მატჩის დღე! კვარაცხელია ქართული დუელისთვის ემზადება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შეხვედრის მიმართ ისევ დიდი ინტერესია. მითუმეტეს, როცა "ნაპოლი" ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა, არის იმის ალბათობაც, დღეს, 9  ოქტომბერს, ქართველი გარემარბი სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ.

მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ სასტარტოში აქამდე მხოლოდ "ლეჩესთან" არ დაიწყო და აუტსაიდერებთან ის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. ლუჩანო სპალეტი პერიოდულად, როტაციას მიმართავს. ერთი დაპირისპირება უკვე ვახსენეთ და "სპეციასთან" (1:0) გამარჯვებაც ძალიან რთულად მოხერხდა. ამის მიუხედავად, გადატვირთული გრაფიკის გამო, მოთამაშეების დასვენება მაინც საჭიროა. მითუმეტეს, ხვიჩა კვარაცხელიას "აიაქსელებმა" ფეხებში ურტყეს. "კვარა" ამას შეჩვეულია, მაგრამ ტრავმის
გართულების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ის, შესაძლოა, სასტარტოში არ იყოს.

თუკი ნეაპოლელებს ამის საჭიროება დაუდგებათ, ხვიჩას მწვთნელი მოედანზე მაინც შეიყვანს. "აიაქსთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრაც კარსაა მომდგარი, თუმცა, ამ ტურნირზე "ნაპოლის" ჯგუფიდან გასვლის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს.

ვიქტორ ოსიმენი ბოლომდე მზად არაა და შეხვედრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

Sportall.Ge

თამაშის შემთხვევაში, ხვიჩასთან უშუალო დაპირისპირება ლეონარდო სერნიცოლას მოუწევს. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდიოდა, თუმცა გასულ ტურში 4 უკანახაზელზე გადავიდა. უკანასკნელ მატჩში ქართველი ფეხბურთელი მშვენივრად გამოიყურებოდა და ის კვლავ სასტარტო თერთმეტეულში იქნება.

თუკი "ნაპოლი" (20 ქულით) თანალიდერია, "კრემონეზე" ერთ-ერთი აუტსაიდერია და ჯერ გამარჯვებაც არ მოუპოვებია (3 ქულა აქვს).

ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა უხვგოლიანი ფრით (3:3) დასრულდა. მაშინდელ მატჩში, ნეაპოლელთა დღევანდელი გუნდიდან, მეკარე მერეტი და ზელინსკი სასტარტოში იყვნენ, დი ლორენცო, რუი და ელმასი კი ცვლილებიდან ჩაერთვნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარს სერია "ა"-ში - 5 გოლი, საგოლე პასი და  მოპოვებული პენალტი.

"სტადიო ჯოვანი ზინიზე" დღევანდელო შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას როსარიო აბისო განსჯის.

alt"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altხვიჩას ამ გოლს 17 წელი ველოდით - "მარად პერსპექტიულობის" გარეშე და კვირტი ბრწყინვალე მტევნით...

მკითხველის კომენტარები / 25 /
რაის მატჩის დღე?? რაის 9 ოკტომბერი?? თამაში ხვალ არის!
vaJa
09 ოქტომბერი 2022 17:20
5
სავარაუდო შემადგენლობა:
კრემონეზე (4-2-3-1): რადუ; სერნიკოლა, ბიანჩეტი, ლოჩოშვილი, ვალერი; კასტანეტი, მეიტე; Zanimacchia, Escalante, Quagliata; დესერები.
ნაპოლი (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგარდი, კიმი, ოლივერა; ელმასი, ლობოტკა, ზიელინსკი; პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია.
ანგუისა პირველად ისვენებს.
ქ. გ.
09 ოქტომბერი 2022 12:11
0
წარმატებები მეგრელს 5 კგ კარტოფილიან გამყიდველთან ბრძოლაში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 ოქტომბერი 2022 11:46
39
რა ცინიზმია!? მითუმეტეს მეგობრები არიან ხვიჩა და ლუკა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
09 ოქტომბერი 2022 13:29
1
უწინ იყო "კვირიდან კვირამდე".
ეხლა - "კვარადან კვარამდე".
სულმოუთქმელად ველი ხოლმე მის თამაშებს.
ILIA
09 ოქტომბერი 2022 11:09
0
კარგია!
სოსო
09 ოქტომბერი 2022 15:20
0
Ალექს - ს, სიტყვას ურჩქილი - უცქირე, უყურეს მნიშვნელობით მხოლოდ მარტვილელი მეგრელები იყენებენ! Სხვები უყურეს სათქმელად "უჯინ სი" იყენებენ. Ურჩქილი ზოგადად უსმინეს ნიშნავს!
Ზაზა
08 ოქტომბერი 2022 19:15
4
არმცოდნეთათვის- ლოჩოშვილიც მეგრული გვარია,სენაკის რაიონიდან.
status quo
08 ოქტომბერი 2022 15:53
13
ლოჩოშვილები მეგრელები არიან სენაკის რაიონი სოფ. ხორში
Suxumchanin
09 ოქტომბერი 2022 21:23
0
ანუ გვარად ლოჩოშვილია ყოფილა?
ჟორა
08 ოქტომბერი 2022 16:39
6
მაინც რა არის ეს მეგრული , კვარაო, ცხელიაო ! ცეცხლოვანი ბიჭიაო !ურჩქილ სი ?!
ვინც მეგრული არ იცით ურჩქილ უცქირეა !
ალექს
08 ოქტომბერი 2022 15:18
8
უცქირე კი არა,უსმინეა
დავით67
08 ოქტომბერი 2022 20:51
1
ვაი ვაი
გიორგი
08 ოქტომბერი 2022 19:39
2
დასვენება ურიგო არ არის როცა თავს დაღლილად გრძნობ! თუ ხვიჩა დაღლილია ეს თითონ უნდა თქვას. არა და მინდა გამოვიდეს და გოლი გაიტანოს! დიდი შანსია სერია ა-ს პირველი ბომბარდირი გახდეს! მხოლოდ ამიტომ კარგია 1 ტაიმს მაინც თუ ითამაშებს და გოლებს შეაგდებს!
aburjga
08 ოქტომბერი 2022 14:47
1
სად შეიძლება ვუყურო ხვალინდელ მატჩს? გთხოვთ დადეთ ლინკი!დიდი მადლობა!!! წარმატებები და წინსვლა ჩვენს ვარსკვლავს!!!უფალი ფარავდეს!!!
ქართველი
08 ოქტომბერი 2022 13:21
0
სეტანტაზე აჩვენებენ
სეტანტა
08 ოქტომბერი 2022 14:57
0
Liveball ru. აქ ვუყურებ მე ყველა ნაპოლის მატჩს
ქუთაისი
08 ოქტომბერი 2022 14:26
0
ხვიჩა! გამოიმუშავე შენი საკუთარი, "გატანილი გოლის" აღნიშვნა! აღარ გინდა: ეს ძილის, ნეიმარის მაიმუნობა, ყურებზე აფარება, დამირეკე და ასეთები. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარის აღნიშვნა!!!!!!!!!!!!
giga
08 ოქტომბერი 2022 12:26
3
მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ გოლს და ვისაც როგორ უნდა ისე აღნიშნავს. რა არის კვარას აღნიშვნაში მიუღებელი. წინა საუკუნეში თუ არ აღნიშნავდა ვინმე, ის რატომ უნდა იყოს ახალგაზდა ადამიანის მაგალითი.
რაც უფრო მეტად სანახაობრივს გახდის თამაშებს და აღნიშვნებს მით უკეთესი.
წარსულით ცხოვრებას თავი დავანებოთ და ახალგაზრდებს ვაცადოთ :)
!!
09 ოქტომბერი 2022 15:14
0
გოლს არანაირი აღნიშვნა არ უნდა, ეს შენი მოვალეობაა, ამაში გიხდიან და აკეთებ იმას რაშიაც გიხდიან. მახსენდება კახი ასათიანის გოლი მსოფლიო პირველობაზე საბჭოთა ნაკრებში, შევიდა საჯარიმოში მოატყუა მცველი და გაიტანა, შემოტრიალდა და წამოვიდა, მივიდნენ ორი თუ სამი კაცი მიულოცეს და ეგ იყო. რა საჭიროა ეს ფოქუზნიკობა და სხვისი წამხედურობა ვერ გავიგე. გახსოვდეთ გამარჯვებით გადარეული სპორტსმენი, თავის შემთხვევით გამარჯვებას ზეიმობს.
ჟორა გაბრიჭიძე
08 ოქტომბერი 2022 21:50
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული