატარა ძმასავით, ძალიან ახლო მეგობარივით მოკლედ ჩემი იმედი და სიხარული ხარ. სიტყვები არ მყოფნის, ვერ ვპოულობ აქ დავწერო. მადლობა ასე რომ მახარებ.
G.LA
02 ოქტომბერი 2022 06:06
0
ნუ გაუხურეთ ამ სპალეტის საქმე, დაუყვირა ხვიჩას, ბოლომდე არ ათამაშებს. აქ ყველა პროფესორია და მწვრთნელზე მეტად იცის რა სჭირდება ხვიჩას. ფერგიუსონს კრიშტიანუ რონალდუ თავიდან საერთოდ შეცვლაზე გამოჰყავდა და ვარჯიშებზე არ ზოგავდა, მერე რა? არ დადგა კრისტი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც ფერგიუსონს მამას ეძახის? მასეა ხვიჩაც, იმედია, ისიც რონალდუს შედეგებს გაიმეორეს.
არჩილ
02 ოქტომბერი 2022 05:05
0
ესეც არ შეუძლება, ცოტა დაინდე, თორემ გაბოროტდებიან და ......... ღმერთმა არ ქნას!
კ ო მ ბ ლ ე
02 ოქტომბერი 2022 02:41
5
რას ქვია "როგორც იქნა აღიარა", აქამდე არ უღიარებია თუ მეხსიერება არა გაქვთ რა შეუკიკინეთ ამ სპალეტის
???
02 ოქტომბერი 2022 01:55
1
მართალი ხარ. ეს ჟურნალისტებიც იზიარებენ პოზიციას რომ ხვიჩას ჩაგრავენ, სათანადოდ არ აფასებენ, პასს არ აძლევენ. მოკლედ სოფლის ბირჯა როგორც აღიქვავს ფეხბურთს, ისე აღიქვავენ ესენიც. არადა ბათუმის დინამოს და რუბინის ფეხბურთელი აიყვანა სპალეტიმ სერია ა-სთვის მებრძოლ კლუბში და ამაზე დიდი აღიარება რა უნდა იყოს?
Semi
02 ოქტომბერი 2022 09:58
1
ბაზარი არაა, ღმერთმა გადმოხედა ქართველს ძლივს და საუკეთესო ვარიანტ გუნდში, კიდე უფრო საუკეთესო დროს და შესაძლო ვარიანტებში საუკეთესო მწვრთნელთან აღმოჩნდა და კიდე სპალეტის უხურებენ... ამას ჩვენზე მეტად უნდა რო ბოლომდე გაიხსნას კვარა... შებოჭვა რო უნდოდეს, ან აქამდე შებოჭავდა და თი ვერ დაიმორჩილებდა დასვამდა სკამზე...
რა მაფიაა?
02 ოქტომბერი 2022 05:55
1
20 წლის წინ მანჩესტერში სპორტინგიდან ახალ გადმოსულ პატარა ბიჭს აღრფთოვანებული რომ ვადევნებდი თვალს, აი ეგეთი გრძნობა მეუფლება ეხლაც ხვიჩას რომ ვუყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ეს ჩვენი ბიჭია. ტელევიზორიდანაც იგძნობა ეს მისი დიდი ენერგია და უსაზღვრო ტალანტი.
ზურა
02 ოქტომბერი 2022 01:54
1
ჩვენი სიამაყე ხარ!!!!!
საქართველო
02 ოქტომბერი 2022 01:05
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული