რუსი ჟურნალისტები მას დაეკითხნენ, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ არის შანსი თუ არა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ რუსეთში კვლავ გადავიდეს.
"შესაძლოა, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ რუსეთში კარგი მოთამაშეები კვლავ ჩამოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხვიჩა კვარაცხელიას არ ეხება.
ის არასდროს დაბრუნდება რუსეთში. ვფიქრობ, ქართველი კარიერას ისევ იტალიაში ან სადმე ევროპაში გააგრძელებს", - ამბობს ჩინკვინი.