"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ეეეე, ბიჭებო თქვენ ძალიან შორს ხომ არ ვწახვედით? თქვენ ასწავლით სპალეტის ვის როგორ მოექცეს და ვისზე რა თქვას? კაცი დაბერდა ამ საქმეში, თქვენ კი გუშინ დაიწყათ ფეხბურთის ყურება და მაშინვე სპალეტის ჭკუის სწავლება მოგინდათ?
ჟორა გაბრიჭიძე
05 ოქტომბერი 2022 12:42
4
რასპადორიმ მოიხადა ბოდიში 0:0 ზე რომ არ მიუგორა უკეთეს პოზიციაში მყოფ კვარას ?? რათქმაუნდა კვარას გოლზე მაგარი პასი მისცა მაგრამ სხვა რა უნდა ექნა რო :))
bejo
05 ოქტომბერი 2022 11:25
4
სპალეტი არ არ ცუდი კაცი. თქვენ ელემენტალური არ გესმით იქ რა ხდება
ერთი
05 ოქტომბერი 2022 19:18
5
სად არ არის ცუდი კაცი? ოჯახში?დიმიტრი გელოვანი?
დავით67
06 ოქტომბერი 2022 03:40
0
რა სისულელეა. უნაკლო ხალხს თუ ეძებს სპალეტი, რომის პაპს მიაკითხოს, უნაკლო ვარო ის იძახის
ზურაბ
05 ოქტომბერი 2022 13:26
9
კონტენტის დამახინჯება აქ მოდაშიაა..მე ვსაუბრობ სისტემატიურ დაცვაზე.არცერრთი არაკლასიკური ვინგერი რომელიც მეორე ფორვარდი უფროაა არ თამაშობს სისტემატიურ დაცვას ეს არის ბოდვაა.მაგალითს ვერ მომიყვანთ თანამედროვე ფეცბურთში მსგავს.ზონური თავდაცვის პრინციპით ხშირად ამას აკეთებენ ნახევარმცველები.მოვიყვანე მაგალითი ვინიციუსი როგორ უნდა გამოიყენოს სპალეტიმ რომ უფრო მეტი პოტენციალი გამოავლინოს როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად.ვინიციუსიც ბევრჯერ კარგავს ბურრთს მაგრამ კარლო აძლევს შეცდომების უფლებასაც უდგება ისე როგორც მოთამაშისგან რა შეიძლება მიიღოს.ვინიმ რომ სტაბილურად წინ და უკან ირბინოს რასაც აკეთებს იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებდა.მაგას კარდიო უნდა.მერე იძახიან ხვიჩას კარდიო არ უვარგა ფიზიკურად სუსტიაა.მიდი აბა ყველადაკარგულ ბურთზე შენი გუნდის ირბინე უკან მერე წინ წადი სასწაულები აკეთე.ძალიან რთულია.მეტი შეუძლია თუ დაცვაში ნაკლები დავალება ექნება.აქ ხალხი უდგება ხვიჩას ჩვეულებრივ ფეხბურთელად.ძალუინ მაგარი რომაა ამიტომაც უნდა ჰქონდეს მეტი თსვისუფლება.ესე ქონდა რონალდოს.მესის..მბაპეს ნეიმარს მაგათი დაცვა არ გაიშვას არსად. სად გინახუიათ რონალდოს.ნეიმარის.მბაპეს.მესის დდაცვა. სპალეტი რიგ ეპიზოდებში აჭარბებს კვარაზე.
Dyablo
05 ოქტომბერი 2022 14:01
0
მეჩვენება, თუ ეს უშნო კაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს კვარაზე? ის მას თრგუნავს და ინიციატივას უკარგავს. ნიჭს თავისუფლება სჭირდება. ამ კომპლექსავიკ კაცს საშუალო ფეხბურთელები უნდა რომ ჰყავდეს, რომ მთელი დიდება თვითონ მიიწეროს. გადასარჩენია ეს ბიჭი ამ ურჩხულისგან. რა ბოდიშები, ფლეიმეიკერია კვარა, სხვებს რომ გოლი გააქვთ, იმიტომ, რომ დაცვა მასზეა მიჯაჭვული და სხვები თავისუფლად გრძნობენ თავს. ეს ვინაა, ეს დრაკონი მართლა!
ი.ნ.
05 ოქტომბერი 2022 17:17
25
Ნაკრებში თამაშის დროს პასი რომ არ მიცეს რამდენჯერმე საგოლე პოზიციაზე მყოფს და ის თამაში წავაგოთ მაშინაც შეწუხდებით დათრგუნვაზე?
ირაკლი ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2022 18:40
6
დრაკონი არა, დრაკულაა. რასპადორის სისხლს სწოვს დროდადრო. ოსიმენი ხომ ისეც ვიცით, რა დღეში ჩააგდო. :))
ი.ნ.-ს
06 ოქტომბერი 2022 07:38
0
ისე, კვარას კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდედულიც საგოლე პასია და ოლივიერას მიერ ხვიჩაზე გაკეთებული იდიალური პასი,როდესაც საჯარიმოში ორი მცველი მოჭრა და მარტოდ დატოვა მეკარესთან? კვარა რომ გუნდურად არ თამაშობს ისიც ფაქტია, თითქოსდა გუნდი ცალკე თამაშობს და ის ცალკე, ამიტომაცაა გუშინაც და ტორინოსთან თამაშისას მიიღო არც ისე მაღალი შეფასება, მიუხედავათ იმისა რომ ორივე თამაშში გოლი გაიტანა.გუშინაც ისე ამოკეტეს ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა, რამდენიც სცადა ყველა წაართვეს,2-ჯერ თუ 3-ჯერ მიეცა საშუალება თანაგუნდელისთვის ბოლო პასი გაეცა და ყველაჯერზე თვალდახუჭული კარში დაარტყა. მგონია მისი ტალანტის პატრონი დროთა განმავლობაში დაიხვეწება, უფრო თანამედროვე და სოლიდურ ფეხბურთს ითამაშებს და გასახდელში ბოდიშის მოხდაც აღარ მოუწევს. თორემ რა გამოდის? ნაპოლმა სამ ტურში 13 გოლი გაიტანა და აქედან კვარას ანგარიშშზე, რომელიც გუნდის ლიდერად და ლამის მეგა ვასკვლავად შევრაცხეთ, მხოლოდ ერთია ისიც 6-1 მოგებულ თამაშში გატანილი მე-5 გოლი.
შაკო
05 ოქტომბერი 2022 13:22
33
ფაქტია, რომ ერთ მომენტში, მისივე თამაშის წყალობით მიიზიდა ყველა დამცველი და მარცხნივ დარჩა თანაგუნდელი (გვარს მნიშვნელობა არ აქვს) რომლისთვისაც პასი, რომ მიეცა 95% გოლი იყო, მაგრამ არ მისცა.

კი პასი უნდა მიეცა ნამდვილად, მაგრამ აქ სპალეტი ერთ რამეში ცდება. ხვიჩა ჯერ უცნობი ფეხბურთელია მსოფლიოში და ჯერ კიდევ თავი უნდა დაიმკვიდროს: მცველებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმაც კი უნდა გაიცნონ.

ისევე როგორც კალათბურთში, თუ მსროლელი არ ხარ, დამცველი 2 მეტრი დისტანციიდან აგიყვანს, და შენი შეტევის შესაძლებლოიბა, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან ფარქვეშ მცირდება.

ფეხბურთშიც, მცვლელებს კვარას შიში უნდა ქონდეთ, რადგან უნდა გადავიდნენ მასზე, რადგან დამრტყმელია, ასევე შემსვლელია დრიბლინგით. მაგრამ ასევე უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ ბოლომდე, რადგან ხციჩამ პასისი მიცემაც იცის და არ იღორებს.

როცა ასეთ ოქროს შუალედს დაიცავს, ნამდვილად ეყოლება მთელი მოწინააღმდეგის დაცვა გაურკვევლობაში და მასვე გაუადვილდება თამაში. თუ დაცვამ იცის, რომ ეს "ღორობს" და პასს არ იძლევა, ყველა უფრო მარტივად გადავა მასზე და ხვიჩასაც მეტად გაუჭირდება გოლის გატანა და პასებსაც ნაკლებს მიიღებს.
ბევრჯერ მარტივი გენიალურია
05 ოქტომბერი 2022 12:27
3
მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას კვარასა და მთლიანად ნაპოლს. მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მგონია, რომ სპალეტი ხან მაინც აკნინებს ხვიჩას შესაძლებლობას.
თემური
05 ოქტომბერი 2022 11:11
12
ხვიჩა რომ ძალიან მაგარია ეს ყველამ ვიცით მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს ამ ყველაფერმა ხვიჩას ურთიერთობა არ გაუფუჭოს სხვა ფეხბურთელებთან რაც ყველაზე მთავარი
maroko
05 ოქტომბერი 2022 15:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული