ფამაგუსტური გუნდის ხელმძღვანელობა თემურ ქეცბაიას შემცვლელი სლოვენიელი დარკო მილანიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მას მალე გაათავისუფლებს.
ხისკო უკვე კვიპროსზე იმყოფება, ის გუშინ "ანორთოსისის" მატჩსაც დაესწრო, სადაც ქართველების გუნდი ლარნაკის "აეკთან" 0:4 განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ესპანელსაც მალე წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისის" ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე იცავს.
ჩისკო ადრე თბილისის "დინამოს", "უოტფორდსა" და "უესკას" ავარჯიშებდა...