"ნაპოლიმ" ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 8 გამარჯვების მოპოვება (ყველა ტურნირზე). რეკორდი შემთხვევითობა არ არის, აღსანიშნავია, რომ კაპიტანი დი ლორენცო და მისი თანაგუნდელები უკვე 13 მატჩია, რაც დაუმარცხებლები არიან. ნეაპოლელებს უკეთესი შედეგი ბოლოს 2017 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობისას ჰქონდათ. ლუჩანო სპალეტის გუნდს კიდევ რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის, კერძოდ,
"კრემონეზესთან" თამაშის (1:4) შემდეგ "ნაპოლის" რიგებში გოლი უკვე 12 მოთამაშეს აქვს გატანილი, რაც ევროპის მასშტაბით ასევე საუკეთესო შედეგია, ეს რეკორდი კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, ქართველი "პარტენოპეის" გატანილ 7 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 2 საგოლე პასი). გარდა ამისა, "კვარამ" ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით "ბოლონიას" შემტევს ნიკოლა სანსონეს გაუთანაბრდა" - წერს გამოცემა.
"ნაპოლიმ" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სერია A-ს ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება
"ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ცნობილი გამოცემა ქართველების თამაშს აფასებს
"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!