კვარაცხელია-ლოჩოშვილის დაპირისპირება არ შედგება? - ხვიჩა სერია A-ს შემდეგ მატჩს გამოტოვებს?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, იტალიის სერია A-ს შემდეგ ტურში სათადარიგო სკამზე იყოს. 

როგორც იცით, კალჩოს მორიგ ტურში ჩვენებურების დაპირისპირება შედგება, ხვიჩას "ნაპოლი" ლოჩოშვილის "კრემონეზეს" სტუმრობს. 

მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" დაპირისპირებაში მიიღო. "კორიერე დელა სპორტის" ცნობით, ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბი ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. 

"კრემონეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 9 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ჯობია არ ითამაშოს ეს თამაში და დაასვენოს ფეხი. საკმაოდ ხისტია გუნდია თან კრემონეზეც.
შაკო
06 ოქტომბერი 2022 14:21
2
ყოველთვის ცვლიდა კვარაცხელიას და ეხლა ტრამვა მიიღო და არ გამოცვალა... და თან 4-1 იგებდა ნაპოლი მაგ დროს... ფეხს რომ გაგიყინავენ ესე იგი გტკივა და გამოეცვალა რა ამ მამაცხონებულს, თუნდაც არაფერი ყოფილიყო, დაზღვევის მიზნით... კაცმა ფეხი იტკინა... 4-1ზე არ გამოცვალა... მერე მტკივანი ფეხით გოლი გაიტანა და ამან თამაშის მერე კრიტიკა დაუწყო...ბოდიში მოიხადა პასი რო არ გააკეთაო... ბოდიში ამას აქვს მოსახდელი მართლა რომ ვერ შეძლოს თამაში კრემონეზესთან.
ქუთაისი
06 ოქტომბერი 2022 13:46
12
იმ მომეტის შემდეგ მეც ვიფიქრე გამოცვლიდა და ტრავმის გართულების პრევენციის მიზნით უკეთესი იქნებოდა. მეორე მხრივ, ფოსტფაქტუმ, მოტივაციის გათვალისწინებით ხვიჩამ შედეგი დადო და ეს თამაშიც პოზიტივით დაასრულა, თუ ტრავმა სერიოზული არ არის გამოდის რომ სპალეტიმ კი გარისკა მაგრამ ხვიჩასთვის კარგი გამოდგა, კრემონეზესთან თამაში ნაპოლიმ ადვილად უნდა მოიგოს, ხვიჩაც დაისვენებს და რამდენიმე ასპექტით კარგიც იქნება...
გუსანი
06 ოქტომბერი 2022 14:54
1
მთავარი კონკურენტები წელს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ნაპოლი, რომა და ინტერი იქენებიან. არამგონია იუვეს ან მილანს რამე შანსი ქონდეს.
dato
06 ოქტომბერი 2022 13:41
13
მილანმა შარშან სკუდეტო მოიგო არ დაგავიწყდეს თანაც მთელი მეორე წრე თითქმის პირველ ადგილზე იყო და წამით არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემპიონობა,,მოუგო რომასაც,,ინტერსაც 2-ვე თამაში და ნაპოლისაც პლიუს ზაფხულში საკმაოდ გაძლიერდა და რა ლოგიკით იძახი რო მილანს დაჟე შანსიც კი არ აქ მით უმეტეს რომასთან და თუნდაც ინტერთან?? ის რო გეთქვა კონკურენციას გაუწევსო კიდე ხოო
გელა
06 ოქტომბერი 2022 16:55
2
რატომღაც მგონია ათამაშებენ მაგრამ თუ დაასვენეს კარგიც იქნება მთელი სეზონია უწყვეტად თამაშმა არ გამოფიტოს რაც თავისთავად ზრდის ტრამვიანობას
giorgi
06 ოქტომბერი 2022 13:26
2
რამდენიმე დღე დასვენება არ აწყენდა.
ტრავმირ გართულებასაც აირიდებს თან.
წინ გრძელი სეზონია.
წარმატება ხვიჩას და ყველა ქართველს.
rable
06 ოქტომბერი 2022 13:14
1
ეს გაზეთი ძირითადად არ ცდება მთავარია მოიგოს ნაპოლიმ მსოფლიომდე თამაშები მერე დასვენებაც მოუწევთ!! ხოდა იანვარს კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ სადაც ძირითადად გამოიკვეთება ბრძოლა ჩემპიონობისთვის იუვეს ინტერს რომას ხვდება იანვარში!!
beqa
06 ოქტომბერი 2022 12:22
3
გეთანხმები მსოფლიომდე მაქსიმალური ქულები უნდა აიღოს , ყველა გადაღლილი ჩამოვა მსოფლიოდან ნაპოლის მაქსიმუმ სამი ფეხბურთელი წავიდეს იტალიაც არ არი კარგი დასვენება გამოუვათ ამ ფაქტორმა იქნებ სკუდეტოზე გაწიოს ნაპოლი
Soso
06 ოქტომბერი 2022 12:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული