ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ინფორმაციით, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისს" ჩაიბარებს.

ფამაგუსტური გუნდის ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას შემცვლელი სლოვენიელი დარკო მილანიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მას მალე გაათავისუფლებს.

ხისკო უკვე კვიპროსზე იმყოფება, ის გუშინ "ანორთოსისის" მატჩსაც დაესწრო, სადაც ქართველების გუნდი ლარნაკის "აეკთან" 0:4 განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ესპანელსაც მალე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე იცავს.

ჩისკო ადრე თბილისის "დინამოს", "უოტფორდსა" და "უესკას" ავარჯიშებდა...
მკითხველის კომენტარები / 4 /
Giorgi
04 ოქტომბერი 2022 05:44
1
წარმატებები ჩისკოს
გიო
03 ოქტომბერი 2022 10:52
0
ავაეჯიშებდა მაგარია. იქნებ შიგადაშიგ წვრთნიდა კიდეც, ჰა?
რა გვეშველება?
03 ოქტომბერი 2022 06:18
1
ჩისკო და ლორია გუნდელებიც იყვნენ ერთ დროს
გულშემატკივარი
02 ოქტომბერი 2022 16:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული