"ჩემი პირველი სიყვარული და კერპი გუტი იყო! მინდა, სკუდეტოც და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგო!" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
corrieredellosport-მა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს
მივაღწიო!

ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...

უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...

სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.

ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.

რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!

ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.

მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.

ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი. 

უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!

ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.

ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...

ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...

ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა". 


altკვარაცხელია სასტარტოში სეზონში მეორედ არ დაიწყებს? - ქართული დუელის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 33 /
ხვიჩა შვილო შენ ისეთ გუნდში და ისეთ ფეხბურთელებთან თამაშობ რომ წელს მოიგებ სკუდეტოს ამისათვის საჭიროა სტიმული თვითონ მისცე თანაგუნდელებს ისინი შენ შემოგყურებენ მინდორზე თქვენ ისე ვერ ამჩნევთ რა საუცხოოთ შეთამაშებული გუნდი ხართ როგორც ჩვენ შენი გულშემატკივარი ამ დროისთვის თქვენ ყველაზე ტექნიკურ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობთ ევროპაში დამიჯერე ეს პირში ქება არ არის ეს სინამდვილეა არ შეუშინდეთ არცერთ გუნდს და მათ სახელებს თქვენ ყველას დამარცხება შეგიძლიათ კიდევ ერთხე ლ გთხოვ ყველა თამაშში შენ უნდა ულიდერო გუნდს იმიტომ რომ ესეთია შენი ბედი ის გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი ა !!!
ზაზა
13:02 08-10-2022
0
ეტყობა ბიჭს რა მაგრადაც ესმის ფეხბურთი.
გუტი იყო ხელოვანი. ხატავდა მოედანზე, მუსიკას ქმნიდა, ხელოვნებას ქმნიდა.
რამდენჯერ მიყურებია რეალის თანაშის დროს მხოლოდ გუტისთვის. ხანდახან უბრალოდ მხოლოდ გუტის ვუყურებდი თამაშის დროს და ბედნიერი ვიყავი რომ ეს სპორტი შემაყვარა თავის დროზე მამაჩემმა
Superman
23:14 08-10-2022
3

სიახლეები პოპულარული