კარლო ანჩელოტი: კვარაცხელია განსაკუთრებულია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ნაპოლიმ" ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატა, ახალი სისხლით შეივსო. ახლა ძნელია განსაზღვრო, ამ გუნდს რა შეუძლია. არაპროგნოზირებადი გახდა.

კვარაცხელია სიურპრიზია? მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცნობდა. თუ ვინმე საქმის კურსში არ არის - მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც "ნაპოლიში" ვმუშაობდი. ის განსაკუთრებული მოთამაშეა", - განუცხადა ანჩელოტიმ Rai Sport-ს.

ანჩელოტი ნეაპოლურ გუნდს 2018-2019 წლებში ედგა სათავეში - "რეალი" ხვიჩას საყვარელი კლუბია.

alt"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

alt"ტორინოსთან" მატჩის

შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

altმთელი სტადიონი სკანდირებს - ხვიჩა კვარაცხელია! - რა ხდებოდა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნაზე "ტორინოსთან" კვარაცხელიას გოლის შემდგომ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ახლა რომ იყიდოს რეალმა 40 მილიონი ხომ უნდა გადაიხადოს და რატომ დააჯენს
Imereli
04 ოქტომბერი 2022 16:39
0
ადრეა ჯერ რეალი, ძაან ადრეა... თქვენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ კვარას რა შეუძლია, ჭერი არ აქვს, ნიშნავს რომ ჭერი არ აქვს და ეს მართლა ასეა... რეალის დონემდე ბევრი უკლია კიდევ და ფანტასტიურ ადგილასაა ეხლა... გარანტია რო იყოს რო კარლო კიდე 4-5 წელი იქ იქნება, შეიძლება, სხვანაირად რეალმა შეიძლება დაღუპოს ეხლა რო აღმოჩნდეს იქ...
რა მაფიაა?
03 ოქტომბერი 2022 19:47
0
კარლიტო წაიყვანე თავის საოცნებო კლუბში ხვიჩა შე კაცო და გაჩვენებს როგორი თამაში შეუძლია.
დავით ქართველი
03 ოქტომბერი 2022 16:47
0
პრემიელიგაში არ გადავა და ესაა კარგი...
Lasha
03 ოქტომბერი 2022 16:16
0
პაპა კარლიტოს შექება ნამდვილად სასიამოვნოა. კიდევ უფრო სასიამოვნო რომ ადრევე იცოდა ხვიჩას შესახებ და არც დავიწნია. ეს განცხადება რეალისაგან ყურადღებაა ხვიჩასადმი, რასაც მე უკვე ველოდი. მჯერა ხვიჩას მწვერვალზე ვიხილავთ, მოვა ეგ დრო. წარმატება ჩვენ ბრილინტს.
G.LA
03 ოქტომბერი 2022 13:48
0
წარმატებები და წარმატებები, რაც ღმერთმა მოგცა გამოიყენე, გახსოვდეს, რომ დამოუკიდებელ საქაქართველოში უდიდესი ტალანტი ქინქლაძე იყო, იშრომე, იშრომე, იშრომე, გახსოვდეს ქინქლაძე
საქართველო
03 ოქტომბერი 2022 09:40
6
ხოდა წაიყვანე რეალში.სპალეტს მოსცილდებოდეს ნეტავ და.....
კახა
03 ოქტომბერი 2022 08:59
48
კვარამ თქვა, არ ვკითხულობ ვინ რას ამბობს ჩემზეო :))
!!
03 ოქტომბერი 2022 07:14
0
წარმატებები საამაყო ბიჭს!!!
ნიკო
03 ოქტომბერი 2022 02:59
3
ეს უკვე სერიოზული აღიარება !!!
ხვიჩა მიაწექი ბოლომდე და შენ უკვე მიზანს მიახწევ!!
ჯონი
03 ოქტომბერი 2022 01:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული