როცა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიური კარიერა შთამბეჭდავად (საწყის 2 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი) დაიწყო, ქართველი გულშემატკივრები ხშირად ობიექტურად, ზოგჯერ კი ნაკლებად, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიმართ სხვადასხვა მიზეზით იყვნენ
თუკი ხვიჩა ვინმეს მხოლოდ დრიბლინგის ხარჯზე გამორჩეული ეგონა, "ტორინოსთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "კვარას" ბევრი სხვა რამ შეუძლია ისეთი, თანამედროვე ფეხბურთში ასე რომ ფასობს. ჩვენ კი აქამდეც ვიცოდით და უშუალოდაც გვენახა, მაგრამ სპალეტი ახლა დანამდვილებით დარწმუნდა, რომ ქართველ შემტევს პასის კარგი კულტურა აქვს. ინდივიდუალისტ მოთამაშეებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ პარტნიორი "შეიმჩნიონ". ყველაფერთან ერთად, დრიბლინგისას დაკარგული ბურთი, შესაძლოა, გაშვებულ გოლად დაგიჯდეს, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა, ამა თუ იმ ფებურთელის მიერ თამაშის საკუთარ თავზე აღება, გამწვავება და გატანა რომ არა, გამარჯვება მხოლოდ რისკის მინიმუმამდე დაყვანით მოხერხდება?!
ტურინელებთან დაპირისპირება იყო ის მატჩი, სადაც კვარაცხელიას თითქოს მაქსიმალურად კარგად იცავდნენ. ქართველს წარმატებული დრიბლინგები, თვით "ლივერპულის" მცველებს თავბრუ რომ დაახვია, არ გამოუვიდა, მაგრამ თამაშის ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ტაქტიკურ ნიუანსებში აშკარად უკეთ განსწავლულ ჩვენებურს ვხედავთ, რომელიც გუნდურ მექანიზმში ძალიან კარგად ჯდება.
"ნაპოლის" პირველი გოლი - კლასიკური ნიშანი იმისა, როგორ უნდა გამოიყენოს გუნდმა, როცა კვარაცხელიას განსაკუთრებით მეურვეობენ. კოტდივუარელი ცენტრალური მცველი ჯიჯი ხვიჩას ისე "გადაჰყვა", დაცვაში სივრცეები დატოვა, უკანახაზელებსაც გადაწყობა მოუწიათ და ამით ანგისამ ისარგებლა.
მეორე გოლი - როგორც მოწინააღმდეგის მცველები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები ელიან, რომ შეტევა კვარაცხელიაზე გაგრძელდება. ხვიჩა ძალიან სწორად მოძრაობს, ერთი მხრივ, მცველების ყურადღებას იქცევს, რათა ანგისას მეტი სივრცე დარჩეს, ამავდროულად კი მზადაა, პასი მიიღოს და დააგვირგვინოს. მართალია, ამ დროს ტურინელთა მცველი კამერუნელს ზანტად მისდევს, თუმცა "ტორინოს" ფეხბურთელები სათანადოდ დაზღვევას ვერ ახერხებენ - ქართველი შემტევი ხომ საჯარიმოშია.
მესამე გოლი - ტურინელებმა თითქოს მთავარი მიზანი შეასრულეს, კვარაცხელიას ბურთი საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს მიაღებინეს, საიდანაც იერიშის გოლით დაგვირგვინება რთული იქნებოდა, მაგრამ ერთხელაც გამოჩნდა, "კვარა" როგორც უნდა "ჩაკეტო", მას მაინც შეუძლია "გაგექცეს". უკვე წარმოუდგენელი ამბავია, ყველა ტურნირზე ერთად მას 33 წაუგებელი შეხვედრა აქვს, სადაც 20 გოლი გაიტანა და მატჩი, ფაქტობრივად, არ ჩაუგდია, ყველგან გამორჩეულია...
იტალიური ამბების დაწყების შემდეგ კვარა უფრო და უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდება. შემთხვევითი შეიძლება იყოს, რომ მისი შეცვლის დრომ ასე გადაიწია? სანაკრებო პაუზის შემდეგ მოთამაშეები გადაღლილები არიან და ამ დროს ხვიჩას ტიპის ფეხბურთელის ადრევე დასვენება ყველაზე ლოგიკურია ხოლმე, მაგრამ მწვრთვნელი ყველაზე კარგად გრძნობს, კვარაცხელიას ფიზიკურად კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია. ისიც ვიცით, მოთამაშეები შეცვლას თავად ითხოვენ. ჩვენებურის შემთხვევაში ასეთი არ გვახსოვს, თავადაც დიდ ენერგიას გრძნობს.
ადრეც დავწერეთ, კვარაცხელიას ართმევები იგივე ესპანეთის ნაკრებთანაც გვინახავს და მალე ამ მხრივ სასაყვედურო არავის ექნებოდა და ხვიჩასგან მასაც შევეჩვიეთ, ისევე, როგორც მას მინდვრის ცენტრში და მარჯვნივ. ობიექტურად დავუშვათ, რომ საპირისპირო ფლანგზე მოთამაშე მატეო პოლიტანო იქნებ უფრო მეტი ბურთის მოპოვებას ახერხებს, შეტევაში ის ისეთივე პროდუქტიულია, როგორც ხვიჩა? შეცვლაზე შემოსული ირვინგ ლოსანოსგანაც საოცარი ვარდნა ვნახეთ, მაგრამ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ლიდერად მოაზრებული მექსიკელი საკუთარ ფლანგზეც კი უალტერნატივო აღარაა...
მაინც ვილი სანიოლის ნათქვამს დავუბრუნდეთ და ხვიჩა "ცაში" ბოლომდე არ ავიყვანოთ. რატომ გვგონია წარმოუდგენელი, "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოს და ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო გახდეს? - ჰოდა, თუკი ასე არ მიგვაჩნია, მაშინ სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვხედავთ, რომ კვარაცხელიას თანაგუნდელებთან კომუნიკაცია უკვე გაუმჯობესებული აქვს, ცოტა ხანში უფრო თამამსა და კარგი გაგებით, სპორტულად "თავხედს" ვნახავთ, ძირითადი კი არ შეიცვლება - ის ისეთივე თავმდაბალ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და კეთილ ბიჭად დარჩება.
კვარაცხელიას მორიგი გოლი და "ნაპოლის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!