"ვათამაშებ თუ არა "კვარას?" - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კრემონეზეს" დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ოსიმენი მომჯობინდა, მაგრამ არ გარისკავენ და დაასვენებენ, აღებული ტემპის შესანარჩუნებლად და გულშემატკივართა გასახარებლად ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ, გუნდში ეიფორია არაა, მხოლოდ იმის შეგრძნება აქვთ, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება შეუძლიათ, წინ კარგად მიიწევენ, თუმცა შეიძლება ყველაფერი უცბად შეიცვალოს, "კრემონეზე" მხოლოდ დაცვაში ღრმად კი არ ჩაიკეტება, არამედ შეტევაზეც იფიქრებს და ყველაფრის მიუხედავად, თუ ინტენსივობას შეინარჩუნებენ, მოგების
კარგი შანსი აქვთ.

"ნაპოლის" თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიაა შესახებაც გააკეთა კომენტარი: "თქვენ ხშირად საუბრობთ ცალკეულ ფეხბურთელებზე, ჩემთვის კი მთავარი ერთად მებრძოლი გუნდია და არა ინდივიდუალისტები. ყოველი ფეხბურთელი პარტნიორისათვის მსხვერპლს იღებს. ეს ჩვენთვის პრეროგატიული უნდა იყოს. ზილენსკი და კვარაცხელია მწყობრში არიან, "კვარა" კარგადაა, ივარჯიშა, მისი დასვენების შესახებ კი იმას გეტყვით, რომ როდესაც მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ შევცვალე, გამაკრიტიკეს. დაცვაში ჩამდგარ გუნდებთან ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, როგორიც კვარაცხელიაა. ვითარებას გავაანალიზებ და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ნაპოლი გაცილებით უკეთესია იმ წინა ნაპოლიზე თავისი ინსინეი, მერტენსებით ეს უკვე ფაქტია და შეიძლება ერთ ერთი კი არა ყველაზე საუკეთესიც კი თავის არსებობის ისტორიაში. მარადონას დროსაც ასეთი ლაღი არ ყოფილა ნაპოლი. ამიტომ იყო ის მარადონას ნაპოლი, რომ ინდივიდზე იყო დამოკიდებული გუნდი. სპალეტი კი ამ ნაპოლის დონის არ არის, თუ ვაღიარებთ რომ ერთ ერთი საუკეთესოა ახლა ნაპოლი. მას თავისი ამბიციებიც და ეჭვიანობაც აქვს, რომ ის ისეთი გამორჩეული ვერ არის რაც შემადგენლობა ყავს. შევადაროთ მშვენიერი ლივერი და კლოპი. რეალი და ანჩელოტი. სიტი და პეპე. ისინი უფრო აქებდნენ და აქებენ თავის ფრხბურთელებს სპალეტისაგან განსხვავებით. ხვიჩასადმი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გასაკვირია. მე საპალეტი უფრო დიდი პიროვნება მეგონა. ამ შემადგენლობას დიდი ხანი ერთად არავინ გააჩერებენ და უკვე ზამთარში თუ არა სეზონის ბოლოს გამოაკლდება ფეხბურთელები. მერე ვნახავ სპალეტი რა მწვრთნელია. მე ვამბობ რომ ნაპოლის შემადგენლობა უფრო უკეთესია ბევრად ვიდრე მწვთნელი ყავს და ეს ლიგაზე პლეი ოფებშიც გამოჩდება.
G.LA
11:51 09-10-2022
1
ეხლა აქ რა ხდება და რატომ ღიზიანდება სპალეტი ასე ხვიჩას რომ ხშირად ახსენებენ? აქ ზოგადად ხვიჩაში არ არის საქმე, ხვიჩას მაგივრად ჯუზეპე რომ ყოფილიყო იგივე რეაქცია ექნებოდ სპალეტის, იმიტომ უნდა რომ ნაპოლის წარმატება აღიქვან როგორც მწვრთნელის კარგი მუშაობა და არა ცალკეული ფეხბურთელების წარმატებულ თამაშად, დააკვირდით ამ დროს რას იძახის ყოველ ჯერზე ანჩელოტი, რომ ბენზემას გარეშე რეალი ვერ იქნებოდ ასეთიო, ასევე აქებს ვინისიუსსაც, თუმცა ძალიან ბევრი წუნი აქვს ვინისიუსს ყოველ თამაშში, მაგრამ არც ერთხელ ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს მის მიმართ, განსხვავება ანჩელოტის და სპალეტის შორის ნათლად ჩან ვინ უფრო დიდი მწვრთნელია, ხვიჩა ანჩელოტისთან სულ სხვანაირად ათამაშდებოდა, ეხლა თითქოს შებოჭილია და იმის შიში აქვს რომ რაღაც რო არ გამოუვიდეს სპალეტი შეცვლის ან საყვედურს ეტყვის, თავისუფლება უნდა მისცე ისეთ ფეხბურთელებს როგორიც ხვიჩაა და უფრო მეტი შედეგი მოვა
მამუკა
07:53 09-10-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული