ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
მე ვფიქრობ პოლიტანო კვარას აიგნორებს და კისერს მოიტეხავს მაგის გამო!
T.q
09 ოქტომბერი 2022 23:42
5
მაგის დედა …
ჯონი
10 ოქტომბერი 2022 00:27
0
გუნდმა სუსტად ითამაშა,მაგრამ ხვიჩამ მაინც გააკეთა თავისი საქმე.ბრავო!!!
ჯუჯი
10 ოქტომბერი 2022 02:23
2
რა ჩაიხვიეთ ეს პენალტი ხვიჩამ დაარტყას, პენალტი ხვიჩამ დაარტყას. მწვრთნელი წყვეტს და ალბათ პოლიტანო უკეთ ასრულებს ხო? ან რა ჯნდაბდ გინდთ ეს პენალტები, ხვიჩამ თშიდან შეყაროს და პოლიტანოს ასე უქნია 20 პენლტი შეაგდოს. მესი არ ურტყავდა პენალტებს თავიდან და რა ტრაგედიას ქმნით.
Semi
10 ოქტომბერი 2022 09:31
3
ხვიჩა რომ წავიდეს ნაპოლიდან, სპალეტი საშუალო იტალიელი მწვრთნელი იქნება.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 11:46
1
დიდი მწვრთნელი არც ახლაა.
დავით 67
10 ოქტომბერი 2022 16:32
2
არ არის პოლიტანოსთვის პენალტისტობა სამუდამოდ გარანტირებული.
ადრე თუ გვიან პოლიტანო გააფუჭებს თერთმეტმეტრიანს, და ხვიჩა გახდება პენალტისტი.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 03:11
0
Xvicha roca saxifato xdeba tamashis bolos kontrshetevebze zustad mashin cvlis spaleti,dgesac shemtxvevit datova da ager shedegic 1-2 magivrad 1-4...erti is aris cudi rom codoa kremoneze at gavardes lochos cudat ar utamashia nagdat...
Givi
09 ოქტომბერი 2022 22:36
2
ფეხბურთელებს შორის ყოველთვის არის რაღაც ფორმით შური, თუმცა მე არ მგონია ხვიჩას ბურთს შეგნებულად არ აძლევდეს ვინმე, ამას სპალეტი არც დაუშვებს!
ხვიჩა ამ საგოლე პასის შემდეგ (არ გაგახსენდათ ბუდუს პასი ხვიჩაზე?) უფრო დაფასდება ნაპოლის ფანებსა და თანაგუნდელებს შორის, ვიდრე თვითონ რომ გაეტანა!!!
ხვიჩას თვითონ რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, მაშინ კი ნამდვილად არ იქნებოდა კარგ სიტუაციაში თანაგუნდელებთან!
ისე პოლიტანო (ძაანაც ნუ განვსჯით!) მიხვდება ან მიახვედრებენ რა არ გააკეთა სწორად!
თემური
10 ოქტომბერი 2022 13:17
1
დღეს ყველას გვეგონა, რომ დაასვენებდნენ და სრული მატჩი დატოვა. ბიჭი მძიმე ტრავმას ბეწვზე გადაურჩა წინა თამაშზე და სადღაც მომდევნო მატჩებზე მაინც დაასვენოს იქნებ. გადაიწვება ასე ცოდოა. რამდენი ხანია არ დაუსვენია
!!
09 ოქტომბერი 2022 23:21
6
მინდორზე მეორე ქართველი ლოჩოშვილიც იყო იმაზე რატომ არაფერს ამბობთ.
გია
10 ოქტომბერი 2022 09:47
1
რა დღეშია ეს სოფლის გუნდი......მე წარმომიდგენია ქალაქის გუნდი რას იზამს,სოფლის გუნდი რომ ასე თამაშობს.
კახა ქ.
09 ოქტომბერი 2022 22:30
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული