ხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონეზესთვის" მზად იქნება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 6:1 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

შეხვედრის მიმდინარეობისას "კვარას" დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ქართველს ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა... გაიტანა გოლი და სპალეტის შეცვლაც სთხოვა.

Geo Team-ის ცნობით, ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, დაზიანება არ აწუხებს და მომდევნო ტურში (9 ოქტომბერს, "კრემონეზესთან) სათამაშოდ მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
დიშან სკან დიდაშ ... ... ჯოღორ დო ღეჯიქ!!! კვარა არასოდეს დაიტრამვება!!! შენი ტრამვა საქართველოს ტრამვაა, ფეხზე ძლიერად იდექი ჩვენო ბრილიანტო!!!
dimo
03:36 05-10-2022
1
გასაგდები იყო იმ მომენტზე. გაიმეტა რასაც ქვია. კიდე კაი სერიოზული არაფერია, როგორ გადარჩა, რაღაც სასწაულებრივად.
როგორ მეზიზღება ასეთი თამაში და ხვიჩასაც აქვს ნათქვამი რო ვერ იტანს უხეშ თამაშს.
ერთმა ბინძურმა კონტაქტმა შეიძლება მთელი კარიერა გადაგიწყვიტოს. ეგრევე წითელი უნდა იყოს ამაზე და ჭკუას ისწავლიან. რამდენი უხეშობა გაატარა მსაჯმა გავგიჟდი.
ეს რა იყო !
Spain
03:30 05-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული