"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
"კრემონეზეს" ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა "ნაპოლისთან" გასამართი შეხვედრის წინ იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ხვიჩას შესახებ ისაუბრა.

"მე და ხვიჩამ თამაში თბილისის "დინამოში" დავიწყეთ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მის პროგრესს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ნაპოლია", მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ხვიჩას ყველაფერი აქვს, რათა ვარსკვლავი გახდეს. კვარაცხელიას შეჩერება ურთულესი იქნება, დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, როგორც ინდივიდიუალურად, ასევე გუნდურად, რათა სივრცეები შევუზღუდოთ,
მაგრამ პრობლემა მხოლოდ "კვარა" არ იქნება, "ნაპოლი" ამტკიცებს, რომ შესანიშნავი გუნდია" - განაცხადა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლისთან" შეხვედრამდე ლოჩოშვილის "კრემონეზე" "ლეჩეს" დაუზავდა

alt"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოღონდ შენ ნუ შეამჩნევ ხვიჩას თამაშის დროს და დანარჩენი ხვიჩამ იცის.
ფირუზა
08:30 08-10-2022
0
ეს ის მომენტი როდესაც არ მინდა კვარამ გაიტანოს და რა თქმა უნდა არც ნაპოლის სხვა მოთამასეებმა
ლუკასთვის დზალიან მნისვნელოვანია ტიტოეული მსრალი მატცი ახლა რომ ტავი დაიმკვიდროს, კვარას კი არაფერი აქვს
Dდასამტკიცებელი
Midi luka.
07:04 08-10-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული