"გიორგის მსგავს ფეხბურთელს ჩვენს გუნდში არასდროს უთამაშია, ჯაბა და გურამი ძეგლს იმსახურებენ" - "სლოვანის" ქომაგები ქართველებს აქებენ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ, 6 ოქტომბერს, "სლოვანი" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ბაზელს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ბრატისლავური გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ, მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, "ჩაკვემ" 2 საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

"სლოვანის" ქომაგები, სოციალური ქსელის საშუალებით, სამივე მოთამაშეზე წერენ და მათი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.

"დიდებული თამაში! კანკავა და კაშია ნამდვილი ლიდერები არიან".

"წარმოუდგენელია, ჯაბა კანკავა რამხელა სხვაობას აძლევს გუნდს".

"ჩაკვეტაძისნაირი მოთამაშე არც გვყოლია და არც გვეყოლება".

"ჩაკვეტაძე
სუპერ".

"როდესაც ჩაკვე და ვლადკო (ვლადიმირ ვაისი) ხასიათზე არიან, უბრალოდ შოუს დგამენ, მათ ზურგს ქართველი ვეტერანები უმაგრებენ, თუ კარგ ფორვარდსაც დავიმატებთ, "ბარსას" დამარცხებასაც შევძლებთ".

"გუნდმა დიდებულად ითამაშა, თუმცა ჯაბა არარეალურია".

"კანკავა სადღაც სხვაგანაა, ამ პოზიციაზე მისნაირი ფეხბურთელი არ გვყოლია, ჩაკვეტაძე ხელოვანია".

შეგახსენებთ, "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრას 9 ოქტომბერს, "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს.

altჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

alt"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა

altსლოვაკები ბათუმელი გულშემატკივრებით აღფრთოვანდნენ - თბილი დახვედრა აეროპორტში ვაისს, კაშიას, კანკავასა და ჩაკვეტაძეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
გუშინ მართლა შთამბეჭდავი თამაში ქონდა სამივე ჩვენს ლეგიონერს.გიორგიმ უბრალოდ დაგლიჯა და უახლოვდება როგორც იქნა მემგონი თავის ოპტიმალურ ფორმას. გურამი უბრალოდ დაცვის გლადიატორი იყო.რაც შეეხება ჯაბას სულ ვფიქრობდი,რომ ადრე იყო მისთვის ნაკრებიდან წასვლა. გუშინ კი ნამდვილად დავრწმუნდი საბოლოდ, რომ არ ვცდებოდი.
Beqa
07 ოქტომბერი 2022 17:07
1
ჯაბა შენ თუ ნაკრებში არ დაბრუნდე შენ იყო არამეგრელი.
მალხაზ ჯობავა
07 ოქტომბერი 2022 15:54
1
კაშიამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ორივე გუნდში.
Semi
07 ოქტომბერი 2022 18:19
0
კანკავა ნაადრევი იყო შენი ნაკრებიდან წასვლა, ეხლა იწყება მთელი ამბები და გუნდის მიტოვება იქნებოდა? არც გვყავს შენი შემცვლელი. ესეთი შემადგენლობა და შანსი შეიძლება კიდევ დიდი ხანი არ გვქონდეს, შენთან ერთად გაცილებით დიდი შანსია ნაკრები ევროზე მოხვდეს. ყველაზე სუსტი რგოლი დღევანდელ ფორმაციის ნაკრებში სწორედ შენი პოზიციაა ...უნდა დაბრუნდე
მე
08 ოქტომბერი 2022 08:56
0
სასწრაფოდ დააბრუნეთ ერთი წლით მინც გავაგებინოთ როგორმე ვთხოვოთ ფედერაცია ქენი რამე
ბაჯო
08 ოქტომბერი 2022 16:38
0
კანკავა აუცილებელია ნაკრებისთვის
yw
08 ოქტომბერი 2022 11:35
1
ხოო მაქრთლები არიან ! ეგეთ შუშისფეხება ფეხბურთელს ნაღდად არ უთამაშია მაგათთან ! რა უბედურება ჭირს მაგ ბიჭს ?? ყველას გვახსოვს ის მძიმე ტრავმა მთელი 2 წელი რომ გამოატოვებინა როგორ მიიღო--თანაგუნდელი ოდნავ დაეჯახა ოდნევ შეეხო მუხლზე და ვიცით რაც მოყვა იმ ოდნავ შეჯახებას @ იმის მერეა და ოდნევი შეხებისას ეგრევე ტრავმებს იღებს @ უნდა გაიაროს კმონსულტაციები ორთოპედებთან ტრავმატოლოგებთან და გაარკვიოს რა სჭირს ასეთი და იმკურნალოოს !!!
zura222
07 ოქტომბერი 2022 14:27
82
შენ ისე ლაპარაკობ გეგონება თვითონ სიამოვნებდეს ტრავმიანობა და არ ეძებდეს გამოსავალს, რაც მაგ ბიჭს ექიმებთან აქვს ნარბენი და დიდწილად მაგ ექიმების "დამსახურებით" გაუცდა ის ორი წელი.
ფეხბურთში ტრავმები თანმდევია და არაა საჭირო რაღაც განკითხვის ტონებით საუბარი, უბრალოდ ზოგი მეტად მიდრეკილია ტრავმიანობისკენ და ზოგიც ნაკლებად, ბევრია ისეთი რომ არ ტრავმიანობს ხშირად მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიან.
აბა აბა
07 ოქტომბერი 2022 15:51
2
მეგობარო ერთხელ სერიოზული ტრავმა გიორგი ნემსაძემ იცი როგორ მიიღო? უელსის ნაკრებს 5:0 საქართველომ რომ მოუგო...მე-5 გოლის შემდეგ ბალახზე მუხლებით გაცურდა და მყესი გაიწყვიტა. ასე რომ მაგას ვერ გაიგებ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
07 ოქტომბერი 2022 15:22
1
ყველა გამოხმაურება
დააბრუნეთ კანკავა ფედერაცია ყველა ხალხო რაგაც ვქნათ ვთხოვოთ მხოლოდ ერთი წლით დაბრუნდეს ნაკრებში გავაგებინოთ როგორმე
Baggio
08 ოქტომბერი 2022 16:36
0
დავით67-ს!
"კარგი ფეხბურთელი ტრამვას არ ღებულობს. თუ მიიღებს, ერთ თვეში, მაქსიმუმ 2 თვეში მწყობრში დგება." საწყალი ვან ბასტენი, არ ვარგოდა არაფრად?
yw
07 ოქტომბერი 2022 23:22
0
Me 5 golze ara meoreze megobaro mag tamashs vukurebdi 1995 wels,nemsadze muxlebit gaxoxda qinqladzis golis agnishvnisas pirveli taimis bolos da mere tu zustad maxsovs 1 wlis mere gamochnda moedanze...
Givi
07 ოქტომბერი 2022 16:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული