"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. მანამდეც ვიყავით, განა არა, უბრალოდ მივიწყებული გვქონდა და თითქოს მოლოდინიც გამცვდარი. ხვიჩას გამოჩენა მხოლოდ საფეხბურთო საშველი როდია - არაერთი ემიგრანტი მწერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს. მინდა დიდი წარმატება და სტაბილური კაშკაში ვუსურვო.
შეგახსენებთ, ნეპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე უდანაკარგოა, ბურთების ბალანსი კი 13:2-ზე აქვს.
ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]
მსოფლიოს ნაკრეში იყო გამოძახებული და რუსებმა დაბლოკეს, გვყადა
მეტრეველი, იამანიძე, ბარქაია, ჩოხელი, გვყავდა ევროპის ჩემპიონები
მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, მოვიგეთ უეფას თასი (ყიფიანი, დარასელია,შენგელია, ჩივაძე...
გვყავდა ევროპის ვიცე-ჩემპიონები -ხურცილავა, ძოძუაშვილი, ასათიანი, ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდებში ახალი ინტერესები გაჩნდა, პროვინციონალიზმმა იმძლავრა,
მაგრამ ფეხბურთი მაინც პირველ სახეობად რჩება და ყველას გვიხარია და ვტკბებით ხვიჩას თამაშით, მადლობა ხვიჩას და მის სობლებს