"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ყოველგვარი ურა პატრიოტიზმის და ემოციების გარეშე. სპალეტი როგორც მწვრთნელი არ არის ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი. როცა მსგავსი ტალანტი მინდის გუნდში ყველა ცდილობს ხელი შეუწყოს და უფრო ადვილად გაიხსნას მოთამაშე გაიაროს ადაპტაცია, კვარას შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ხდება. სპალეტი თავისი კომენტარებით რასაც საჯაროდ აკეთებს და ალბათ პირადად უფრო მეტს ეუბნება ბოჭავს კვარას და ეტყობა კიდევაც როგორი დაძაბულია ყველა თამაშში კვარა. პ.ს. ძმებო ქართველებო ნაპილის გვერდზე გთხოვთ დავალაიქოთ კვარაზე პოსტები მაგრამ ამდენ კომენტარს ნუ ტოვებთ, ფაქტია რომ ეს აღიზიანებთ და კვარას საქმე არ გავაფუჭოთ ადამიანურად გთხოვთ ყველას.
ლაშა
11:30 05-10-2022
17
სავარაუდოდ, იქ ზის ქართველი ჟურნალისტი და კითხვებს უსვამს პერსონალურად კვარაცხელიას შესახებ ყველა თამაშის შემდეგ. ხოდა, ამ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო ცოტა ხანი აღარ ქნას ასე. მესმის, რომ სტატიები მეტად კითხვადია, თუ სპალეტი პერსონალურად ახსენებს მის გვარს, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია მისთვისაც, გუნდისთვისაც და მომენტ პუბლიკისთვისაც. ასე მხოლოდ სტრესავთ და ცუდ საქმეს უკეთებთ ბავშვს.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული